x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცელულიტი, ფსორიაზი და დაბერებული ხელები: რა ნაკლს მალავენ ცნობილი მოდელები

image


ცნობილი ადამიანები თავადაც მოგეხსენებთ რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან, ხოლო თუ მოდელი ხარ, აი მაშინ ვალდებული ხარ საზოგადოებაში დამკვიდრებული "მოდის სტანდარტებიც" ზედმიწევნით დაიცვა, მოდელების შემხედვარე ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ მათი გარეგნობა იდეალურია, სამუშაო კი მარტივი და სახალისო. ასეა თუ არა ეს? თუ რა წინააღმდეგობებს აწყდებიან მოდის ინდუსტრიაში მომუშავე გოგონები და რა წინაღობებით არის სავსე მოდის თითოეული ჩვენება ამას დღევანდელი სტატიიდან შეიტყობთ. მაშ ასე, ცნობილი მოდელები და მათი ნამდვილი სახე!





ელ მაკფერსონი


image


იდეალური სხეულის მქონე ავსტრალიელ სუპერმოდელს ფეხის დიდი ზომით 43 -ით ნამდვილად შეუძლია იამაყოს, თუმცა ფაქტია, რომ მოდელი არც სიმაღლით არის დაბალი (1, 82) თუმცა ელის თაყვანისმცემლები ამ ფაქტის ნაცვლად იმან უფრო გააკვირვა, რომ მის ტერფებზე მათ არაერთი ამოზნექილობა შენიშნეს.





კრისტალ კოპლანდი



კრისტალმა, რომელმაც ცნობილი დიზაინერების ჩვენებებში მონაწილეობა არაერთხელ მიიღო, ერთხელ აღიარა რომ მისი სამუშაო ზოგჯერ "ნატიფ" წამებას ჰგავს. ყველაზე რთული პერიოდი მოგეხსენებათ რომ მოდის კვირეულია (პარიზი - მილანი - ლონდონი - ნიუ-იორკი). "ასეთი მარათონის" შემდეგ კი მოდელების ფეხები ერთ მთლიან ჰემატომას მოგაგონებთ.


image


ძირითადად, ყველა მოდელს ფეხსაცმლის 39-40 ზომა გადაეცემა, რის შემდეგაც უკვე ყველა მათგანს თავად უწევს კონკრეტული მოდელის მორგება - დავიწროება, დაპატარავება და ა.შ. რათა პოდიუმზე გასვლისას შემთხვევით ფეხი ფეხსაცმლიდან არ ამოუვარდეთ.




ეშლი გრემი და სოფი ტერნერი



დღესდღეობით, პლუს-ზომის მოდელები მოდის ინდუსტრიაში ისევე აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც მათივე სუსტი კოლეგები. ცნობილი ამერიკელი მოდელი, ეშლი გრემი რეგულარულად ჩნდება წამყვანი გამოცემების გვერდებზე, თუმცა გოგონას კანის ზედაპირი იქ რადიკალურად განსხვავდება მისი რეალური მდგომარეობისგან.


image


მეორე, ფუმფულა ბრიტანელი მოდელის, სოფი ტერნერის თქმით, თავიდან ის საკმაოდ ღელავდა როცა საკუთარი ფოტოები პირველად, დამუშავების გარეშე იხილა, მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ამაში ცუდი არაფერი იყო და დღეს, საზოგადოების წინაშე ის უკვე სრულიად თამამად ახდენს თავისი, თუნდაც არაიდეალური სხეულის ფოტოებზე დემონსტრირებას.


image



ბრიენ რაისი


image


ამერიკელი მოდელი ყველა თავის ფოტოსა თუ ვიდეოში ყოველთვის სახის სრულყოფილი კანით ჩნდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გოგონა მთელი ამ წლების განმავლობაში კოსმეტიკის ფენების ქვეშ "საიდუმლოს" მალავდა, რომლის შესახებაც მას საუბრის ერიდებოდა, რის გამოც თავი საბოლოოდ, დეპრესიულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანა.


image


მხოლოდ 2016 წელს ბრიენმა გადაწყვიტა საზოგადოებისთვის თავისი რეალური სახე ეჩვენებინა. გაირკვა რომ 19 წლის ასაკში გოგონას ვიტილიგოს დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც აუტოიმუნური დაავადება გახლავთ, რომელსაც კანის ნაწილობრივი დეპიგმენტაცია ახასიათებს.





კარა დელევინი



ბრიტანელმა მოდელმა ერთხელ სრულიად გულწრფელად აღიარა რომ ხშირი სტრესის გამო მას ფსორიაზი გაურთულდა. დაავადება იმდენად პროგრესირებადი გახდა, რომ ვიზაჟისტებს კარასთან მუშაობა ხელთათმანებითაც კი უწევდათ!


image


სხვათა შორის, სტილისტებიც კი ვერ ახერხებდნენ ყოველთვის დელევინის ავადმყოფობის დამალვას.




ნაომი კემპბელი


image


მოდელის პროფესიის მსხვერპლი ასევე ნაომი კემპბელიც აღმოჩნდა. თმაზე ჩატარებულმა ათასგვარმა ექსპერიმენტებმა, უცნაურმა ვარცხნილობებმა, თმის ფერის ხშირმა ცვლილებამ სახელგანთქმულ ვარსკვლავს საბოლოოდ, თმა დააკარგვინა.



პერის ჰილტონი


ამერიკელ მსახიობსა და მოდელს, წვეულებების დიდ მოყვარულ მდიდარ გოგონას პერის ჰილტონს პატარა, საყვარელ არსებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, რადგან მისი სიმაღლე - 1, 73 სმ-ია, ხოლო ფეხის ზომა - 42 ნიშნულს აღწევს. ერთხელ პერისმა ისიც კი აღიარა, რომ დაბალძირიან ფეხსაცმელში თავს ისე გრძნობს როგორც კლოუნის ფეხსაცმელში.

image


თუმცა, მედია ამჯერად, ჰილტონის ფეხის ზომის მიმართ "გულგრილი" აღმოჩნდა, და ხაზი მის შეუხედავ, "დაბერებულ ხელებს" გაუსვა. სხვათა შორის, ამის შემდეგ პერისი გარეთ მხოლოდ მოკლე ხელთათმანებით ჩნდებოდა.







0
1254
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1254