სისხლის სამართალი შანტაჟი ინტიმური კავშირის შემდეგ - დაცვის სამსახურის მაღალჩინოსანი პარტნიორი ქალების ვიდეოს იწერდა და აშანტაჟებდა 2022, 3 ივნისი, 19:47 ![]() ახალგაზრდა ქალი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, თუ როგორ აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით საკუთარი თანამშრომელი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსანი მირიან ჯავახიშვილი ახლა განსასჯელის სკამზე ზის. პროკურატურამ ის დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავა. ![]() დაზარალებული ჰყვება, რომ ბრალდებული, ამ გზით, ქალებს ფულსაც სძალავდა და მასთან ურთიერთობასაც აიძულებდა. უარის შემთხვევაში კი მიმართავდა ადევნებას და უგზავნიდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს. შედეგად, ქალმა ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო, რასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. დანაშაული ნაქირავებ ბინებსა და ნატახტარში მდებარე სასტუმროებში ხდებოდა, "კურიერმა" მოიპოვა ამ საქმის კიდევ ერთი დაზარალებულის ჩვენება. ახალგაზრდა ქალის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ ბრალდებულმა მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ჩაიწერა და შემდეგ გაასაჯაროვა კიდეც: მას ჰქონდა დისტანციური მართვის პულტისმაგვარი მოწყობილობა, რაშიც მოთავსებული იყო მცირე ზომის ე.წ. ჩიპი. თვითონ მითხრა, რომ ეს არის ვიდეოჩამწერი მოწყობილობა, რომლის საშუალებით ჩემთან ურთიერთობამდე მოახდინა სხვა ქალის პირადი ცხოვრების ჩაწერა, მასთან დაშორების შემდეგ კი აშანტაჟებდა და აშინებდა ამ ჩანაწერის გასაჯაროებით... მან ჩემი პირადი ცხოვრებაც გაასაჯაროვა დედაჩემთან, რითაც დამამცირა და შელახა ჩემი რეპუტაცია. მისგან მომდიოდა SMS შეტყობინებები, სადაც იყო მუქარა, რომ ვერასდროს სხვა პირი, სხვა მამაკაცი ვერ გამეკარებოდა“ - ნათქვამია დაკითხვის ოქმში. 1089 2-ს მოსწონს
|