x
image
ქეთეონე
"რაც შეეხება ამ თავდამსხმელ დეპუტატს" - ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი?

image

შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ოპოზიციიდან ვინც პარლამენტში შევიდა და ივანიშვილის რეჟიმი გადაარჩინა, ყველა "ქოცებზე" საშიშია ჩვენი შვილების მომავლისათვის.



"დეპუტატ მანჯგალაძის ქცევა ყველაფერია გარდა დეპუტატობისა და პოლიტიკოსობისა. ოპოზიციიდან ვინც პარლამენტში შევიდა და ივანიშვილის რეჟიმი გადაარჩინა ყველა არის ქოცებზე საშიში ჩვენი შვილების მომავლისათვის და როდესაც ამას პირდაპირ ვეუბნებით ამის პასუხი იხილა დღეს მათგან საზოგადოებამ. თან უნდათ პოლიტ— პროსტიტუციით დაკავდნენ და წმინდანი უნდა უძახო, თან უნდათ სადეპუტატო ყველა პრივილეგიით ისარგებლონ, მილიონიანი ბიზნესიც აკეთონ და იმავდროულად ოპოზიციონერებიც ერქვათ. თან სურთ ივანიშვილთან მებრძოლის სახელი ქონდეთ და როცა ოლიგარქის ბედი წყდება მაშველ რგოლებად მოევლინონ. რაც შეეხება ამ თავდამსხმელ დეპუტატს, ეს პატარა ვაშაძის პარტიას წარმოადგენს, რომელიც ჩვენი ანაბრების ქურდი ვანო ჩხარტიშვილის მილიონებითაა შექმნილი და გამოშვებულია ოპოზიციაში რეჟიმის გადასარჩებად, სწორედ ისინი ელისაშვილთან ერთად შეუძღვნენ ოპოზიციას პარლამენტში და სწორედ მათ ღიად მისცეს ხმა ბიძინას სანუკვარ იცნებას —— ლეიბორისტული პარტიის აკრძალვაზე. მათგან განსხვავებით გიორგი გუგავას პარტია არ შეუცვლია უკვე მეოთხედი საუკუნეა დგას იქ სადაც ქარიშხალია, ჰოდა ის ქარიშხალი აი ამ ვაი და ძალად ოპოზიციონერებს ძალიან მალე უკვალოდ გახვეტს თავის პატრონთან ერთად. ასეთია ისტორიის კანონი."- წერს შალვა ნათელაშვილი.


0
275
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0