x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი, ყველაზე ექსტრემალური დასახლებების შესახებ დედამიწაზე
სან–პედრო–დე–ატაკამა, ჩილეimage


ატაკამის უდაბნო ყველაზე მშრალი უდაბნოა დედამიწაზე. ყოველწლიურად იქ, საშუალოდ, მხოლოდ, 10 მმ ნალექი მოდის. მცენარეები და ცხოველთა სამყარო, მეტად მცირე სახეობებით არის წარმოდგენილი. მკაცრი პირობების მიუხედავად, შუა უდაბნოში, ქ. სან–პედრო–დე–ატაკამა მდებარეობს, სადაც დაახლოებით, 5000 ადამიანი ცხოვრობს.


კუნძული იავა, ინდონეზიაimage


ვულკანი მერაპი ყველაზე აქტიური ვულკანია, ინდონეზიაში მდებარე, 128 ვულკანს შორის. მცირე ამოფრქვევები წელიწადში 2-ჯერ ხდება, ხოლო დიდი — ყოველ 7 წელში. ბოლო ასეთი ამოფრქვევა 2020 წელს იყო. ვულკანის ყოველი აქტიურობის პერიოდში, მოსახლეობის ევაკუაცია ხდება და ასეთ დროს, საკუთარ სახლს, 350 ათასამდე ადამიანი ტოვებს. მიუხედავად ამისა, ვულკანის ძირში, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.


ლა–რინკონადა, პერუimage


ქალაქი ანდებში, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 5100 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ეს პლანეტაზე ყველაზე მაღალი დასახლებაა. ამ ექსტრემალურ ადგილზე მოსახლეობა, იქვე მდებარე, ოქროს საბადოს გამო გაჩნდა და დღეს, დასახლებულ პუნქტში, 30 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.


მოტუო, ჩინეთი
image


ეს ადგილი, გარე სამყაროს, 200-მეტრიანი დაკიდებული ხიდით უკავშირდება. ყველა სხვა გზა, ან ზვავმა, ან ღვარცოფმა გაანადგურა. ბუდისტები ამ ადგილს წმინდა მიწად მიიჩნევენ და იქ, ამჟამად, 10 000–მდე ადამიანი ცხოვრობს.



ჩერაპუნჯი, ინდოეთი
image


ჩერაპუნჯი — ერთ–ერთი ყველაზე წვიმიანი და ნოტიო ადგილია დედამიწაზე. ნალექის საშუალო რაოდენობა, წელიწადში, 12 000 მმ–ს შეადგენს. ძლიერი წვიმების გამო, ადგილობრივ ნიადაგი დაბალი ნაყოფიერებით ხასიათდება. ქალაქის მოსახლეობა 10 000 კაცს აღემატება.


ვერხოიანსკი, რუსეთიimage


ეს ყველაზე ცივი დასახლებაა დედამიწაზე. საშუალო წლიური ტემპერატურაა − 18, 6 °C–ია და ამ პირობებში, ვერხოიანსკში, 1000–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს


იტოკორტოორმიიტი, გრენლანდიაimage


იტოკორტოორმიიტი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქია პლანეტაზე. იქამდე მისასვლელად 3 ტრანსპორტის გამოცვლა არის საჭირო: ჯერ თვითმფრინავი, შემდეგ ვერტმფრენი და მერე, ნავი. დიდი ხნის მანძილზე იქ მხოლოდ პოლარული დათვები, მუშკის ხარები და სელაპები ბინადრობდნენ. 1925 წელს ამ მიწაზე პირველი მოსახლეობა გამოჩნდა. ხოლო ამჟამად, იქ, 500–მდე კაცი ცხოვრობს.


ტრისტან–და–კუნია, დიდი ბრიტანეთიimage


ტრისტან–და–კუნია — არქიპელაგია, რომელიც ატლანტის ოკეანის სამხ. ნაწილში მდებარეობს. აღდგომის და პიტკერნის კუნძულების მსგავსად, ეს კუნძულები, მატერიკებიდან, ყველაზე მეტად დაშორებული ადგილია დედამიწაზე. არქიპელაგის მხოლოდ ერთი კუნძულია დასახლებული, რომელიც არქიპელაგის სახელს ატარებს. კუნძულზე არ ბინადრობენ ძუძუმწოვრები, სელაპების გარდა. ფრინველებიდან კი, მხოლოდ პინგვინების ნახვა შეიძლება. 2016 წლის მონაცემებით, კუნძულზე 267 ადამიანი ცხოვრობს. ზრდასრული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის საქმიანობა ზღვას უკავშირდება. კუნძულზე მოხვედრა კი, მხოლოდ თევზსაჭერი გემით შეიძლება, რომელზეც მგზავრებისთვის, სპეციალური სკამებია დამონტაჟებული.


პიტკერნის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი

image


არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხ. ნაწილში მდებარეობს, შედგება 5 კუნძულისგან, რომელთა საერთო ფართობით 47 კვ. კმ–ია. სასმელი წყლის არ არსებობის გამო, მხოლოდ ერთი კუნძულია დასახლებული და ეს, ყველაზე ნაკლებად დასახლებული პუნქტია მსოფლიოში. 2017 წლის მონაცემებით, კუნძულ პიტკერნზე 47 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, უმრავლესობა, მოხუცი და 13 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ, ისინი სწავლას ახალ ზელანდიაზე აგრძელებენ და ხშირ შემთხვევაში, საცხოვრებლად იქვე რჩებიან.


დალოლი, ეთიოპიაimage


ეს ყველაზე მაღალი, საშუალო წლიური ტემპერატურის მქონე დასახლება და ასევე, პლანეტის, ერთ-ერთი, ყველაზე იზოლირებული ადგილია. რეგიონში გზები არ არის, იქ მისასვლელი, ერთადერთი გზაა საქარავნო მარშრუტზე გადის. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ნაწყენი ძაღლი სახლიდან გაიქცა და შინ თავზე მიმაგრებული წერილით დაბრუნდა

* ორი გარემოება, რის გამოც ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებას ასრულებს

* ცნობილი ადამიანების უცნაური და მავნე ჩვევები

* საინტერესო ფაქტები ფრინველების შესახებ. უნიკალური შეფერილობის ფრინველები (25 ფოტო)

* შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* 5 საინტერესო ფაქტი ყველაზე ცნობისმოყვარულთათვის

* 20 კურიოზული ისტორიული ფაქტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ეგვიპტის ფარაონები და უცხოპლანეტელები



0
783
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
783
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0