ფრანგულ გერმანული დამრტყმელი შვეუმფრენების "თიგერ"-ის შესახებ...
ბებერ ევროპას მართალია, ნატო_ს შტაბბინა აქვს"შეფარებული", მაგრამ ძირითად სამხედრო საკიტხებში თეთრი სახლისა და პენტაგონის გავლენის ქვეშ იმყოფება...ამიტომაც ევროპის წამყვანი ქვეყნები "ალაგ-ალაგ" ცდილობენ თავისი დამოუკიდებლობაც აჩვენონ, რაც ძირითადად იმით გამოიხატება, რომ ეროვნული წარმოების საბრძოლო ტექნიკა მიიღონ შეიარაღებაში;
მაგრამ მდიდარი ამერიკისგან განსხვავებით, ცალ-ცალკე, არც საფრანგეთს, არც დიდ ბრიტანეთს და არც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას არ შესწევს ძალა, შექმნას და სერიულად აწარმოოს თანამედროვე ძვირადღირებული საბრძოლო ტექნიკის სახეობები. ერთადერთ გამოსავალს სწორედ ძალების გაერთიანება წარმოადგენს.სწორედ ასე შეიქმნა ფართო დანიშნულების ''ტორნადოები" და გამანადგურებელი ეფ თხუთმეტებისა ეფ თექვსმეტების ექსპანსია დასავლეთ ევროპაში...
თვითმფრინავების მსგავსად, პენტაგონს სურდა მის ეი, ჰაშ სამოცდაოთხი;"აპაჩის ტიპის საბრძოლო შვეუმფრენებს 'დაებყროთ' ევროპის ბაზარი.დიდმა ბრიტანეთმა ვერ გაუძლო ამ დაწოლას.სამაგიეროდ გერმანიამ და საპრანგეტმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შეექმნათ საბრძოლო შოუმფრენი, რომელიც ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა ამერიკულ "აპაჩს"
.ამის შესახებ ხელშეკრულება ბონსა და პარიზს შორის დაიდო ათას ცხრაას ოთხმოცდაშვიდ წელს...ფრანგულმა "აეროსპეციალმა"და გერმანელმა "მესერშმიტ-ბეკლოვ-ბლომმა"შექმნეს საცეცხლე დარტყმის შვეუმფრენი უჰუ/"თიგერ"-ი და ჰაპ/აჩ სამი საპრანგეთისთვის...უნდა აღინიშნოს რომ იმ დროისთვის ამ ორ ქვეყანას საკმაოდ მოძველებული საბრძოლო შოუმფრენები
ჰყავდა შეიარაღებაში, მათ წინდა საბრძოლო არც ეთქმოდა, რადგან გერმანული ბო-ასთხუთმეტი პე... და ფრანგული სა-სამასორმოცდაორი მ "გაზელი"რაკეტებით შეიარაგებულ სამოქალაქო შოუმფრენებს წარმოადგენენ და რაიმე სერიოზული ჯავშანი არ გააჩნდათ.იმ დროისთვის, წმინდა საბრძოლო შოუმფრენებს მხოლოდ საბჭოთა მი-ოცდაოთხი, ამერიკული ეიჰაშ-ერთი, კობრა და ეიჰაშ-სამოცდაოთხი"აპაჩები"განეკუთნებოდნენ...

გერმანულ-ფრანგულმა ერთობლივმა
"თიგერ"მა პირველი გაფრენა ათასცხრაასოთხმოცდათერთმეტი წლის ოცდაცხრა აპრილს განახორციელა.
მისი სქემა საკმაოდ წააგავს
ამერიკული აპაჩისა და რუსული მი-ოცდარვისას, (ამ უკანასკნელთან მსგავსება უცნაური სულაც არა არ არის, რადგან თავად მი-ოცდარვა
რუსმა
კონსტრუქტორებმა ძირითადად აპაჩისგან გამოიღეს). თიგერ-ის ეკიპაჟი ორი კაცისგან შედგება.მფრინავი წინ კაბინაში ზის, ხოლო მსროლელი ოპერატორი მეორეში, რაც საკმაოდ უცნაურია, იმიტომ რომ მსოფლიოს სხვა საბრძოლო შოუმფრენებში ყველაფერი პირიქითაა.მისი მაქსიმალური ასაფრენი მასა ექვსი ტონაა და შეუძლია განავითაროს მაქსიმალური ორასოთხმოცი კმ\სთ სიჩქარე ...შვეუმფრენი შეიარაღებულია რვაცალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტით, "ჰოთ-ორით"ოცდაათი მმ კალიბრის საავიაციო ქვემეხით(ოთხასორმოცდაათი ჩურვის მარაგით) და ორმოცდაოთხი უმართავი საავიაციო რაკეტით, ოფიციალურად სულ გამოსულია ორასთხუთმეტი შვეუმფრენი საფრანგეთისთვის, ორასთორმეტი გერმანიისთვის, და ორას ერთეულამდე კი საექსპორტოდ...