x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
მსუბუქი ყოფაქცევის მქონე 10 ქალი, რომელთა სახელებიც ისტორიას შემორჩა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ არის ცნობილი ისეთი ისტორიული ფიგურების შესახებ, როგორებიცაა მეფე ლუი XV, იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტი და მეფე ჩარლზ II, ცოტამ თუ იცის, რომ ამ ცნობილი ადამიანების უკან იდგნენ მათი საყვარლები, რომლებიც ხშირად იყვნენ მათი მრჩევლები და მათი შვილების დედები.

ამ ქალების სახელები ისტორიაში დარჩა, თუმცა სინამდვილეში ისინი თავიანთ სიყვარული ფულისა და სიმდიდრის გამო ყიდდნენ. მიუხედავად ამისა, ეს ქალები იყვნენ ცნობილი მხატვრები, მსახიობები და მკვლევარები. მათი ცხოვრება საიდუმლოებითა და ინტრიგებით იყო სავსე და კაცები მათ გამო ყველაფრისთვის მზად იყვნენ.

1. კორა პერლი

ემა ელიზაბეტ კრაუჩი დაიბადა მე-19 საუკუნეში ლონდონში, სწავლობდა საფრანგეთის სკოლა-ინტერნატში, სადაც აღიზარდა და მიიღო განათლება. მას შემდეგ რაც ის ლონდონში უცნობმა მამაკაცმა გააუპატიურა და ამისთვის ფული დაუტოვა, ემა არ დაბრუნებულა მამის სახლში, გახდა კურტიზანი და დაერქვა სახელი კორა პერლი. ის პარიზში ნამდვიადი სახელგანთქმული გახდა, მისი მფარველები იყვნენ მხოლოდ არისტოკრატები და იმ დროის ცნობილი კაცები.image

2. ფრინა

ფრინა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან კურტიზანთაგან, რომლის სილამაზით დღემდე შეიძლება აღფრთოვანებული იყოთ სახვითი ხელოვნების მუზეუმებში. ძველი ბერძენი ლამაზმანი პოზირებდა გამოჩენილი მხატვრისთვის აპელესთვის და მოქანდაკე პრაქსიტელესთვის, რომელმაც პირველად გადაწყვიტა სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე შიშველი გამოესახა. ფრინა იმდენად მდიდარი ქალი იყო, რომ სურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ დანგრეული თებეს კედლები საკუთარი ხარჯებით აღედგინა. მაგრამ იმდროინდელი მსუბუქი ყოფაქცევის მრავალი ქალის მსგავსად, ფრინა არ უყვარდათ და გმობდნენ. ერთხელ სასამართლოს წინაშეც კი გამოცხადდა თითქმის სრულიად შიშველი და ამით თავისი სიმარტლე დაამტკიცა, ფრინა გაამართლეს, რადგან ბერძნებს სჯეროდათ, რომ ასეთი ლამაზი სხეულის მქონე ქალი ტყუილს არ იტყოდა.image

3. ვერონიკა ფრანკო

ვერონიკა ფრანკო იყო რენესანსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენეციელი ქალი. გარდა იმისა, რომ კურტიზანი იყო, ვერონიკა განათლებული პოეტიც გახლდათ, რომლის ნამუშევრებიც სიცოცხლის განმავლობაში იბეჭდებოდა. მან შექმნა ფონდი კურტიზანებისა და მათი შვილების დასახმარებლად. მის საყვარლებს შორის ირიცხებოდა საფრანგეთის მეფე ჰენრი III. ვერონიკა იყო ვენეციის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული წრეების წევრი, მეგობრობდა ფილოსოფოსებთან და მწერლებთან. ჭირის გავრცელების შემდეგ იგი სასამართლოში წარადგინეს ალქაჯობის ბრალდებით. მაგრამ ის იმდენად მჭევრმეტყველად და მგზნებარედ იცავდა თავს სასამართლოზე, რომ გაამართლეს.image

4. მადამ დიუბარი

მადამ დიუბარი საფრანგეთის სასახლისთვის ცნობილი იყო, როგორც მეფე ლუი XV-ის ოფიციალური ფავორიტი. მარი დიუბარი, ანუ მარი ბეკუ, პარიზში კურტიზანად ცხოვრობდა, სადაც მრავალი არისტოკრატის ყურადღება მიიპყრო. სწორედ იქ შეამჩნია იგი საფრანგეთის დეპრესიულმა და პირქუშმა მეფემ ლუიმ. მარი მაშინვე დააქორწინეს დიდგვაროვანზე, რათა სასახლეში შეუფერხებლად შეეშვათ ხოლმე. ლუი XV-ის გარდაცვალების შემდეგ იგი გაგზავნეს მონასტერში, მოგვიანებით კი გილიოტინით სიკვდილით დასაჯეს პარიზის რევოლუციის დროს.image

