x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"აღმოსავლეთის ატლანტიდა" – იდუმალი ქალაქი ტბის ფსკერზე

ხელოვნური ტბის, ციანდაოს ფსკერზე, ნამდვილი არქეოლოგიური საგანძური — უძველესი ლომების ქალაქი მდებარეობს, რომელსაც არქეოლოგები «აღმოსავლეთის ატლანტიდას» ეძახიან. კვლევის თანახმად, ქალაქი 620 წელს უნდა დაარსებულიყო. თუმცა, შესაძლებელია, უფრო ძველიც იყოს...


imageimage


ში ჩენგი (ლომის ქალაქი) შანხაის სამხ–დასავლეთით, 350 კმ–ის დაშორებით, წყლის დონიდან, 25-40 მ. სიღრმეზე მდებარეობს. 1959 წელს რეგიონში, სადაც არაერთი ძველი ქალაქი (მათ შორის ში ჩენგი და ხე ხენი, რომელიც, დაახლოებით, 208 წ. დაარსდა) და სასოფლო-სამეურნეო სავარგული იყო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხელოვნური ტბა შეიქმნა და ჰიდროელექტროსადგური აშენდა.


imageimage


შედეგად, იქ არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდა. ჯამში, დაახლოებით, 30 ქალაქი, 1377 სოფელი და 50 000 აკრი მინდორი დაიტბორა. თითქოს წყალს ქალაქი უნდა გაენადგურებინა, მაგრამ პირიქით მოხდა — ში ჩენგის ქუჩებში 265 ქვის თაღი და შენობა–ნაგებობებია ჯერ კიდევ შემორჩენილია.


imageimage


2001 წელს ჩატარებული, კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ ხის საყრდენები და კიბეებიც კი მთელი იყო.


imageimage


ქალაქს ქვის ექვსი მთავარი ქუჩა და ხუთი კარიბჭე ჰქონდა, რომლებზეც კოშკები იყო აღმართული.


imageimage



ახლა ში ჩენგის ნახვა და კვლევა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. ის პოპულარულია ტურისტ–დაივერებს შორისაც.




imageციანდაოს ტბა


ციანდაოს ტბას, რომლის ფსკერზეც ჩაძირული ქალაქი მდებარეობს, ათასი კუნძულის ტბასაც ეძახიან — წყალსაცავის ზედაპირზე, რომლის ფართობი 573 კვ. კმ–ია, 1078 დიდი და რამდენიმე ათასი პატარა კუნძული მდებარეობს, რომელზეც 90 სახეობის ფრინველ და 60 სახეობის ცხოველი ბინადრობს.

ამ ადგილის მოსანახულებლად, საუკეთესო დრო აპრილიდან – ოქტომბრამდეა. რადგან ამ პერიოდში, წყალი თბილია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ადგილი მხოლოდ გამოცდილი დაივერებისთვის არის, რადგან ხილვადობა წყლის ზედაპირთან 1, 5 მ–ია, ხოლო, ფსკერთან მხოლოდ 15 სმ.

P. S. კიდევ ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობა, რომელიც ჩინეთში ყოფნისას, ტურისტმა აუცილებლად უნდა ნახოს, ლონგიუს გამოქვაბულების მიწისქვეშა კომპლექსია.


image


1992 წელს ბუ ანაიმ სოფ. შიან ბეიკუნში (ლონგიუს ოლქი, ჯეძიანის პროვინცია), მეტისმეტი ცნობისმოყვარეობის გამო, მღვიმიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყო. ადგილობრივების თქმით, წყალსაცავი უძირო იყო და ის გრუნტის წყლებს უერთდებოდა. თუმცა, ბუ ანაი ასე არ ფიქრობდა და შემოწმება გადაწყვიტა. მან რამდენიმე თანასოფლელი დაარწმუნა, რომ სოფლის მახლობლად მდებარე ჭა უბრალო წყალსაცავი არ უნდა ყოფილიყო და «განძის» მაძიებლებმა, წყლის ამოსატუმბი მოწყობილობის შესაძენად, ფული შეაგროვეს. ასე დაიწყო ლონგიუს გამოქვაბულების (Longyou Caves – მცურავი დრაკონის გამოქვაბულ) თანამედროვე ისტორია და ძველი ცივილიზაციების საიდუმლოებების ნუსხას კიდევ ერთი ობიექტი შეემატა.

17 დღიანი ამოტუმბვით სამუშაოების შემდეგ, წყლის დონემ იმდენად დაიწია, რომ გამოქვაბულში შესასვლელი გამოჩნდა. ბუ ანაის ვარაუდი გამართლდა და დღეს ხელოვნურად შექმნილ კომპლექსს, ადგილმდებარეობის მიხედვით, ლონგიუს გამოქვაბულს ეძახიან და ის ყველაზე მასშტაბური ნაგებობაა, დღემდე აღმოჩენილ, უძველესი დროის მიწისქვეშა ნაგებობებს შორის. გაგრძელება >>>


image


არხის სხვა სიახლეები:


* ნაწყენი ძაღლი სახლიდან გაიქცა და შინ თავზე მიმაგრებული წერილით დაბრუნდა

* ორი გარემოება, რის გამოც ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას ასრულებს

* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* საინტერესო ფაქტები ფრინველების შესახებ. უნიკალური შეფერილობის ფრინველები (25 ფოტო)

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ეგვიპტის ფარაონები და უცხოპლანეტელები



1
793
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
793
  
2022, 11 ივნისი, 11:05
როგორ ჩაძირეს ასეთი ქალაქი...
0 1 1