x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ამერიკული კომპანია მსუნთქავი სექს-რობოტების წარმოებას აპირებს
21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა. ამ ეპოქის გავლენისგან თავისუფალი კი არც ისეთი სფეროა, როგორიც სექს-ინდუსტრიაა. კომპანიები სულ უფრო დახვეწილ და რეალობასთან მაქსიმალურად მიმსგავსებულ რობოტებს იგონებენ, რათა კლიენტები მიიზიდონ. სწორედ რეალობასთან მიმსგავსების ამ დაუოკებელი სწრაფვის გამოხატულებაა ახალი სექს-რობოტი, რომელიც სუნთქავს. ეს რობოტი ფირმა AI-Altech-ის ახალი პერსპექტივაა, რომელიც კომპანიის განმარტებით მალე მათივე მოლაპარაკე სექს-რობოტის გაუმჯობესებულ ვარიანტი იქნება. როგორც ბულვარული “დეილი სტარი” აღნიშნავს, რობოტი ასევე შეძლებს კიდურების ადამიანის მსგავსად ამოძრავებას.


სემ უაიტმა, რომელიც რობოტების გაუმჯობესების ტექნოლოგიურ ჯგუფს ხელმძღვანელობს, “დეილი სტარს” უთხრა, რომ მისი საწარმო რამდენიმე განსხვავებულ კონტრაქტორთან თანამშრომლობს, რომლებიც კიდევ უფრო ხვეწენ და მაქსიმალურად ბუნებრივს ხდიან რობოტის ხელების მოძრაობებს.


კომპანიის მიერ წარმოებულ რობოტებს უკვე შეუძლიათ თვალების ამოძრავება და ხამხამი, თავის და კისრის მოძრაობა, ტუჩების და პირის მოძრაობა და ლაპარაკი ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ისინი პატრონის ნებისმიერ შეკითხვაზე სცემენ პასუხს და რეაგირებენ შეხებაზე. მათი სხეულის ტემპერატურა 37 გრადუსს უდრის.


“ოდესმე ჩვენი ახალი რობოტი, რომელსაც ემა ჰქვია, შეძლებს, მკლავები აამოძრაოს და მკერდის ღრუ იქონიოს, რომლითაც ისუნთქებს. შემდეგ მას ასევე ექნება უნარი, ფეხები სასიარულოდაც გამოიყენოს, ” - განუცხადა სემ უაიტმა “დეილი სტარს.”


მაცდუნებლად ჟღერს, ვერაფერს იტყვი.

რობოტი
0
251
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0