5. სალი სელისბერი

სალი სელისბერი იყო გამბედავი და ძალიან პოპულარული მეძავი მე-18 საუკუნის ლონდონში. 14 წლის ასაკში ის უკვე მუშაობდა არისტოკრატების პრივილეგირებულ ბორდელში. იგი ცნობილი იყო თავისი სილამაზით, იუმორითა და ტემპერამენტით, რის გამოც - ოპერის რამდენიმე ბილეთისთვის ბორდელის ერთ-ერთი კლიენტი დანით დაჭრა და ციხეში გაგზავნეს. სალი ციხეში გარდაიცვალა სიფილისის გართულების გამო.image

6. ნელ გვინი

ნელ გვინი იყო ინგლისის მეფის, ჩარლზ II-ის ცნობილი ფავორიტი, რომელთანაც მას ორი ვაჟი შეეძინა. ახალგაზრდობაში ნელი ყიდდა ფორთოხლებს თეატრში და შემდგომ შეუყვარდა კიდეც თეატრალური ხელოვნება. შემდგომში ცნობილი მსახიობიც გახდა, განსაკუთრებულ წარმატებას კი კომედიური როლებით მიაღწია.image

7. კეტრინ უოტერსი

მე-19 საუკუნეში მთელი ლონდონი მშვენიერი, კურტიზანის კეტრინ უოტერსის ფეხქვეშ იყო. ის იყო პოპულარული, განათლებული და ჰყავდა მდიდარი მფარველები. კეტრინს მჭიდრო ტანსაცმელი ეცვა ხოლმე ცხენით სეირნობისას ჰაიდ პარკში ყველა მის სანახავად მიდიოდა. მის საყვარლებს შორის იყვნენ მეფე ედუარდ VII და ნაპოლეონ III. იმდროინდელი სხვა კურტიზანებისგან განსხვავებით, მისი ცხოვრება ტრაგიკულად არ დასრულებულა. იგი მშვიდად გარდაიცვალა კეთილდღეობაში 80 წლის ასაკში.image

8. ლულუ უაიტი

მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიუ ორლეანის წითელი ფანრების კვარტალის სტორივილის შესახებ ისტორიები სრული არ იქნებოდა ბორდელის მფლობელის, ლულუ უაიტის სახელის ხსენების გარეშე. მისი დაწესებულება ჯაზის მოყვარულთა საყვარელი ადგილი იყო, სადაც ბატონებს შეეძლოთ ღამის გათევა ქალთან ერთად 15 ცალკე ოთახში. ლულუ ​​უაიტი ასევე ნახსენებია ლუი არმსტრონგის სიმღერაში Mahogany Hall Stomp.image

9. მარტა ჯეინ კანარი

მარტა ჯეინ კანარი, იგივე საბედისწერო ჯეინი იყო ამერიკელი ველური დასავლეთის მაცხოვრებელი, სკაუტი, იბრძოდა ინდიელების წინააღმდეგ და მონაწილეობდა ბაფალო ბილის შოუში. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეძავად მუშაობდა ფორტ ბრიჯერში, ვაიომინგში. ჯეინი მისმა თანამედროვეებმა აღწერეს, როგორც ლამაზი ქალი შავი თვალებით.
image

10. სადა აბე

სადა აბე ბავშვობიდან ოცნებობდა გეიშობაზე და სწავლობდა ამ ხელოვნებას იოკოჰამას გეიშების სკოლაში. თუმცა, მოგვიანებით იგი ჯერ კვაზი-გეიშა გახდა, რომლის მოვალეობებში მხოლოდ სექსუალური მომსახურება შედიოდა, შემდეგ კი მეძავი. ცხადია, სად აბე ფსიქიკურად დაავადებული იყო, ჰქონდა წარმოუდგენელი სექსუალური მადა და მანიაკალურად ეჭვიანი იყო. მის შესახებ მთელმა იაპონიამ შეიტყო, როცა ქალი შეყვარებულის მკვლელობისთვის დააკავეს – სასიყვარულო თამაშების დროს დაახრჩო, შემდეგ კი სასქესო ორგანო მოაჭრა და თან წაიღო. დროთა განმავლობაში მისმა ისტორიამ შთააგონა მხატვრები, ფილოსოფოსები, მწერლები და კინორეჟისორები.image









0
4912
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
4912
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0