საქართველო "მანიაკი, ნამდვილად ავადმყოფია, ავადმყოფი თან განუკურნებელი"- რას წერს შალვა ნათელაშვილი? 2022, 30 მაისი, 19:39 შალვა ნათელაშვილი მისი "ფეისბუქის" მეშვეობით ავრცლებს მიმართვას, სადაც საუბრობს პარტიის ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკვშირებით. "თანაც კვირა დღეს გადმოგვცეს უშიშროების კარნახით დაწერილი სარჩელი, რომ დავაღვიეთ მურმან ლებანიძის საავტორო უფლება, რადგან საარჩევნო კლიპში წავიკითხე მისი ლექსი"- წერს იგი და განმარტავს, რომ ამასთან დაკავშირებით, მათ 25 ათას ევროს სთხოვენ. "მანიაკი მართავს ქვეყანას, მიზანთროპი.როგორც კი დღეს პარტიის ყრილობაზე მივიღეთ რეზოლუცია ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე, დაბრუნებისთანავე ოფისში, თანაც კვირა დღეს გადმოგვცეს უშიშროების კარნახით დაწერილი სარჩელი, რომ დავაღვიეთ მურმან ლებანიძის საავტორო უფლება რადგან საარჩევნო კლიპში წავიკითხე მისი ლექსი --მეშინია ეს სამოთხე ეს წალკოტი სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს----ალბათ გახსოვთ, ჰოდა ამაში გვთხოვენ ახლა 25 ათას ევროს. ესაა მოკლედ.დანარჩენს ივანიშვილს ბოლომდე რომ დავასანქცირებთ მერე მოგახსენებთ. ნამდვილად ავადმყოფია, ავადმყოფი თან განუკურნებელი.ქვეყანამ რა დააშავა, ესაა პრობლემა მხოლოდ."- წერს შალვა ნათელაშვილი. 811 1-ს მოსწონს
|