სხვა 7 გიგანტური ცხოველი, რომლის არსებობა რთული დასაჯერებელია 2022, 14 ივნისი, 9:07 გოლიათი ბაყაყი (ლათ. Rana goliath) ტყუილად კი არ დაარქვეს ასეთი სახელი – ეს ბაყაყი ნამდვილად რომ ძალიან დიდია! ბაყაყი–გოლიათი — მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაყაყია. მისი სხეულის სიგრძე, შეიძლება, 32 სანტიმეტრს აღწევდეს, ხოლო წონა — 3 კგ. და მეტიც იყოს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ სახეობის ბაყაყის ზომის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თავკომბალების პერიოდში, ისინი არაფრით განსხვავდებიან სხვა სახეობის ბაყაყების თავკომბალებისგან. მაგრამ, როდესაც ზრდა იწყებენ… პატარა ბაყაყები თანდათანობით სულ უფრო და უფრო დიდები ხდებიან. ხოლო, ზრდასრულობას რომ აღწევენ, ხვდებით რომ ბაყაყს ხედავთ, რომელიც სახლის კატის ხელაა. სამწუხაროდ, ბაყაყი–გოლიათები გადაშენების პირას არიან, რადგან გემრიელი ხორცი აქვთ და ახლო მომავალში, მათი ბუნებაში ნახვა უკვე შეუძლებელი იქნება. ტყავიანი კუ (ლათ. Dermochelys coriacea) ტყავიანი კუ — ყველაზე დიდი არის კუს სახეობებს შორის. დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდი კუს სხეულის სიგრძე 2, 6 მ–ია, ხოლო მასა – 916 კგ. (სხვა მონაცემით, მისი სხეულის სიგრძე 2, 5 მ. იყო, ხოლო მასა, — 600 კგ.). ტყავიანი კუ კვერცხს 1–3 წელიწადში ერთხელ დებს. გამრავლების სეზონზე, შესაძლებელია კვერცხი, 10 დღიანი შუალედებით, 4–დან – 7–ჯერ დადოს და თითო ჯერზე, 100–ცალი. კვერცხის დასადებად, წყლიდან სანაპიროზე მხოლოდ ღამე ამოდის და ღრმა ჭებს თხრის, რომლის სიღრმე 100—120 სმ–ს აღწევს. იაპონური კიბო–ობობა (ლათ. Macrocheira kaempferi) სახელმა შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს — რა არის ეს კიბო, თუ ობობა? თუ ეს ორივეს საშინელი ჰიბრიდია!? სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია: იაპონური კიბო–ობობა — კიბოსებრთა სახეობას ეკუთვნის, რომელიც იაპონიის სანაპირო წყლებში, წყნარ ოკეანეში ბინადრობს. ხოლო ობობას, მას გარეგნული მსგავსების გამო ეძახიან. კიბოს ამ სახეობას ეკლიან წანაზარდებიანი, მრგვალი სხეული და წვრილი და გრძელი ფეხები აქვს, რომლის სიგრძე, შეიძლება, 3, 5 მეტრსაც აღწევდეს! ის მართლაც რომ საოცარი არსებაა და ზომებიც შთამბეჭდავი აქვს: კიბომ სიგანეში, შეიძლება, 4, 5 მ–ს მიაღწიოს, ხოლო მასა, დაახლოებით, 20 კგ. იყოს. გრძელი ავსტრალიური მიწის ჭიაყელა (ლათ. Megascolides australis) ოდესმე თუ გინახავს ჭიაყელა, რომელიც ზომით გველის ხელაა? როგორც ცნობილია, ავსტრალიაში ბევრი ისეთი ცხოველი ბინადრობს, სხვა კონტინენტებზე რომ არ მოიძებნება. ეს, რა თქმა