x
image
ქეთეონე
პრეზიდენტის იერიში "ოცნებაზე"- რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

image

სალომე ზურაბიშვილი გამოდის განცხადებით და ამბობს, რომ მისთვის სამარცხვინოა, როდესაც ასეთი ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყანას, საქართველოს, პარტნიორი ქვეყნები აკრიტიკებენ და ახსენებს იმას, რომ ბევრი რეფორმაა საჭირო, რათა განვითარებული სასამართლო სისტემა გვქონდეს.

გთავაზობთ განცხადებას :


"ჩემი დასკვნა სასამართლოზე და შეფასება ზოგადად, არის ის, რასაც გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორები. ეს არის ჩემთვის სამარცხვინო, რომ ასეთი ისტორიის და ტრადიციის მქონე ქვეყანას სასამართლო კუთხით, ამ ქვეყანას სხვები დღეს, ჩვენი პარტნიორები უნდა გვახსენებდნენ, რომ კიდევ არის რეფორმა საჭირო, კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული სასამართლო სისტემა და ჩვენ ამ გზაზე უნდა ვიაროთ უფრო გადამწყვეტი ნაბიჯებით. ჩვენ უკვე ჩვენით უნდა მივსულიყავით იმ დონეზე, რაც არის ევროპული დონე.

საუბარი, რომ არის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენთვის, ყველასთვის.

ვინც უნდა, ისე გაიგებს. მე ვაფასებ პოლიტიკას და ვაფასებ ფაქტებს. თქვენ გინდათ, რომ ისრები ვისროლო იქით-აქეთ? ვინც მიიღებს ისარს თავის მიმართ, იმან მიიღოს. მე ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში! ყველასთვის ძალიან გასაგებია. გუშინ იყო ლუქსემბურგის პარლამენტის წინაშე გამოსული. ასევე, მგონია, ეს ჩემი შეხედულებაა, რომ 26 მაისს, დღეს, რომელიც ევროინტერგრაციის ეგიდის ქვეშ იყო ჩატარებული, პარლამენტის ფასადზე, სადაც იყო ევროპული დროშა, ქართული დროშა, შეიძლება ყოფილიყო უკრაინისა და მოლდოვას დროშა. არ აქვს მნიშვნელობა შემითავაზებია თუ არა მმართველი გუნდისთვის ეს. თუ ეს ტრიო ერთად მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით, უკრაინა არის მთავარი დღევანდელი მიზეზი რატომ არის ეს პროცესი დაჩქარებული, ალბათ ეს ჩვენ უნდა ვაღიაროთ და ვიცოდეთ, როგორ ვიყოთ მადლიერები.

სალომე პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი, თავის აზრს ამბობდეს სხვადასხვა საკითხზე და ყველა ამას უნდა შეეგუოს. მე პერსონალურად არ ვსაუბრობ არავისზე არასდროს. არ ვპასუხობ არცერთ კრიტიკას თუ შეურაცხყოფას, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ეს მქონდა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0