x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ფეხებს ვერ მოაჭამენ!!!!" - ვისზე საუბრობს ია ფარულავა

image


მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი ლიდერის, ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის გარშემო ბოლო პერიოდში ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას ჩვენი დროის უდიდესს განმანათლებელს უწოდებს, რომელსაც მისივე თქმით, "ფეხებს ვერ მოაჭამენ":


"ლევან ბერძენიშვილი არის ჩვენი დროის უდიდესი განმანათლებელი .... ბევრმა მხოლოდ მისი ვიდეო ლექციებით გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და მისი ავტორები... ფეხებს ვერ მოაჭამენ !!!!!" - წერს გადაცემა "ფარული კონვერტის" სკანდალური წამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ლევან ბერძენიშვილის მიერ ერეკ­ლე მე­ო­რის შე­სა­ხებ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა:


"ვიდ­რე ერეკ­ლე მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ არ არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვა და იკი­თხავს, – ომი გინ­და­თო? ერეკ­ლე მე­ო­რე­მაც ეგ თქვა, – აბა, ომი გინ­და­თო?.."


"ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა თქვა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა შეც­დო­მაა და ის გუ­ლის­წყრო­მაც, რაც მის გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში გაჩ­ნდა, მის­თვის მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო.


"რა და­ვა­შა­ვე ბო­ლოს და ბო­ლოს, ვთქვი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ისე­თი ძვირ­ფა­სი რა­მაა, მე­ფე­საც კი არ აქვს მისი ჩა­ბა­რე­ბის უფ­ლე­ბა-მეთ­ქი. ეს მე ვთქვი, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა და ეს თქვა ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილ­მა და ვი­ღა­ცის­თვის არ არის ავ­ტო­რი­ტე­ტი ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ თქვა, რომ “გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტის” ასი წლის თავს ვინც აღ­ნიშ­ნავს, რაც იყო სა­ქარ­თვე­ლოს სიკ­ვდი­ლი.


მეფე ერეკ­ლე კი არა, ყვე­ლა ერ­თად, ვინც იყ­ვნენ მე­ფე­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ერთ დღეს არ უდ­რის. რა არის მეფე, ბო­ლოს და ბო­ლოს? არის კაცი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა უნდა მარ­თოს. ქვე­ყა­ნას თუ ჩა­ა­ბა­რებ, მერე რაის მეფე ხარ, რა მე­ფო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ტრაქ­ტა­ტი ვინც წა­ი­კი­თხა, ხო ყვე­ლამ იცის, რომ არის კა­ტას­ტრო­ფა, სირ­ცხვი­ლი, თა­ვის მოჭ­რა. რა ძრო­ხე­ბი, რა ცხვა­რი, რა ყვე­ლი… შე­იძ­ლე­ბო­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ასე­თი ტექ­სტით შევ­ხვედ­რო­დით?" – განაცხადა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.




0
1245
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1245