x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"ბებერი ევროპა" 100 დღიანი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ისევ პასიურობს და იმდენს ვერ ხვდება ომი კარზე რომ მისდგომია
image

მონოტონურ ცხოვრებას მიჩვეულმა "ბებერმა ევროპამ" ისეც ჩეულ ხერხს მიმართა, აღშფოთება-შეშფოთბიდან აქტიურ ფაზაში გადასვლის მერე ისევ ზამთრის დათვივით "პასიურ" რეჟიმზე ანუ ძილის რეჟიმზე გადადის რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოკლებით.


უკრაინაში რუსული აგრესიის 100 დღის შემდეგ რუსული რუბლის კურსმა გამყარება დაიწყო, რაც განპირობებულია სანქციებით რუსეთის "მომხრჩობი" სალტეების მოშებით, რუსეთი ისევ ყიდის აირს და ნავთობს საკმაოდ დიდი რაოდენობით ევროპელებზე, თან რუსულ რუბლზე რამაც რუსული ეკონომიკა ასე ვთქვათ "ფერზე მოიყვანა".


გერმანიამ, როგორც ყოველთვის "ვერაფერს ვხედავ და არაფერი მესმის" კურსი აირჩია რუსეთთან მიმართებაში, საფრანგეთიც როგორც ყოველთვის ორმაგ თამაშს თამაშობს, აქტიურობით ისევ დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი აქტიურობს.



დონბასის სრული ოკუპაცია იქნება არა უკრაინის და უკრაინელი ერის დამარცხება რუს ოკუპანტებთან, არამედ ეს იქნება ევროპის სრული კრახი და ფიასკო, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება და ევროპა იწვნევს თავისი შეცდომის შედეგებს.


თუ ამერიკის შეერთებულმა შტატებს ერთ დღეს მობეზრდება უნიათო ევროპის მუდმივად "ამოთრევა" და ბაზებს გაიყვანს ევროპიდან, არა მგონია ტოლერანტობის სახელით "კურტუმოს მოთამაშე" ევროპამ შესძლოს ფინეთის, ბალტიისპირეთის და საკუთარი თავის დაცვა თუ რუსეთი "ვარშავის პაქტის" ყოფილ წევრებზე აგრესიას განახორციელებს.


თავის დროზე ევროპა რომ დახმარებოდა ბიზანტიას დღეს ჩვენი მეზობელი თურქეთი კი არა ქრისტიანული სახელმწიფო იქნებოდა დედაქალაქით კონსტანტინოპოლში.


ევროპა დიდი ხანია ცხოვრობს პრინციპით-"სხვისი ჭირი ღობის ჩხირი".
პოლონელებს კარგად ახსოვთ რუსული დაუნდობლობა და ამიტომ აქტიურობენ უკრაინის დახმარების საქმეში, რადგან მშვენივრად იციან უკრაინის დამარცხება პოლონეთის დამარცხების წინაპირობა იქნება და იმისათვის, რომ ომის ხანძარი პოლონეთში არ გადავიდეს ყველანაირად ეხმარება უკრაინას.


ბრიტანეთს პრემიერად მუდამ ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეები ყავდა და დღესაც ასეა, ბორის ჯონსონი რეალურად აღიქვამს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და "ნატო"-ს სანაცვლოდ ახალ ალიანსს სთავაზობს ევროპას, სადაც არ იქნება სავალდებულო ახალი წევრის მისაღებად კონსესუსი.


ცალკე თემაა ევროპული მიდგომა, თუ თავს გესხმიან თავი დაიცავი, მაგრამ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში შენ ხდები აგრესორი და გიწყვეტენ დახმარებას.


სწორედ ამ მიდგომითაა დღეს უკრაინა შებოჭილი, თორემ მის მის არსენალში არსებული ტაქტიკური რაკეტები "Точка" თავისუფლად მიწვდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე და ბელორუსის ტერიტორიაზე სანხედრო ბაზებს, უკრაინას სრული უფლება აქვს იერიში მიიტანოს ბელორუსის სამხედრო ბაზებზე, რადგან ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით შეედინება სამხედრო ტექნიკა და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ვის ეკუთვნის ის.


ასევე ფაქტია, ბოლო პერიოდში ჩამოგდებულ რუსულ ავიაციას მართავდნენ ბელორუსის თადარიგის ოფიცრები.


დაქირავებული მებრძოლს არ იცავს კონვენცია ტყვეების შესახებ, შესაბამისად ნებისმიერ კატაპულტირებულ ბელორუს მფრინავს სამხედრო მდგომარეობის შესაბამისად ადგილზევე დავხვრეტდი.


დროა "ბებერმა ევროპამ" დღეს გამოიღვიძოს "საღათას ძილიდან", თორემ ხვალ უკვე გვიანი იქნება.


კიდევ ერთი, უნგრეთი ისე "ჩაუდეს" "ნატოს"- ვერცერთ პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებდა, ახლა კი ალიანსის ეს წევრი ქვეყანა ღია პრორუსულ პოლიტიკას ატარებს.


ჩვენმა პატარა ქვეყანამ ასჯერ მეტი გააკეთა "ნატო"-ს ალიანსისათვის ვიდრე უნგრეთმა და ჩვენ ისეც "ღია კარის" წინ გვიწევს ლოდინი, ლოდინი რომელსაც უნიათო ევროპელების გამოისობით ბოლო არ უჩანს, აქედან გამომდინარე საქართველო აუცილელად უნდა გამოეხმაუროს ოფიციალური განცხადებით ახალი ალიანსის შექმნის იდეას და ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს აშშ-ს სახით დროა შევთავაზოთ თუნდაც ერთი სამხედრო ბაზა ამერიკული ნებისმიერი მიმართულების სამხედრო დანაყოფის ბაზირებისათვის, რაც ჩვენს უსაფრთხოებას გაამყარებდა.


რუსეთმა იზრუნა თავის დროზე და ოკუპირებულ აფხაზეთის ბალანსზე დასვა საბჭოთა წარმოების ტაქტიკური რაკეტები "Точка", ცხადია აფხაზები ვერ შესძლებენ ამ რაკეტის მომსახურებას, მაგრამ საჭიროება რომ დადგეს გვეესვრის რუსეთი და გასროლას საკუთარ თავზე აიღებს აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო.



0
82
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
82