x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
მეცნიერებმა დედამიწაზე უცხოპლანეტელების კვალი აღმოაჩინეს

ბაიან-ხარა-ულას ქედზე, რომელიც ჩინეთ–ტიბეტის საზღვარზე მდებარეობს, მღვიმეების საოცარ კომპლექსი მდებარეობს, რომლებიც ერთმანეთთან უცნაურადაა დაკავშირებული. გამოქვაბულები, შეიძლება, ადამიანის მიერ იყოს შექმნილი ან შეიძლება, ბუნებრივიც იყოს...


image


თუმცა, ამ შემთხვევაში, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან გამოქვაბულებში ყველაზე უნიკალური გარეგნობის, ადამიანის მსგავსი არსების ჩონჩხები აღმოაჩინეს. არქეოლოგთა ჯგუფის წევრები, რომლებმაც 1938 წელს, ეს ადგილი სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს მაიმუნის ჩონჩხი იყო. მაგრამ, აზრი მაშინვე უარყვეს, რადგან მაიმუნები გარდაცვლილებს არ მარხავენ... და თუ ცხოველს არა, მაშინ ვის ეკუთვნოდა ეს უცნაური ჩონჩხები?

imageდიახ, ჩვენი გაგებით, ეს არც ადამიანები იყვნენ და არც ცხოველები. უფრო სწორედ, მთლად ადამიანები არ იყვნენ. ჩონჩხის მიხედვით, მათ ძალიან პატარა და სუსტი კიდურები და ძალიან დიდი თავები ჰქონდათ, მოკლე ტანთან შედარებით. ჩინელმა არქეოლოგმა ჩი პუ ტეიმ, რომელიც ჩონჩხებს იკვლევდა, კიდევ უფრო უცნაური რამ შენიშნა – მღვიმეში, სამარხის სიახლოვეს, მრგვალი დისკი იყო ჩამარხული. ის თითქოს ქვისგან იყო გამოკვეთილი, ცენტრში კი, ნახვრეტი ჰქონდა. ხოლო, მის გარშემო, სპირალური გრავიურები და ღარები იყო ამოტვიფრული. ერთი შეხედვით, თითქოს იეროგლიფებით შესრულებული, დამწერლობის რაღაც ნიმუშს ჰგავდა. მაგრამ, მისი გადათარგმნა ვერავინ, მათ შორის, უძველესი დამწერლობის ექსპერტებმაც ვერ შეძლეს.

ამ უცნაური არტეფაქტის გარდა, მღვიმის ერთ–ერთ კედელზე, ნაკვეთი გამოსახულებაც აღმოაჩინეს, რომელზეც ამომავალი მზე, მთვარე და ვარსკვლავები იყო გამოსახული და ისინი ერთმანეთს პატარა წერტილიდან გამომავალი ხაზებით უკავშირდებოდნენ.


image


მას შემდეგ, რაც აღმოჩენის შესახებ ხელისუფლებამ შეიტყო, ექსპედიცია დახურეს, ხოლო მისი შედეგები გაასაიდუმლოვეს. იმ ადგილზე გათხრების გაგრძელება მხოლოდ 20 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი და შემდგომი კვლევის შედეგად, კიდევ 716 დისკი აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდა არტეფაქტების საფუძვლიანი შესწავლა და დისკების დეშიფრირება. დოქტორი ცუმ უმ ნუის თარგმანის მიხედვით, დისკებზე მოთხრობილი იყო წარმოუდგენელი ისტორია, კოსმოსური ზონდის შესახებ, რომელიც დედამიწაზე სხვა პლანეტიდან მოფრინდა და იმ რაიონში კატასტროფა განიცადა. უცხოპლანეტელები დედამიწაზე მშვიდობით მოვიდნენ და როგორც ჩანს, ძალიან განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი საკუთარ რასას «დზოპას» (Dzopa) უწოდებდნენ. მაგრამ, მათი ადგილობრივი აბორიგენები, რომლებიც უფრო მაღლები იყვნენ, ცხოვრებას ძალიან ურთულებდნენ – უცხოელები საფრთხედ მიიჩნიეს და მათზე ნადირობა დაიწყეს. ამიტომ, ამ არსებებმა დედამიწა დატოვეს და სხვა სამყაროებისკენ გაემგზავრნენ.


