x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ .... ” - რა ინფორმაციას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია
"კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველზე" სტუმრობისას ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა და ადამიანების ქვეყნიდან მასიური გადინება ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასწარ კარგად მოფიქრებული გეგმის ნაწილად შეაფასა:


"დედაჩემი თავისი ასაკის მიუხედავად ძალიან ფხიზელი თვალით უყურებს იმ ყველაფერს, რაც ქვეყანაში ხდება და აღშფოთებულმა მითხრა, ეს რა არისო. ზუსტად იცის ყველაფრის ფასი… უცებ ვუთხარი, „ვერ არიან“. არა, მითხრა, „ისინი მიიჩნევენ, რომ ჩვენ ვერ ვართ“.


პროპაგანდისტულ მანქანაზე იდგა საბჭოთა კავშირი, ესენი რომ მოვიდნენ, ტროლმანქანა შექმნეს, აი, ჩვენ რომ „ანონიმშიკებს“ ვეძახდით. ძალიან მეუხერხულება და არ მინდა პანიკა დავთესო, მაგრამ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. შემთხვევით არ მოვიყვანე საბჭოთა კავშირის მაგალითი, რა ინსტიტუციაზეც იდგა დეზინფორმაციის ინსტიტუტი, ეს მათ პირდაპირ მაღალჩინოსნებში შემოიტანეს.


სინამდვილეში ჩვენ ვიცით, რომ 8 თვის განმავლობაში 100 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო, ეს არის ოფიციალური მონაცემი და გესმით რაზეა საუბარი? 3 მილიონი ხომ არ ვართ და 100 ათასი კაცის გადინება მოხდა. პრაქტიკულად სრულდება ივანიშვილის „კეთილსინდისიერი“ დანაპირები, რომელმაც თქვა „ბილეთებს აგიღებთ და წადით“. საქართველოს უქართველობას უპირებენ.


ეს გეგმაა ჩვეულებრივი და გაიხსენეთ რუსი პროპაგანდისტების გეგმა. ეს იყო ჟირინოვსკის, სიმონიანის გეგმა. იმ სიმონიანის, რომელიც დითირამბებს უმღერის ჩვენს ყოფილ იუსტიციის მინისტრს. ვიღაცას ეს საქართველოში თუ შემთხვევითი ჰგონია, აქ ვცდებით. „ენკავედეს“ სტილი თავისი ძველი თანამშრომლებით შემოიტანეს. შესაბამისად, ჩვენ ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ დეზინფორმაციას", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.




0
287
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
287