x
image
მანანა თურმანიძე
ილონ მასკი ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის პროცესთან დაკავშირებით დუმილს არღვევს

image

მრავალი კვირის განმავლობაში, სასამართლო პროცესი ორ კინოვარსკვლავს შორის იპყრობდა ფართო საზოგადოებას და იწვევდა საკმაოდ ბობოქარ და მგზნებარე რეაქციას სოციალურ მედიაში, ერთის ან მეორის სასარგებლოდ.


ახლა ის უკვე დასასრულს უახლოვდება.


image



ალბათ უნდა გვჯეროდეს, რომ ილონ მასკი, ტესლა-ს (TSLA) აღმასრულებელი დირექტორი, ერთ-ერთი მათგანია, ვინც უსმენდა ამ სასამართლო პროცესის ხშირად მტკივნეული ჩვენებებს. მილიარდერმა, რომელიც ერთ-ერთი პოტენციური მოწმეა, ამ საქმეზე თავისი მოსაზრება ახლახან გამოთქვა.


ტექნიკური მაგნატი ჰერდს ჯონი დეპთან დაშორების შემდეგ მცირე ხნით ხვდებოდა. მან ჰერდის სახელით შესწირა მინიმუმ $500, 000 ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირს (ACLU), არაკომერციული ორგანიზაციის გენერალური მრჩევლისა და მთავარი ოპერაციული დირექტორის, ტერენს დოჰერტის ჩვენების მიხედვით.


გასულ თვეში, დოჰერტიმ თქვა, წინასწარ ჩაწერილ დეპოზიტში, რომელიც დეპის ცილისწამების სასამართლო პროცესზე ითამაშა ჰერდის წინააღმდეგ, რომ ACLU-მ მიიღო $500, 000 დონორთა რჩეული ფონდიდან Vanguard-ში.


მან დაამატა, რომ თვლის, რომ ფული მოდიოდა მასკის მიერ შექმნილი ფონდიდან, რომელმაც 2016 წელს ACLU-ს აღმასრულებელ დირექტორს ენტონი რომეროს გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით.


"თავიანთ საუკეთესო გამოვლინებაში, თითოეული მათგანი წარმოუდგენელია"

ჰერდმა პირობა დადო 2016 წელს, რომ რომ დეპთან განქორწინების შემდეგ, მთლიან თანხას გადასცემდა ორ ორგანიზაციას: ACLU და ლოს-ანჯელესის ბავშვთა საავადმყოფოს.


სასამართლო პროცესის პირველი ექვსი კვირის შემდეგ მასკმა საბოლოოდ დაარღვია დუმილი 27 მაისს. ყველაფერი დაიწყო პოდკასტერ ლექს ფრიდმანის ტვიტით, რომელიც თითქოს ამბერ ჰერდის კრიტიკას წარმოადგენდა.


"ჩემი რჩევები ჯონი დეპის წინააღმდეგ ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესიდან:


  • დიდება ჯოჯოხეთური ნარკოტიკია (ზოგისთვის).

  • ფსიქიატრებსა და იურისტებს აქვთ მკვეთრად განსხვავებული უნარები.

  • ადამიანებს შეუძლიათ მილიონობით ადამიანის მოტყუება.

დეპმა წააგო ცილისწამების სარჩელი ... ინგლისში.

დეპი თავის ყოფილ მეუღლეს ადანაშაულებს, რომ მიაყენა რეპუტაციული ზიანი 2018 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიით, სადაც იგი აცხადებდა, რომ გახდა "საზოგადოებრივი ფიგურა, რომელიც წარმოადგენს ოჯახში ძალადობას", ისე, რომ ჯონი დეპის სახელი არც კი დაუსახელებია.


„ორი წლის წინ გავხდი საჯარო ფიგურა, რომელიც წარმოადგენს ოჯახში ძალადობას და ვიგრძენი ჩვენი კულტურის მთელი რისხვა ქალების მიმართ, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ (ძალადობაზე)“, - წერს ჰერდი.


