x
image
ირინა მ.
გარანტია ათასი წელი: უძველესი მაიას ტომის სტომატოლოგიის დონით მეცნიერები გაოცებული არიან

image


ძვირფასი ქვები, რომლითაც უძველესი მაიას ტომები კბილებს იმკობდნენ, სინამდვილეში მათ კარიესისგან იცავდა. აქედან გამომდინარე, ლაპარაკია არა მხოლოდ ესთეტიკაზე, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. ამ დასკვნამდე მივიდნენ იუკატანის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსპერტები, აშშ-ის სხვა უნივერსიტეტების კოლეგებთან ერთად.


image


მექსიკისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მეცნიერთა ჯგუფმა, უძველესი მაიას ტომის კბილის ბჟენების (პლომბების) და კბილის ჰერმეტიკების ანალიზი გააკეთა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძვირფასი ქვები და ლითონები, რომლებიც კბილებში იყო ინკრუსტირებული, დამაგრებული იყო რთული სამკურნალო მინარევით და მხოლოდ აქსესუარს არ წარმოადგენდა. მაიას ტომის ინდიელები ახალგაზრდობიდანვე კბილების მოვლას დიდ ყურადღებას უთმობდნენ, კბილებს კი პროფესიონალი სტომატოლოგები მკურნალობდნენ.

არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობენ, რომ მეზოამერიკის უძველესი ხალხების ტრადიცია, შეიმკონ კბილები ძვირფასი ინკრუსტაციებით, ევროპელების ოქროს კბილების ჩასმამდე ბევრად ადრე გაჩნდა. "ჩამორჩენილი ხალხების" დამპყრობელი ესპანელი კონკისტადორები გაოცებული იყვნენ ინდიელების სტომატოლოგიის მაღალი დონით. მაიას სამარხებში ნაპოვნი ნაშთების კბილებზე ნეფრიტის, ოქროს, ფირუზის, აქატის და ჰემატიტის ჩანართებს, მეცნიერები ადრე მხოლოდ სამკაულად და რიტუალად თვლიდნენ.


image

image


მკვლევარებმა ახალი გამოკვლევისთვის აიღეს გვატემალაში, ჰონდურასში და ბელიზეში ჩატარებული მაიას კლასიკური პერიოდის (250-900 წწ.) სამი გათხრის ნიმუშები, გადმოსცემს Science Alert. ინფრაწითელი სპექტროსკოპიის, ქრომატოგრაფიის და მას-სპექტრომეტრიის ანალიზის მეთოდებით გაირკვა კბილის ჰერმეტიკების შემადგენლობა, რომლითაც მაგრდებოდა ინკრუსტაციები. კბილის ცემენტი აღმოჩნდა ძალიან გამძლე-მისი საშუალებით ქვა კბილზე ნარჩუნდებოდა ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე და სიკვდილის შემდეგაც ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში.



image

image

image


მეცნიერების მიერ იდენტიფიცირებული იქნა სამკურნალო დანიშნულების 150 მოლეკულა: ფიჭვის კუპრი ანტიბაქტერიული ეფექტით, ანთების საწინააღმდეგო თვისებების პიტნის ოჯახობის ეთერზეთები და ანტიბაქტერიული შენაერთი სკლარეოლიდი. შენაერთების შემადგენლობა ოდნავ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ადგილმდებარეობის მიხედვით, სადაც კბილი იქნა ნაპოვნი, თუმცა ყველა ინგრედიენტი ხელს უშლიდა კარიესის განვითარებას, შეეძლო ინფექციის შეჩერება და ამცირებდა ანთებას პირის ღრუში. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ კბილის გაბურღვა (ქვის მოსარგებად) შესრულებულია ძალიან პროფესიონალურად და არ შეხებია არც ნერვს, არც სისხლძარღვს. ასეთი კბილები ნაპოვნია ქალების და მამაკაცების, მდიდრების და ღარიბების სამარხებში. გავრცელების მასშტაბი მიუთითებს, რომ ადამიანები ძვირფასი ბჟენებით უმრავლეს შემთხვევაში ელიტას არ მიეკუთვნებოდნენ.


image








ასევე გაეცანით სხვა სტატიებს:





სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ

image


როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე

image


ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო)

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


ტატუს ოსტატმა გარეგნობა შეგნებულად შეიცვალა (+ვიდეო)

image


შოკისმომგვრელი სხეულის მოდიფიკაციები-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლა

image


ნახევარი საუკუნის წინ მუმიებთან გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, ასეირნებდნენ და მათთან ერთად "ჩაის სვავდნენ"


image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image






0
2423
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
2423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0