ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რომლებიც პოზირებენ თავიანთი ლეგენდარული კადრებით
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411322090701.jpg)
დღეს, ალბათ, პირველად დაინახავთ მათ სახეებს და გაიგებთ მათ სახელებს.
ამერიკელი ფოტოგრაფის ტიმ მანტოანის 2013-2014 წლების ფოტოპროექტი წარმოგიდგენთ ცნობილი ფოტოგრაფების პორტრეტებს მათი მსოფლიოში ცნობილი კადრებით. მისი დანიშნულება ნათელია - პატივი მიაგოს ადამიანებს, რომლებმაც ლეგენდარული კადრები გადაიღეს.
სტივ მაკკური და მისი ფოტო, ცნობილი როგორც "ავღანელი გოგონა" (1984)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411352490701.jpg)
სხვათა შორის, გოგონას შარბათ გულა ჰქვია და ახლა უკვე 50 წლისაა!
დევიდ დუბილე და მისი ბარაკუდას წრე (1987)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411381290701.jpg)
ჯეფ უაიდენერი და მისი "უცნობი მეამბოხე" (1989)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411394090701.jpg)
ეს ფოტო აკრძალულია ჩინეთში. ასევე ინფორმაცია ტიანანმენის მოედანზე მომხდარი მოვლენების შესახებ, რომელიც წინ უძღოდა ფოტოს გადაღების დღეს.
თომას დ. მანგელსენი და მისი დღის ნანადირევი (1988)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411420490701.jpg)
ჰარი ბენსონი, რომელმაც გადაიღო The Beatles-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტო სერია (1964 წ.)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411433490701.jpg)
ახლა ჰარი ბენსონი 92 წლისაა!
დუგლას კირკლენდი და ცნობილი ფოტო მისი ფოტოსესიიდან მერილინ მონროსთან (1961)
ნილ ლეიფერი და მისი ფოტო "ალი ლისტონის წინააღმდეგ" (1965)
ფოტომ დააფიქსირა ცნობილი ნოკაუტი, რომელიც მუჰამედ ალიმ მიაყენა სონი ლისტონს ბრძოლის დაწყებიდან სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ. მოწინააღმდეგის დაცემის შემდეგ ალი მასზე დაიხარა და წამოდგომისკენ მოუწოდა.
მერი ელენ მარკი და მწვრთნელის რამ პრაკაშემ სინგის ფოტო თავის სპილო შიამასთან ერთად (1990)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411492290701.jpg)
ბობ გრუენი და მისი ცნობილი ჯონ ლენონის ფოტო (1974)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411503890701.jpg)
ჯონ ლენონმა მთხოვა, მის პენტჰაუსს ვწვეოდი ნიუ-იორკის აღმოსავლეთ მხარეს, რათა გადამეღო ფოტოები მისი Walls and Bridges ალბომის გარეკანისთვის. მას შემდეგ რაც გადავიღეთ პორტრეტების სერია ალბომის ყდისთვის, გადავიღეთ კიდევ რამდენიმე არაფორმალური კადრი რეკლამისთვის. მე ვკითხე, ჯერ კიდევ ჰქონდა თუ არა ნიუ-იორკ სიტის მაისური, რომელიც მას წინა წელს ვაჩუქე. ჩაიცვა და ეს ფოტო გადავიღეთ.
ვინსენტ ლაფორე და მისი ფოტო "მე და ჩემი ადამიანი"
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411544490701.jpg)
ვინსენტ ლაფორე ამ ფოტოპროექტის ყველა კოლეგას შორის ყველაზე ახალგაზრდაა. უყვარს საგნების სიმაღლიდან გადაღება.
ჰერმან ლეონარდი და მისი ფოტო საქსოფონისტ დექსტერ გორდონისა (1948)
![ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები,
რომლებიც პოზირებენ თავიანთი
ლეგენდარული კადრებით image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202206/2022060411572590701.jpg)
ელიოტ ერვიტი და მისი ფოტო "ორი ძაღლი თავის პატრონთან ერთად" (1974)
"ფოტო, რომელიც ხელში მიჭირავს, გადაღებულია 1974 წელს, ჩემი ბინის პირდაპირ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. იმ მოვლენიდან 38 წელი გავიდა და, სამწუხაროდ, მის მონაწილეებთან კონტაქტი დავკარგე."
ფოტოსურათი შესანიშნავად უსვამს ხაზს განსხვავებას დიდ გერმანულ დოგსა და ჩიუჰაუას შორის. სხვათა შორის, ელიოტ ერვიტი ახლა 93 წლისაა.