x
image
ქეთეონე
"ნიკა გვარამია რუსულ ნარატივს ატარებდა " - რას ამბობს მეუფე იაკობი

image

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი იაკობი ავრცელებს განცხადებას, რომ "მთავარი არხი" კრიტიკული მედია არ არის და კონკრეტულად ნიკა გვარამიაზე არ აქვს "მაღალი" წარმოდგენა. იგი ნიკა გვარამიაზე ამბობს, რომ "რუსულ ნარატივს ატარებს".

"კრიტიკული არ იყო მაგი ტელევიზია რა, ტელევიზია იყო პარტიული რუპორი, სხვა არაფერი, რომელიც სახელმწიფო აღმშენებლობას, მე რასაც ვუყურებ, ხელს უშლიდა. თქვენ ხომ კრიტიკულს უძახით? მე რასაც ვუყურებდი, რუსულ ნარატივს ატარებდა სულ მაგ ტელევიზია, თვითონ მაგ ბიჭი. [...] ნიკა გვარამიაზე არ ვარ მე მაღალი წარმოდგენის. მე მაგი მეგონა, ყოველთვის ვაფიქსირებდი ყველგან, რომ რუსულ საქმეს უფრო აკეთებდა, ვიდრე იმას... მე ნაციონალებზე არ ვიძახი. ხალხი არ აღიქვამს მაგას პოლიტიკურ პატიმრად, ფიქრობენ, რომ დროებით მაგისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც, თუ დაისვენებს და ისე აღარ გველაპარაკება... სად ჰქონდა იმდენი ჭკუა, რასაც გველაპარაკებოდა", - თქვა მეუფე იაკობმა.
0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0