დეპმა ცილისწამებისთვის საჩივრის შეტანა გადაწყვიტა და 50 მილიონი დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. ამის საპასუხოდ, ემბერ ჰერდმა ასევე შეიტანა სარჩელი და ორმაგი მოითხოვა, დაადანაშაულა რა ყოფილი ქმარი მისი „კარიერის გაფუჭების მცდელობაში“.


დეპის ადვოკატები ამბობენ, რომ მან ასევე დაკარგა თითქმის 40 მილიონი დოლარი, ოჯახში ძალადობის ბრალდების შემდეგ. ჰერდმა უარყო დეპის ცილისწამების ბრალდებები, მაგრამ თქვა, რომ ქმარი მას ფიზიკურად უსწორდებოდა, ქორწინებამდე და ქორწინების დროს.


ემბერ ჰერდისა და ჯონი დეპის ადვოკატებმა თავიანთი დასკვნები 27 მაისს წარმოადგინეს. ეს იყო მათი ბოლო შანსი, დაერწმუნებინათ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელმაც გამოავლინა ორი მსახიობის ურთიერთობის ყველაზე სკანდალური დეტალები.


ექვსკვირიანი დებატებისა და ათობით საათიანი ჩვენების კულმინაცია დადგა. შვიდი ნაფიცი მსაჯული შევიდა განსახილველად, მაგრამ გადაწყვეტილება 27 მაისს ვერ მიიღეს. ისინი სამშაბათს დაბრუნდებიან, რადგან ორშაბათი უქმე დღეა (ხსოვნის დღე აშშ-ში).


საქმემ სოციალური ქსელებიც დაიპყრო. Twitter-ისა და TikTok-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს დეპს და დასცინოდნენ ამბერ ჰერდის გამოსვლას. ამ ორ სოციალურ ქსელში ჰეშტეგი „#JusticeForJohnny“ ((სამართალი ჯონისთვის) ბევრად აღემატებოდა ჰეშთეგს „'#ImWithAmberHeard“ (მე ამბერ ჰერდს ვუჭერ მხარს).


უკვე 2016 წელს, ჰერდი სოციალურ მედიაში განიხილებოდა, როგორც "მატყუარა", "მანიპულატორი" ან "დემონი", როდესაც მან განქორწინება მოითხოვა.


დეპმა წააგო მორიგი ცილისწამების სასამართლო პროცესი ინგლისში 2020 წელს გაზეთ The Sun-ის წინააღმდეგ, რომელმაც მას "ამბერ ჰერდის მოძალადე ქმარი" უწოდა.

