ვარსკვლავები მსახიობები, რომლებიც ფსიქიური აშლილობებით იტანჯებოდნენ 2022, 30 მაისი, 9:33 ის რომ მდიდრებს და ცნობილებს პრობლემები არ აქვთ და მათი ცხოვრება შამპანურით და წვეულებით არის აღსავსე - მითია. ხშირად ცნობილი ადამიანი თვითონ ხდება მძიმე ფსიქიური აშლილობის მიზეზი, ან გულმოდგინედ დამალული ავადმყოფობა საზოგადოებისთვის ხდება ცნობილი. კეტრინ ზეტა-ჯონსი"ოსკარის" პრემიის მფლობელს, დღეისთვის საკმაოდ გავრცელებული ფსიქიური დაავადება – ბიოპოლარული აფექტური აშლილობა (მარტივად რომ ვთქვათ, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი) აქვს. კეტრინმა გადაწყვიტა, რომ გაჩუმებას აზრი არ აქვს და დიაგნოზი თავად აღიარა პრესასთან. ამავე დროს გამოთქვა იმედი, რომ მისი ეს საქციელი უბიძგებს აღნიშნული დიაგნოზის მქონე ადამიანებს მკურნალობისკენ.
არსებობს ვერსია, რომ დაავადების განვითარება გამოიწვია სტრესმა, რომელიც მსახიობმა მიიღო მეუღლის, მაიკლ დუგლასისადმი 2010 წელს დასმულმა ყელის კიბოს დიაგნოზმა. დუგლასმა ერთი წლის შემდეგ გამოაცხადა, რომ დაამარცხა კიბო, კეტრინი კი დეპრესიაში "ჩარჩა". ოფიციალურად, სწორედ ცოლის ავადმყოფობის პროგრესირება გახდა მიზეზი იმისა, რომ 2013 წელს, დუგლასმა შესაძლო გაყრის შესახებ გამოაცხადა. როგორც ჩანს, ნაწილობრივ ამ ფაქტორმა განკურნების ეფექტი იქონია. რამდენიმე თვეში მეუღლეებმა აღადგინეს ურთიერთობა და სამუშაოს დაუბრუნდნენ. დევიდ დუხოვნიამერიკელმა მსახიობმა, სცენარისტმა, პროდიუსერმა და რეჟისორმა თავი დაგვამახსოვრა, აგენტ ფოქს მალდერის როლით, მისტიკურ სერიალში "საიდუმლო მასალები" და ჰენკ მუდის როლით "კალიფორნია"-ში. ამ როლებმა იგი არამარტო ცნობილი გახადეს, არამედ ღირსეულად იქნა შეფასებული კრიტიკოსების მიერ: მან ორი "ოქროს გლობუსი" მიიღო (1997წ. და 2008წ.). ამავე პერიოდში დუხოვნი დაქორწინდა მსახიობ ტეო ლეონიზე. წყვილი ერთად 10 წელი იყო, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეუღლეებმა დაშორების გადაწყვეტილება მიიღეს, ცნობილი გახდა, რომ დუხოვნი ჰიპერსექსუალობით – მაღალი სექსუალური ლტოლვით იტანჯება და შედეგად, ზედმეტად სქესობრივი აქტიურობით ხასიათდება (ეს თვითონ მსახიობმა აღიარა, ისევე როგორც ზეტა-ჯონსმა). დევიდ დუხოვნიმ კერძო დახურულ კლინიკაში მკურნალობის კურსი გაიარა, რის შემდეგაც მან ტეოსთან ურთიერთობის აღდგენა სცადა. ერთად ორი წელი გაძლეს და 2014 წელს ოფიციალურად გაიყარნენ. პრესაში პერიოდულად ჩნდებოდა ჭორები დევიდის და მისი პარტნიორის ("საიდუმლო მასალები") ჯილიან ანდერსონის რომანის შესახებ, მაგრამ უკანასკნელი ინფორმაციით, ის დღესაც მარტო ცხოვრობს. ბრუკ შილდსიმოდელმა და მსახიობმა, ბრუკ შილდსმაც გაანდო საზოგადოებას თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები. 2003 წელს, პირველი შვილის შემდეგ, მას მშობიარობისშემდგომი დეპრესია დაეწყო. მსახიობმა აღიარა, ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ თავის მოკვლა სურდა. "ბავშვის ტირილი იმდენად მაღიზიანებდა, რომ შიშით ველოდებოდი იმ წუთს, როცა მეუღლე ბავშვს მომიყვანდა. მინდოდა ის გამქრალიყო, მინდოდა მეც გავმქრალიყავი. მძიმე წუთებში, აზრი ფანჯრიდან გადახტომის შესახებ არ მცილდებოდა - ამბობს იგი. და რა გააკეთა მან? გამოუშვა წიგნი, სადაც