x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როტარუმ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და ყველასგან მოულოდნელად პუგაჩოვას მხარი დაუჭირა
imageუკრაინელმა პოპ- მომღერალი სოფია როტარუმ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, მხარი დაუჭირა თავის „მუდმივ მეტოქეს“ ალა პუგაჩოვას, რომლის მიმართაც გარკვეული ადამიანები სიძულვილს ანთხევენ რუსეთის ფედერაციის დატოვებისა და ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.


მოლდავური წარმოშობის უკრაინელმა მომღერალმა პუგაჩოვას პოსტს დაუწერა "მოწონება" და კრიტიკოსებს უპასუხა.

image პუგაჩოვა პოსტში, რომელიც როტარუს მოეწონა, მიმართავს მოძულეებს, რომლებიც აკრიტიკებენ მის ოჯახს ომის საწინააღმდეგო პოზიციის გამო.


"რაც უფრო და­ბა­ლია ინ­ტე­ლექ­ტი, მით უფრო ხმა­მა­ღა­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა, იცხოვრე მშვიდად, ქვეყანავ!"-ასეთი კომანტარი დაწერა პრიმადონამ.

პუგაჩოვას მხარი დაუჭირა მუსიკოსმა და კომპოზიტორმა იგორ ნიკოლაევმა, ასევე მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ, რომელმაც რუსეთი დატოვა.



მაგრამ გულშემატკივრები გაოცებულნი დარჩნენ იმით, რომ მომღერლებმა, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში თითქმის მოსისხლე მტრებად ითვლებოდნენ, მოულოდნელად გამონახეს საერთო ენა ასეთ დელიკატურ საკითხზე.


ის, რომ უკრაინელმა პოპ-დივამ რუსეთთან მიმართებაში ასეთი „არაპატრიოტული“ პოსტი მოიწონა, შეიძლება ნიშნავს, რომ მისი პრო-უკრაინული პოზიცია ომის დაწყებიდან თითქმის 4 თვის განმავლობაში არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ომის დაწყების შემდეგ მას არ უსაუბრია საჯაროდ უკრაინელების გენოციდის შესახებ.


თუმცა ცნობილია, რომ როტარუს შვილიშვილმა სონია ევდოკიმენკომ მოუწოდა საზოგადოებას დაეხმარონ და შეიფარონ უკრაინელი მიგრანტები საზღვარგარეთ და იქვე უკრაინაში.

image

აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სონია ევდოკიმენკოს მამა ძმასთან ერთად ცდილობდა გაქცევას უკრაინიდან, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან ისინი დააკავეს უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე, ქალაქ ქ. მოგილევში

0
506
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
506
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0