საქართველო "ანუ, ლჯბტ+ პრაიდი ევროპელობაა? სირცხვილია! მართლა.. დაოკდით" - ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს 2022, 7 ივნისი, 15:21 პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ სექსუალური უმცირესობების შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას საჯაროდ აკრიტიკებს:"ქალბატონო სალომე!ზედმეტი აქტიურობა გამოგდით. გვესმის, რომ დავალება გაქვთ შესასრულებელი, ისიც ვიცით, რომ ვსლდებულებები მოგყვებათ წარსული ცხოვრებიდან, მაგრამ ეს არ გაძლევთ უფლებას ისაუბროთ ქართველი ხალხის სახელით.არ ხართ თქვენ ჩვენი არჩეული! არ გაქვთ თქვენ პრეზიდენტისთვის ასე რიგად საჭირო ავტორიტეტი. არც ნდობას იმსახურებთ, არც პატივისცემას. და საერთოდ, ხართ თუ არა ისიც არავის აინტერესებს.ხომ გქვიათ პრეზიდენტი, იღებთ ხელფასს, განისვენებთ რეზიდენციაში. შეირგეთ რა… დაოკდით…
|