ქალი და მამაკაცი "ამ არაკაცმა ცოდვად ჩათვალა პატარას სქესი-მდედრობითი" - რა ისტორიას აზიარებს კონსტანტინე ზარნაძე 2022, 31 მაისი, 19:05
გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე საკმაოდ სევდიან ისტორიას აზიარებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ "ასეთი არსებები უნდა დაიგმოს საზოგადოების მხრიდან".
"როგორც მოგეხსენებათ, ჩემთან ყოველ შეხვედრაზე ათეულობით ადამიანი მოდის და საკუთარ გასაჭირს მიზიარებს, ერთ-ერთი მათგანის ისტორია ჩემთვის ძალიან რთულად გასაგები, დამაფიქრებელი და სულისშემძვრელი აღმოჩნდა: ახალგაზრდა ქალი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც მან იმშობიარა - სამყაროს უცოდველი პატარა მოუვლინა, მაგრამ მამამისმა ცოდვად ჩათვალა ამ პატარას სქესი - მდედრობითი. შემაძრწუნა ფაქტმა, რომ ამ საუკუნეში კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შვილზე თქვან უარი. უკაცრავად, მომიტევეთ, ამ არსებას არც ადამიანი და არც კაცი არ უნდა ეწოდოს. იგი უნდა იყოს დაიგმოს საზოგადოების მხრიდან. ამ არაკაცმა ცოლ-შვილი მარტო დატოვა გაუსაძლის მდგომარეობაში. ახალგაზრდა ქალი მშობლებმა აღარ მიიღეს და რვა თვის შვილით ღია ცის ქვეშ - თავშესაფრის გარეშე დარჩა. ჩვენი ძალისხმევით, მოქალაქესთან სოც.მუშაკი და ფსიქოლოგი ყოველდღიურად იმუშავებს. გარდა ამისა, შესაბამისი სამსახური უმოკლეს დროში თავშესაფრით დააკმაყოფილებს. მაგრამ, ეს გამოსავალი არაა. გამოსავალი თითოეული ასეთი ადამიანის ქმედების დაგმობაა და განწყობების შეცვლა, შეცვლა იმ არასწორი წარმოდგენების, რაც სამწუხაროდ, ქვეყანაში ისევ არსებობს", - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი. 497 3-ს მოსწონს 1-ს არა
|