საქართველო
ლევან მჭედლიძის განცხადება.
2012, 22 სექტემბერი, 10:20
"სირცხვილია, ყველაფერი მართლა უკვე ყელშია... გრცხვენოდეთ გუშინდელი და დღევანდელი დღე!!! და საერთოდ ყველაფერი!!!" - ასე გამოეხმაურა საპატიმროებში ძალადობის ამსახველ ფაქტებს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პროტესტი ასევე გამოხატეს ყოფილმა ფეხბურთელმა არჩილ არველაძემ, უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა: გიორგი ჭანტურიამ, დავით თარგამაძემ, ლადო დვალიშვილმა და მორაგბე ვიტო კოლელიშვილმა.
ძალადობის ფაქტები ასევე დაგმო საქართველოს რაგბის კავშირმა და მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა.