x
image
თეონა გორდეზიანი
საინტერესო რჩევა ადამიანებისთვის, რომლებიც ბავშვის აღზრდაში იღებენ მონაწილეობას...
მე გამოუცდელი მშობელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 28 წლის ასაკში გავხდი დედა ბევრი რამ არ ვიცოდი და ალბათ დღესაც არ ვიცი. ყოველდღიურად ვიზრდები, ვეცნობი სიახლეებს. ვცდილობ მნიშვნელოვანი არაფერი გამომეპაროს და საჭირო დროს ბავშვის ასაკის შესაბამისი მნიშვნელოვანი დეტალები ვიცოდე. მოვუსმინო შესაბამისი გამოცდილების მქონე ექიმების, პედიატრების ვიდეო რგოლებს ან წავიკითხო კომპეტენტურ საიტებზე ჩემთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ჩემი ბიჭი 11 თვის იყო უკვე კარგად რომ გაიარა...
მანამდე ბებოს და პაპას დამსახურებით გაიმაგრა მუხლი, მხრებში ხელმოკიდებულს ატარებდნენ სახლში, სადარბაზოში, სადარბაზოს კიბეებზე...
ჩემი ცოდნის თუ არცოდნის, გარკვეულობით თუ გაურკვევლობით არ ვიცი, საბოლოოდ, ჩემი ნებითა და გადაწყვეტილებით ფეხის ადგმის დროს სახლში პატარას ეცვა მყარძირიანი ფეხსაცმელი, რომელშიც კოჭი ჰქონდა დაფიქსირებული. დღის განმავლობაში ძირითად ეს დახურული ფეხსაცმელი გვეცვა.
ბებოს და პაპას დახმარებით, ფეხსაცმლით და პატარას აქტიურობით მოხდა ისე რომ 11 თვიდან უკვე ყოჩაღად დადის.
თანამედროვე შეხედულება, რომ ბავშვმა ფეხშველმა უნდა აიდგას ფეხი, მე მოგვიანებით გავიგე, მაგრამ რაც მთავარია ჩვენს შემთხვევაში მშვიდობიანად გადაილახა ეს პროცესი.
გიზიარებთ საინტერესო შეხედულებას ამ პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც განსაკუთრებით ჩემსავით ახალბედა დედიკოებს დააინტერესებთ.
image
ყველა ბავშვი ბრტყელი ტერფით იბადება. რადგანაც, ტერფის თაღის არე შევსებულია ცხიმოვანი ქსოვილით - რაც ერთგვარი ბუნებრივი თაღოვანი საყრდენია. თუმცა, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს, ამოქმედდება ის მექანიზმები, რომლებიც იწვევს ბრტყელი ტერფის თაღად გადაქცევას.
პირველი ნაბიჯები ყველაზე კრიტიკული მომენტია ტერფის განვითარებისთვის! სწორედ ამ მომენტში დგება ტერფის თაღის ფორმირების წინაპირობები. თუ პროცესი ამ მომენტში შეფერხდება, მაშინ ყველაფერი გაცილებით რთული იქნება.
ტერფის თაღის განვითარებას ხელს უწყობს ფეხის კუნთების განვითარება. იმისთვის რომ ფეხის კუნთები განვითარდეს ის უნდა მუშაობდეს. როცა ტერფის ქვეშ ჩნდება ხელოვნური თაღი სუპინატორის სახით, იმ კუნთის ნაცვლად, რომელსაც უნდა ეჭიროს თაღი, იმუშავებს სუპინატორი, კუნთი კი მოდუნდება და ატროფირდება უმოქმედობისგან.
????️ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის ფეხშიშველი სიარული აღიარებულია, როგორც ყველაზე ბუნებრივი, ფიზიოლოგიური და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. სწორედ შიშველი ფეხი ეხმარება სიარულში მონაწილე კუნთებს მუშაობაში, განვითარებაში და ტერფის თაღს კი შესაბამისად ჩამოყალიბებაში.
????️ამიტომაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვი მაქსიმალურად იყოს ფეხშიშველი და არ გამოვიყენოთ სუპინატორიანი ან ორთოპედიული ფეხსაცმელი, რათა არ შევუშალოთ ხელი ფეხის თაღს განვითარებაში და არ შევუწყოთ ხელი „ბრტყელტერფიანობის“ ჩამოყალიბებას.
????️გასათვალისწინებელია, რომ ბრტყელტერფიანობის (რისი პრევენციისთვისაც გამოიყენებენ მშობლები სუპინატორს) დიაგნოზი დგინდება დაახლოებით 3-4 წლის ასაკიდან და მანამდე, წინასწარ ასეთი ფეხსაცმლის გამოყენება პირიქით აპროვოცირებს მას.
????️მაგრამ მაინც როდის არის საჭირო სუპინატორიანი ფეხსაცმელი? როცა გამოსწორების შანსი არ არის! კერძოდ არის ფეხის გამოხატული დეფორმაცია ან კუნთები არ მუშაობს სათანადოდ. ეს უნდა იყოს დადგენილი შესაბამისი პროფილის ექიმის მიერ და ასეთი ფეხსაცმელი დანიშნული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მის მიერ.
????️იმისთვის, რომ ფეხშიშველ სიარულთან მიახლოებული იყოს გარეთ ყოფნისას უნდა გამოვიყენოთ რბილძირიანი და მაქსიმალურად დრეკადი ფეხსაცმელი. არა - ორთოპედიული; არა - სუპინატორიანი!!!
იცოდით ეს ინფორმაცია? როგორ ფეხსაცმელს ირჩევთ თქვენი შვილებისთვის? გამიზიარეთ კომენტარებში
0
21
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0