x
image
თეონა გორდეზიანი
რა პროდუქტები მივცეთ ბავშვებს, როცა ხორცის შეძენის საშუალება არ გვაქვს...
image

ბავშვების გარკვეული ნაწილი პრინციპულად არ ჭამს ხორცს, მეორე ნაწილს არ აქვს ხელმისაწვდომობა... ძალიან ბევრ მშობელს აინტერესებს რკინის, ბე ჯგუფის ვიტამინების, ცილის ჩანაცვლება როგორ მოახდინოს ხორცის მიღების გარეშე.

რა თქმა უნდა ის ვიტამინები რაც ხორცშია აუცილებელია მოზარდის ორგანიზმისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავფაროთ ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტებით. იდენტური ხორცში შემავალი სარგებელის ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ადვილად შეთვისებადი ცილა კვერცხის სახით.

ჩვენ გვჭირდება დაფიქრება და არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენაბა... ცილა, ყვითრი, რომელიც არა უბრალოდ ყველა ამინომჟავას მიაწვდის პატარას, არამედ მიაწვდის ცხიმებს, მზა სახით ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მინერალებს, ქოლინს, რომელიც მოზარდის ტვინის უჯრედების განვითარებისთვისაა საჭირო.


დავაწყვილოთ ეს ყველაფერი ბოსტნეულთან, მაშინაც კი როცა ბავშვი პრონციპულად არ ჭამს ან ვერ ჭამს ხორცს. ლობიოში არსებული რკინა, ხორცში არსებული რკინის ექვივალენტი არ არის. დაახლოოებით ათჯერ...ოცჯერ... უფრო ადვილად იღებს ამას ბავშვი ხორციდან, მაგრამ ჩვენ თუ გვჭირდება შემცვლელი მაშინ გამოვიყენოთ ცოდნა და ეს ცოდნა გვეუბნება, რომ გამომშრალი ლობიო შეგვიძლია გამოვიყენოთ წვნიანადაც, კერძადაც, შეჭამანდად, როგორც ამას აღმოსავლეთ საქართველოში აკეთებენ...ეს უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტია.

შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათების შემადგენლობაში, ჩვენთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებთან კომბინაციაში, მაგალითად მწვანე ფოთლოვან პროდუქტებთან, ისპანახთან კომბინაციაში, ამით ჩვენ შევძლებთ რკინის როლის გაძლიერებას.

გამოვიყენოთ სოკო თუ ის ხელმისაწვდომია, არაა ხელმისაწვდომი? გამოვიყენოთ უხეშად დაფქვილი ხორბალი, დამბალი მარცვლეული იმისთვის რომ ბავშვის ორგანიზმი შევავსოთ.

არის თუ არა რძის ნაწარმი ხორც პროდუქტების ალტერნატივა?

არა, უმეტეს შემთხევვაში ანტაგონიზმიც კი არის, რადგან კალციუმი და რკინა შეთვისებისას ჩხუბენ და ჯობს მათ შორის ინტერვალი იყოს 2 საათი. ბავშვებს რძის ნაწარმი თავისი დატვირთვით უნდა მივცეთ, რადგან ეს არის განსაკუთრებული ჯგუფი პროდუქტების, რომელიც ბავშვებში როგორც სავალდებულო ისე განიხილება

შეგვიძლია გამოვიყენოთ მაგნიუმის, თუთიის, ცხიმის, ცილის წყაროდ თუ ჩვენთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის თხილეული.

ბოსტნეულის, ხილის, ბურღულეულის შეხამებით სხვადსახვა ფერის პროდუქტების ჩართვით ჩვენ შეგვიძლია ძალიან მსუყე, ძალიან თვალისმომჭრელი სადილი ავუწყოთ ჩვენს პატარებს ჩვენთვის ხელმისაწვდომი, ბიუჯეტური პროდუქტებით.

გაითვალისწინეთ, რომ ახლახანს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვის ორგანიზმში ნაწლავის შიგნით მიმდინარე ცვლილების დამსახურებით, მცენარეული ბოჭკოთი ვტვირთავთ თუ ცხიმით ვტვირთავთ ბავშვს, რაფინირებული ანუ გაწმენდილი შაქრით ვტვირთავთ თუ ნატურალური მცენარეული ბოჭკოთი, სრულიად განსხვავებული ამინდი ყალიბდება და ეს განსააზღვრავს ბავშვის გუნება - განწყობილებას და ბავშვის აზროვნების თავისებურებასაც.

მის დამოკიდებულებას სამყაროს და სხვა ადამიანების მიმართ






0
76
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0