x
image
თამილა გურაშვილი
რატომ ათავისუფლებენ ეროვნულ მუზეუმიდან ღვაწლმოსილ მუშაკებს?
image
"ეროვნული მუზეუმიდან გაათავისუფლეს ჩემი უფროსი მეგობარი, საქართველოში გამოქვაბულის მხატვრობის აღმომჩენი და მკვლევარი, მანანა გაბუნია. მისმა ექსპედიციამ 1976 წელს აღმოაჩინა თრიალეთის პეტროგლიფები.


მანანა ცოცხალი მატიანეა, საქართველოში არქეოლოგიური ძიებების და იმ მიღწევების, რომელიც ამ დარგის მრავალმა თაობამ მოგვიტანა. მან იცის და ახსოვს გამოჩენილი, ღვაწლმოსილი მეცნიერები, არქეოლოგიური პროექტების საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორია.


დღეს ქალბატონი მაია მამაცაშცილი სამსახურიდან გათავისუფლების ამბავი გავიგე. მას მე არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ ადამაიანებს, ვინც იცის ამ ადამიანის ნაამაგარი და ის ენთუზიაზმი, რომლითაც იგი ქართველ ხელოვანებს, დამწყებ და ჭარმაგ შემოქმედ ხალხს უმართავდა ხელს.


ყველა გადაცემას ვუსმენ და ვუყურებ ამ გათავისუფლებების შესახებ და გაოგნებული ვარ იმით, რომ არ არის არცერთი პრეცედენტი (თუ მეშლება, გამიხარდება!), როცა ვინმე ამ აღვირახსნილ პროცესს წინა ხელისუფლებების აღვირახსნილობასთან აკავშირებს.



მე კი ვფიქრობ, რომ დღევანდელი "რეორგანიზაციის" პრცესები პირდაპირ კავშირშია იმასთან, რაც ადრე ხდებოდა:


- როცა ახალბედა კულტმუშაკები და განათლების მუშაკები თავიანთი მასწავლებლების, წინამორბედების შეურაცხყოფის ხარჯზე დაწინაურდნენ


- როცა უნივერსიტეტის პროფესორები სააქტო დარბაზში ჩაკეტეს და ამას მშვიდად ან ტაშისკვრით შეხვდა პროფესორების და საზოგადოების ნაწილი.


- როცა სკოლებიდან, უმაღლესი სასწავლებლებიდან, მუზეუმებიდან, სამეცნიერო ინსტიტუტებიდან გამოყარეს დამსახურებული ადამიანები, ღირსების შემლახავი ბინძური მედიაკამპანიების თანხლებით.


- როცა ოპტიმიზაციის და კორუფციასთან ბრძოლის დროშით დახურეს ან "ცენტრს" შეუერთეს სამეცნიერო-კვლევითი და სამუზეუმე დაწესებულებები და მახვილით ჩაახშეს ყველანაირი რეზისტენცია.


ამ ყველაფრის ორგანიზატორები (დღემდე რეფორმატორებად რომ მოიხსენიებენ!) დღევანდელ პროცესს ისე წყევლიან/გმობენ, რომ შემთხვევითაც კი არ წამოსცდებათ მათი წვლილი ამ უსამართლობაში.

image
ფოტოზე არქეოლოგი, პროფესორი მანანა გაბუნია და მის მიერ აღმოჩენილი თრიალეთის პეტროგლიფების ფრაგმენტი. 2014 წელს ძეგლს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.


2017 წლის 17-18 ნოემბერს, ეს ძეგლი ევროპული მარშრუტის სრულუფლებიანი წევრი გახდა, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიისა და აზერბაიჯანის შემდეგ" წერს უნივერსიტეტის ლექტორი ლელა გაფრინდაშვილი


0
93
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0