კიმ კარდაშიანს დედოფალ ელიზაბეტ II-ს პლატინის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უნდოდა მოხვედრა, მაგრამ უარი უთხრეს
კიმ კარდაშიანს დედოფალ ელიზაბეტ II-ს პლატინის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე უნდოდა მოხვედრა, მაგრამ სასახლის წარმომადგენლობამ მოწვევაზე უარი უთხრა.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, კიმ კარდაშიანი ღონისძიებაზე დასასწრებად თავის შეყვარებულ პიტ დევიდსონთან ერთად ლონდონში ჩაფრინდა და ბუკინგემის სასახლეს მიმართა ბილეთებისთვის, თუმცა მათ უარი უთხრეს.
“კიმს ღონისძიების დასწრებაზე უარს იშვიათად ეუბნებიან, ამიტომ ეს ფაქტი გასაკვირი იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კიმი დიდ ბრიტანეთში იშვიათად ჩადის. კიმს და პიტს ძალიან უყვაართ სამეფო ოჯახი და ამიტომაც სურდათ ღონისძიებაზე დასწრება"- განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ღონისძიებაზე, რომელიც შაბათს გაიმართება ბუკინგემის სასახლის წინ, მონაწილეობას მიიღებენ Queen, Duran Duran, Diana Ross, Hans Zimmer და სხვა მუსიკოსები. გამოცემის ცნობით, ღონისძიებაზე დევიდ ბექჰემი და მრავალი სხვა ცნობილი სახე გამოჩნდება.