კონფლიქტები "ახლა, ამ მასხარას ხომ უნდა აახიო ის ჩაკაიფებული სიფათი?!" - ხათუნა ხოფერია 2022, 5 ივნისი, 21:29 ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის აკრიტიკებს და წერს: “რუსების განდევნა სევეროდონეცკიდან შესაძლებელია. ეს ამოცანა ჩვენ ძალგვიძს. მაგრამ სტრატეგიულად ქალაქი სევეროდონეცკი არ არის მნიშვნელოვანი.”- ზელენსკი ახლა, ამ მასხარას ხომ უნდა აახიო ის ჩაკაიფებული სიფათი?! რისთვის უწევდნენ მაშინ წინააღმდეგობას?! რატომ ჩაკლეს ამდენი მებრძოლი ამ ქალაქის დაცვისთვის?!.. რატომ თავიდანვე არ დატოვეს პოზიციები?!... უამრავი რამ წამიკითხავს ომზე. ჩვენც გვიომია, მაგრამ ისეთი არაჰუმამირი, არაადამიანური განცხადება, როგორიცაა- ვიომებთ უკანასკნელ უკრაინელამდე- არ გამიგია! უკანასკნელ მებრძოლამდე, უკანასკნელ ჯარისკაცამდე გამიგია, მაგრამ უკრაინელამდე?!.. არა... ანუ, ბოლო ბავშვამდე, ბოლო ადამიანამდე... ვინ მისცა უფლება ამ კაცისპროვოკაციას ადამიამების ბედით და სიცოცხლით თამაშის?!... ეს ომი არაა! ეს არის სიკვდილის ქრონიკა კანონების გარეშე! ბაიდენმა ბრძანა- უკრაინამ მიწები უნდა გადასცეს რუსეთსო, სამშვიდობო პროცესი რომ დაიწყოსო- ესეც მეორე მარაზმატიკი! რომელმაც რუსული რუბლის კურსი 200- მდე ავარდაო, არა და, 54- ია... სამქციები დავუწესეთო და გააორმაგა რუსეთისგან მძიმე ნავთობის შესყიდვები.. და რამდენი ასეთი ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში. ნატო!.. მკვდარზე ვენოკი! ჯონსონი!.. ჩაკუკული უთაო მხედარი! სად გაქრა? ან საერთოდ რა უნდოდა?! ამბობენ, მორჩაო... ახალი ლიდერი სჭირდება ბრიტანეთსო! ვახ, კაცო, ეს ამბავი 4 თვის წინ არ იცოდნენ?! რას აგლახავეს ოლეგია პოპოვივით?! მაკრონზე, ევროპარლამენტზე, გაეროზე, G7-ზე აღარაფერს ვიტყვი. თქვენ დაასრულეთ ჩემო მეგობრებო. P. S. საოცარი განცდაა სიმშვიდე და ნდობა! ჩვენ სახელმწიფოში სიმშვიდეა, მშვიდობაა და ეს იმ ნდობის შედეგია, რომელიც ხელისუფლებამ დაიმსახურა! ჰო და, ჩვენს ერთად დგომას გაუმარჯოს! საქართველო უპირველეს ყოვლისა!" 1043 3-ს მოსწონს
|