დაწვრილებით აღწერა თავისი განცდები და ღირებული რჩევაც მოგვცა - არ ღირს მშობიარობისშემდგომი დეპრესიის იგნორირება, რამდენიმე კვირიანი დისკომფორტის შემდეგ ის შეიძლება რამდენიმეთვიან პრობლემაში გადაიზარდოს. მელ გიბსონიმსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, "ოსკარის" ორგზის პრემიის ლაურეატი და "ოქროს გლობუსის" მფლობელი, ავსტრალიის საპატიო ოფიცრის ორდენის მფლობელი, ისევე როგირც კეტრინ-ზეტა ჯონსი, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით იტანჯება. თავის დროზე, ცხრა შვილის მამამ, სახელი გაითქვა დებოშებით, საზოგადოებრივი ნორმების უგულებელყოფით (გიბსონი არაერთხელ "გამოიჭირეს" ავტომანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს), ანტისემიტიზმით და ჰომოფობიით. როგორც აღმოჩნდა, მუდმივი "ცელქობებით", ხმაურიანი წვეულებებისადმი სიყვარულით, ის უბრალოდ თავის ავადმყოფობას ფარავდა. თუმცა ყველაფერი ეს უკან დარჩა.მელ გიბსონი მესამედ დაქორწინდა, ისევ ფიზიკურ ფორმაშია და სამუშაოს (კინოს) დაუბრუნდა. ლინდსი ლოჰანიპოპულარობა და მაყურებლების სიყვარული ლინდსისთან ჯერ კიდევ ბავშვობაში მოვიდა, ხოლო ფილმებმა "გიჟური პარასკევი", "ცუდი გოგონები" და "გიჟური რბოლები" ის სუპერვარსკვლავად აქცია. და ეს მხოლოდ 17 წლის ასაკში.
ადრეულ ასაკში დამტყდარმა პოპულარობას ვერ გაიძლო ლოჰანმა და ნარკოტიკებში და ალკოჰოლში გადაეშვა, ამას მოჰყვა დეპრესიები და სარეაბილიტაციო ცენტრები... შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პერსპექტიული გოგონას ცხოვრება რამოდენიმე წელი ქვევით მიექანებოდა. 2007 წელს მსახიობმა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ აღარ შეუძლია აკონტროლოს თავის ცხოვრება, და იმისთვის რომ სტრესი აიცილოს თავიდან, რომელიც ჰოლივუდში მუშაობასთან გარდაუვალ კავშირშია, ის იღებს პაუზას. მისი შემდგომი ცდები დიდ ეკრანზე დაბრუნებისა, წარუმატებელი აღმოჩნდა. ლოჰანი 30 წელს გადასცდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კრიზისმა გაიარა. 2016 წელს, იგი სკანდალით დაშორდა რუსი ბიზნესმენის, იგორ ტარაბასოვის შვილს
და მოულოდნელად განაცხადა, რომ უნდა მიიღოს ისლამი. 2017 წელს კი მის ინსტაგრამზე გაჩნდა მილოცვები მუსულმანი ფოლოვერებისგან, ახალი ცხოვრების დაწყებასთან დაკავშირებით. 2020 წლის დასაწყისში ლინდსი იტყობინებოდა, რომ გეგმავს დაბრუნდეს ამერიკაში ომანიდან, სადაც ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდა და გააგრძელოს კინოკარიერა. იხილეთ შემდეგი სტატიები:როგორები იქნებოდნენ ჯულია რობერტსისა და რიჩარდ გირის გმირების შვილები ფილმში "ლამაზმანი" (ფოტო) ბელმონდო: მომხიბვლელი ავანტურისტი, რომელიც ყოველთვის უყვარდათ ქალებს ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ როგორ რეაგირებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები მომაბეზრებელ პაპარაცებზე ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები სერიალ "სამეფო კარის თამაშების" მსახიობები ადრე და ახლა ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო საბჭოთა ეპოქის ვარსკვლავები ფოტოშოპამდე: სოფია როტარუ, პასპუტინა და სხვ. (+ვიდეო) რატომ "გვადევნებს თვალს" ზოგიერთი პორტრეტი შენობის ნებისმიერ წერტილში 100 4-ს მოსწონს
|