x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რომ ვერ ამჟღავნებს საკუთარ ორიენტაციას იმიტომაცაა მოძალადე" - ვისზე საუბრობს თეა თუთბერიძე

image


"კმარას" ყოფილი ლიდერი, თეა თუთბერიძე პრორუსული და ჰომოფობიური პოლიტიკური პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" ერთ - ერთი დამფუძნებლის, კონსტანტინე მორგოშიას მიერ თბილისის პრაიდ - ფესტივალის წინააღმდეგ გამართულ პრესკონფერენციას სოციალურ ქსელში ეხმურება და მას "ლატენტურ გეის" უწოდებს, რომელიც მისი თქმით, სწორედ იმიტომაც არის ასეთი მოძალადე და აგრესიული რომ საკუთარ თავსა და ორიენტაციას ვერ ამჟღავნებს. შეგახსენებთ, რომ თუთბერიძის აღნიშნული კომენტარი კონსტანტინე მორგოშიას ცნობილი გეი დიზაინერის მაისურით გამოჩენას მოჰყვა:


"ლატენტური გეია და რომ ვერ ამჟღავნებს საკუთარ თავს და ორიენტაციას იმიტომაცაა მოძალადე და აგრესიული სხვა იმ სექსუალური უმცირესობების მიმართ რომლებიც მისგან განსხვავებით ამას ახერხებენ ????. თან ასეთებს სუსი და რუსული სპეცსამსახურები ამუშავებენ რადგან კომპრომატები აქვთ იმაზე რისი გამჟღავნებისაც ამას და ასეთებს ეშინიათ." - წერს თეა თუთბერიძე და "ფორმულას" მიერ გავრცელებულ "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას ცნობილი გეი დიზაინერის მაისურიან ფოტოს აზიარებს.


image


შეგახსენებთ, რომ "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერი "თბილისის პრაიდის" მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით იმუქრება და აცხადებს, რომ ისინი ამას არ დაუშვებენ:


"დაანონსეს 28 ივნისი - 2 ივლისის ღონისძიება, აქ არის ორი ღონისძიება. აქ არის ორი ღონისძიება, ერთი ქვიარ ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ვიღაცა რა ფილმს უყურებს არ მგონია, რომ ჩვენთვის საინტერესო იყოს. მეორეა არასამთავრობოებთან შეხვედრა, ეგენი ყოველდღე ხვდებიან ერთმანეთს და ისედაც სულ პრაიდები აქვთ შეხვედრის დროს.


მესამე არის ფესტივალი. ამათმა 5 ივლისიდან მოყოლებული იციან, რომ პრაიდებს ვერ ჩაატარებენ, ცუდი გამოცდილება აქვთ და მოიფიქრეს დიდ ლოკაციაზე, კერძო საკუთრებაზე, რომელიც დაახლოებით 5 ჰექტარია, ჩაატარონ ფესტივალი. თავისთავად ცხადია, ქართველი ხალხი და მათ შორის ჩვენ, როგორც ქართველი ხალხის ნაწილი და ამ ხალხის უდიდესი ნაწილის გამომხატველი პოლიტიკური ძალა ჩვენ ამას არ დავუშვებთ"- განაცხადა მორგოშიამ.


ცნობისთვის, წელს "თბილისი პრაიდის" კვირეული 28 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩატარდება, თუმცა ღირსების მარშის გამართვა არ იგეგმება.




0
851
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
851