წყარო: TheStreet.com

6
643
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
643
  
2022, 5 ივნისი, 5:03
კიდევ გიმეორებთ, ალბათ გამოგეპარათ, ეს სტატია თარგმანია, მასში ჩემი მოსაზრებები არ შეიძლება იყოს, იმდენად, რამდენადაც თარგმანია! :)
სულ ახლახან,მორიგი ცუდი ფაქტი მოხდა პარიზში ჩემპიონთა თასის ფინალზე,სადაც ლივერპულის ქომაგები უმიზეზოდ დაარბიეს ფრანგმა პოლიციელებმა. თქვენ თქვით,რომ გაინტერესებთ ქალების,ბავშვების ყოფა,ხოდა ძალიან კარგი ქეისია,რაზეც მუშაობა შეიძლება. წიწაკის სფრეი ასხეს თვალებში ქალებს,ბავშვებს და მოხუცებს,თან მხოლოდ ინგლისელ გულშემატკივრებს. როგორც ყოველთვის ქართული პრესა ამას არ აშუქებს,რადგან "მხოლოდ საქართველოში" ხდებას ვეღარ მიაწვებიან. აქაც იგივე მოხდა,ყველანაირი გამოძიების გარეშე დადანაშაულეს ლივერპული ქომაგები,თურმე მათ ქონიათ 40000 ყალბი ბილეთი,რაც არარეალურია და ეს ესეც რომ იყოს,კადრში ჩანს გოგონა(არასრულწლოვანი სავარაუდოდ),ვინც ბილეთს აჩვენებს მხოლოდ დაცვას და ეს მცველი პირდაპირ ასხავს თვალებში ამ სფრეის. იქვე,ლივერპულის ერთერთმა ფეხბურთელმა თქვა,რომ მისი მიცემული ბილეთებით ვერ შევიდნენ მისი ოჯახის წევრები და ეს ბილეთები ლივერპულის გავლით იქნა შეძენილი. ეს არის ის ქეისი,რაც თქვენაირი სურვილის მქონე ადამიანს უნდა აინტერესებდეს. ყველაფერია აქ ადამიანებზე ძალადობა,რასიზმი და ორგანიზაციის წინააღმდეგ შეთქმულება. კი,ეს არის ლივერპულის წინააღმდეგ მორიგი კამპანია,რადგან მათმა ფანებმა დაუსტვინეს ჰიმნს,რომელიც დედოფალს ეძღვნებოდა,ხოლო ლივერპულის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის ეთნიკური ირლანდილები.ეხლა რა ვითარება არის გეტყვით,უეფაში მოთხოვნის წერილი გაიგზავნა დამოუკიდებელი და მოუკერძოებელი გამოძიების ცატარების მოთხოვნით,ხოლო ფანებს მოუწოდეს უკუკავშირის ფორმების შევსება და დოკუმენტების მიწოდება. არავის სჯერა,რომ უეფა დამოუკიდებლად გამოიძიებს,ხოდა სარჩელს ამზადებს ლივერპული და უეფას პასუხისთანავე შეიტანენ სასამართლოში. უბრალოდ,არსებობს პროცედურები,რაც დასაცავია და იცავენ.
მკითხეთ და გიპასუხებთ,ჩემი კომენტარი შეეხებოდა "დეპმა წააგო მორიგი ცილისწამების სასამართლო პროცესი ინგლისში 2020 წელს გაზეთ The S*n-ის წინააღმდეგ, რომელმაც მას "ამბერ ჰერდის მოძალადე ქმარი" უწოდა." ამ ყველაფერს და ამაზე დავწერე. ამ ბინძურ გამომცემლობას არანაირი მტკიცებულება არ ქონდა იმის,რომ დეპი მოძალადეა,რადგან სასამართლო განაჩენი არ არსებობს ჯერ. იქვე მოვიყვანე მაგალითი ისტორიიდან,სადაც იგივეს აკეთებს ეს გამომცემლობა,ყველანაირი მტკიცებულების გარეშე ბრალს დებს ადამიანებს,ხოლო ეს ადამიანები სასამართლოს გადაყვეტილებით მართლები გამოდიან მომავალში. უფლებები გაინტერესებთ და ალბათ,რაღაც წარმოდგენა გაქვთ კანონებზე,ხოდა არ შეიძლება ადამიანს ცილი დასწამო მტკიცებულების გარეშე. ცუდი გამომცემლობა არის,სადაც დაკვეთით იბეჭდება სტატიები და ყველანაირი მტკიცებულების გარეშე აქვეყნებენ. ეს არის დამტკიცებული ფაქტი,ამიტომ არის ცუდი ასეთი გამომცემლობის პოპულარიზაცია. დღეს თქვენს მოსაწონს წერს,მაგრამ ხვალ არავინ იცის რა იქნება.