უნდა, მისი იზოლირებით და გეოგრაფიული მდებარეობით არის გამოწვეული. ფაუნის, ჩვენთვის უცხო და უცნაური სახეობის ერთ–ერთი ასეთი წარმომადგენელი — გრძელი ავსტრალიური მიწის ჭიაყელაა. ასეთი ჭიაყელების საშუალო სიგრძე 1 მეტრს აღწევს, ხოლო დიამეტრი — 2 სმ–ს შეადგენს, წონა — 200 გრამია და რაც უფრო მეტად საოცარია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, თუ ბუნებამაც ხელი შეუწყო, 5 წელია. ზრდასრული ჭიაყელას სიგრძე 3 მეტრს აღწევს და გველების უმრავლესობაზე დიდია. სიგრძის შესაბამისად, ასეთი ჭიაყელა, შეიძლება, 1 კგ–მდე იწონიდეს. ჭიაყელები უპირატესად მიწისქვეშ ბინადრობენ და ზემოთ იშვიათად ამოდიან. ხოლო, თუ ამოვლენ და ადამიანს გადაეყრებიან, მაშინვე დამალვას ცდილობენ. გიგანტური სკაროსი (ლათ. Himantura Polylepis) 2015 წ. მეცნიერებმა რომლებიც ტაილანდში, მდ. მეკონგზე მუშაობდნენ, წარმოუდგენელი შოკი განიცადეს: მათ მეტად უჩვეულო რამ — უზარმაზარი სკაროსი აღმოაჩინეს. მაშინვე გასაგები იყო, რომ მას ყველაზე დიდი მტკნარი თევზის რეკორდსმენის სტატუსის მიღების შანსი ჰქონდა, რადგან სიგანე 2, 4 მ–ს შეადგენდა, ხოლო სიგრძეში — 4, 3 მ. იყო. ხარი, მეტსახელად, ტრიგერი (Trigger) შემდეგი, ამ სიაში — ბრიტანეთის ჩვეულებრივი ფერმის ბინადარია, რომელმაც ზრდაში თავის "თანამოძმეებს" გადაასწრო. როგორც პატრონი ამბობს, ის ძალიან სუსტი დაიბადა და სულს ღაფავდა. მაგრამ, ფერმერმა მას შანსი მისცა და... ხბო გამოჯანმრთელდა. შემდეგ კი წონაშიც მოიმატა და ფანტასტიკურ ცხოველად ჩამოყალიბდა. 7 წლის ასაკისთვის, მისი სიმაღლე 195 სმ. იყო! თუმცა, ის ზრდას აგრძელებდა! რეკორდულმა ზომამ, მისი სიცოცხლეც გაახანგრძლივა — მან ნახირის სხვა ხარების ბედი არ გაიზიარა და ჰამბურგერების ინგრედიენტად არ იქცა. ასე, რომ, სხვებისგან გამორჩეული ცხოველი მშვიდად და უდარდელად აგრძელებს ცხოვრებას. გიგანტური ღორი ჩრდ. ჩინეთში, ერთ–ერთ ფერმერს ღორები ჰყავს, რომელიც სიდიდით და მასით, თეთრ დათვსაც კი აღემატება. ფერმერს ასეთი ჯიშის ღორები სპეციალურად გამოჰყავს. წარმოდგენაც კი ძნელია, რამხელა შეიძლება იყოს ღორი, თუ გოჭი 750 კგ–ს იწონის? ასეთი ღორების მოშენება, ჩინეთში ხორცის დეფიციტის გამო დაიწყეს. არხის სხვა სიახლეები:* ბავშვს უყიდა, მაგრამ თვითონ გააფერადა...* მამაკაცმა საკუთარი სარდაფის კედელი დაანგრია და უძველესი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა* ნაცისტების ყველაზე შემზარავი 5 დანაშაული* "ახალი ადამიანები" – ტრანსგენდერები "გარდასახვამდე" და მას შემდეგ* მსოფლიო სილამაზე და საოცრებები, რომლის ნახვა ნამდვილად ღირს* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა1260 4-ს მოსწონს
|