x
image
არჩილ ვერულიძე
როგორი იყო ეგვიპტე ასი წლის წინ: 1920-იანი წლების პირველი ფერადი ფოტოები

imageყოველდღიური ცხოვრება ეგვიპტის ქუჩებში, ცოცხალ ბაზრებზე, ვაჭრებსა და უძველეს ტაძრებში, რომლებიც რამდენიმე ათასწლეულს ითვლის: აი, როგორი იყო კაირო თავისი საოცარი ატმოსფეროთი და ფერებით ერთი საუკუნის წინ.

თანამედროვე ეგვიპტის ისტორია მე-XIX საუკუნეში დაიწყო, როცა ტახტზე მუჰამედ ალი ფაშა ავიდა. მან მიაღწია დამოუკიდებლობას ოსმალეთის იმპერიისგან, შექმნა საკუთარი ჯარი და მოახდინა მთავრობის რეფორმა. ასევე სწორედ მისი და მისი მიმდევრების მმართველობის პერიოდში დაიწყეს ევროპელებმა ეგვიპტეში ჩასვლა: სწორედ მათ შეცვალეს კაიროს სახე. გარდა ამისა, ეგვიპტემ დაიპყრო მრავალი ქვეყნის მაცხოვრებლის გონება, დაიწყო ნამდვილი ეგვიპტომანია: სწორედ ამ პერიოდში დაიწყო სიძველეების აქტიური ექსპორტი ეგვიპტური ტაძრებიდან
image 1920-იანი წლებისთვის, როდესაც ეს ფოტოები გადაიღეს, ეგვიპტეში 200 000-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობდა. მათ შორის ძირითადად იყვნენ ბერძნები, ასევე იტალიელები, ფრანგები და ბრიტანელები. მათ შეცვალეს უძველესი ქალაქი, აღადგინეს რამდენიმე კვარტალი. მათ შექმნეს ცივილიზაციის კუთხეებიც: ეს იყო დიდი ტერიტორიები საცხოვრებელი კორპუსებით, რომელთაც მიეწოდებოდათ ელექტროენერგია და წყალი. მაგრამ ამავე დროს, მათ ვერ გაბედეს ძველი კაიროს მოდერნიზაცია და რადიკალურად შეცვლა, ეროვნული მემკვიდრეობას შენარჩუნება ესაჭიროებოდა. სწორედ აქტიური განვითარების ამ პერიოდში ჩავიდნენ W. Robert Moore და J. Gervais Courtellemont კაიროს გადასაღებად. ისინი იღებდნენ ფოტოებს National Geographic-ისთვის, ცდილობდნენ გადაეღოთ კაიროს ყოველდღიური ცხოვრება და ქუჩები და ეს ფოტოები ამ არაბული რესპუბლიკის დედაქალაქის პირველი ფერადი კადრებია.

ადგილობრივი ქსოვის ოსტატები ფატიმიდური ხალიფების დიდი სასახლეების ფონზე
image
საფრანგეთის საკონსულოს შესასვლელთან
image
მამაკაცი გაჰყურებს კაიროს ციტადელს
image
ბალიშებისა და საბნების გამყიდველი
image
ხილის დახლი
image
ლეღვის ხეები კაიროს პარკში
image
ქუდით მოვაჭრენი
image
მეჩეთის ხედი კაიროს ერთ-ერთ ქუჩაზე
image
სინას მთებში დამალული წმინდა ეკატერინეს მონასტერი
image
სტუდენტები ალ-ხაზარის მეჩეთის ეზოში
image
ქალი, რომელიც ყიდის ხილს ბაზარზე
image
პირამიდები - მსოფლიოს ერთადერთი გადარჩენილი საოცრება
image
ვაჭრები მაღაზიაში ხორცს ამზადებენ
image
ხალიფების დიდებული სამარხები
image
ფეხსაცმლის გამყიდველი
image
















0
95
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0