ერთ ესეთ ფაქტს გავიხსენებ,ლივერპულის ეხლანდელი მწვრთნელი კლოპი როცა მივიდა კლუბში,პირველ გასვლით თამაშზე ამ გამომცემლობიდან დაუსვა კითხვა ჟურნალისტმა,რაზეც უპასუხა,რომ პასუხს არ გასცემდა კითხვას და პირიქით,ბოდიშის მოხდას ელოდებოდა. რა თქმა უნდა ბოდიში არ მოიხადა და დატოვა პრესკომფერენცია მწვრთნელმა. ნებისმიერ ტურნირზე და ლოკაციაზე,სადაც ეს მწვრთნელი მიდის,იქ აკრედიტაცია არ უკეთდება ამ გამომცემლობას. ეს მწვრთნელი არის გერმანელი და მანაც კი იცის ეს ამბავი.
არც მიხსენებია ჰერდი და არც მისი კონფლიქტი დეპთან,სასამართლო გადაწყვეტილება არ ყოფილა და შესაბამისად,ადამიანი უდანაშაულოა მანამ სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება. რა ჩემი საქმეა,ჰერდის და დეპის დავა. საკმაოდ კვალიფიციური სასამართლო განიხილავს ამ საკითხს და დადგება განაჩენი. მეტი საქმე არ მაქვს,რომ მხარე ავირჩიო ოჯახურ კონფლიქტში და ორი ადამიანიდან რომელიმეს მივემხრო,როცა არც დეტალები ვიცი და არც ახლო ურთიერთობა მაქვს რომელიმესთან :) მით უფრო სქესის გამო დეპის მხარე დავიჭირო,ეს არის ჩემთვის მოიღებელი და მოძალადე უნდა დაისაჯოს,ვინც არ უნდა იყოს ის. ბევრჯერ მითქვამს,რომ არ არსებობს მსგავსი რამ ბუნებაში და ნუ ცდილობთ ხელოვნურად რაღაცის შექმნას.არანარი ქალის ან ბავშვის უფლებები არ არსეობობს,არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები. მე ვთვლი და მჯერა,რომ ქალიც და ბავშვიც ადამიანია. განკერძოება და ყველა ჯგუფისთვის ცალკე უფლებები გამოიწვევს ბარდაგს,რაც კატასტროფამდე მიგვიყვან. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მსხვერპლის თანადგომის და მათი დახმარების,პირიქით მივესალმები.უბრალოდ, ეს უნდა განიხილოთ ადამიანის უფლებების ჭრილში. ჩემი პრეტენზია არის განცალკევებული,სხვადასხვა ჯგუფების განცალკეებული უფლებების მინიჭება და არა ის,რომ ვინმე არ უნდა დავიცვათ. მოძალადე უნდა დაისაჯოს და არასოდეს არ უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი სხვანაირად.
2022, 31 მაისი, 9:16
უკაცრავად, მთლად ვერ გავიგე რა შუაშია აქ, ან რას მიმტკიცებთ, მაგრამ ეს მხოლოდ თარგმანია სტატიის და აქ ჩემი მოსაზრებები და დამოკიდებულება არ გაჟღერებულა. ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, მე ქალის უფლებებს ვიცავ, ზოგადად ადამიანის უფლებების სფერო მაინტერესებს და მითუმეტეს ქალების და ბავშვების. არ ვთვლი, რომ ყოველთვის ქალები არიან მართლები, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ამ სიტუაციაში ქალია მართალი!
ს*ნთან წააგებდა სარჩელს,მიცემული აქვთ მაგ რედაქციაში სამართლოსთვისაც და სამთავრობო დაწესებულებებისთვის. თუ ს*ნთან შევიდა დავაში დეპი,მაშინ ჩემი მხარდაჭერა მას,რადგან არც პირველია და არც უკანასკნელი,როცა ეს ჭორის მანქანა უსაფუძვლო ბრალდებებს ისვრის ყველანაირი მტკიცებულების გარეშე. 1989 წლის 16 აპრილს,ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დადანაშაულეს ლივერპულის ფანები არეულობის მოწყობაში,რასაც სამთავრობო ძალების მხარდაჭერა მოყვა. 97 ადამიანი დაიღუპა არაორგანიზებულობის გამო და ფანებს დააბრალეს,ამ ხალხმა იბრძოლა და როგორც თქვენ ამბობთ,მოიპოვეს #JusticeFor97. როცა ფანები გამართლდნენ ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრეს და დღემდე ვერ იღებს აკრედიტაციას ლივერპულის ორივე,წითელ და ლურჯ მხარეს. ასერომ,დეპის საქმე არ ვიცი,მარა თუ ამ ძაღლმიფსმულ ორგანიზაციასთან დავა აქვს,მაშინ მართალია.
0 1 6