image


ამჟამად, ამ შორეულ და თითქმის მიუწვდომელ მთებში, ორი ადგილობრივი ტომი ცხოვრობს. თუმცა, უცხოპლანეტელების ვიზიტის შესახებ, არაფერი იციან... და ვერც ეცოდინებათ, რადგან როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მღვიმის კედელზე ზემოთ ხსენებული გამოსახულების 12 000 წლის წინ არის შექმნილი. გარდა ამისა, იმ დროს არავინ იცოდა, თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ დისკები, რომლებიც ძირითადად, კობალტის და სხვა ლითონის შენადნობებით იყო დამზადებული.


image


ჩინურ და ტიბეტურ ლეგენდებში და ფოლკლორში საუბარია უძველეს რასაზე, რომელიც დედამიწაზე «ღრუბლებიდან» მოვიდა და ადგილობრივებმა მათი წარმომადგენლები დახოცეს, რადგან პატარები და ძალიან მახინჯები იყვნენ და რომ ადამიანებს ისინი არ მოსწონდათ.

გარდა ამისა, იგივე ლეგენდების მიხედვით, ადამიანები რომლებსაც ძალიან დიდი თავები და თვალები და პატარა ტანები ჰქონდათ, ათასი წლის წინ მოვიდნენ და გამოქვაბულში იმალებოდნენ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ ლეგენდების შინაარსი სრულად ემთხვევა დისკებზე მოთხრობილი ისტორიების შინაარსს. ასე რომ, ეს არ არის «უცხოპლანეტელთან» შეხვედრის ჩვეულებრივი ამბავი!

image

დისკების დეშიფრირების შედეგად, ასევე გაირკვა, რომ მას შემდეგ, რაც მათმა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა, ისინი მთებში 9 მზის პერიოდი იმალებოდნენ (მზის ბრუნვის სინოდური პერიოდი 25, 38 დღე–ღამეა. ე.ი. ისინი დედამიწაზე 229 დღე დარჩნენ) და ცდილობდნენ ადგილობრივები დაერწმუნებინათ, რომ მათ არანაირ ზიანს არ მიაყენებენ.

1995 წელს ჩინეთის ახალ ამბებში გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაიან-ხარა-ულას ქედის სიახლოვეს აღმოაჩინეს 120 კაციანი ტომი, რომლის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ხოლო მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ ადამიანების სიმაღლე 3 ფუტს და 10 დიუმს (დაახლოებით, 116 სმ) არ აღემატებოდა.

და ბოლოს, მღვიმის კედელზე აღმოჩენილ გამოსახულებაზე, ჩვენგან განსხვავებული თანავარსკვლავედია გამოსახული. ხოლო, ნახატის კომპიუტერულმა მოდელირება აჩვენა, რომ მასზე დედამიწისაც არის ამოკვეთილი, მაგრამ იმ სახით, როგორც ის სხვა ვარსკვლავური სისტემიდან ჩანს, – პლანეტიდან, საიდანაც ისინი მოვიდნენ.



image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 უცნაური კანონი ძველ რომში

* მგლებთან გაზრდილი ბავშვების რეალური ისტორია

* ეგვიპტელ ქურუმებს ამინდის მართვა შეეძლოთ?!

* ცნობიერება, ცოდნა, ტვინის აქტივობა... – რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

* რა განსხვავებაა ყვითელსა და წითელ საზამთროს შორის?

* შოკისმომგვრელი ფაქტები ჩინეთის შესახებ

* 10 საოცარი დამთხვევა, რომლის დაჯერება ძალიან რთულია

* პარალიზებული ადამიანები მალე სიარულს შეძლებენ – ებრაელ მეცნიერთა აღმოჩენა


0
1489
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1489
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0