ლაშა მესხი დააკავეს.
დღევანდელი აქციის დროს დაკავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს, ლაშა მესხიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 40-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა .
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სასამართლოში ამ დროისთვის კიდევ სამი პირი პროცესი იმართება.
სასამართლოსთან შეკრებილი არიან "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციამ მესხია ლესელიძის ქუჩაზე მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ის "ქართული ოცნების" მაისურით იყო.
შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, დღევანდელი აქციის მიმდინარეობისას ოთხი პირი დააკავეს. მათ ბრალად ედებათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლაშა ზურაბის ძე მესხია და დავით გიორგის ძე ფაცაცია, რომლებიც BMW-ს მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, საპატრულო პოლიციამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავებს.
ანალოგიური ბრალდებით არიან დაკავებულები შოთა გელას ძე ბაზერაშვილი და კონსტანტინე ზურაბის ძე ლაბარტყავა. ისინი Chevrolet-ის მარკის ავტომანქანით წურწუმიას ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როცა საპატრულო პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.