ფეხბურთი "ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით (ბურთით) კლავს ბოროტ მტერს" - რომან გოცირიძე 2022, 25 მაისი, 22:21
ეკონომისტი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ფეხბურთი ფედერაციის მიერ დამტკიცებულ ახალ ლოგოს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს წერს:
"საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ფორმაზე გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგი გამოსახეს. წმინდა გიორგი ბოროტებასთან მებრძოლი რაინდია. ფეხბურთის ფედერაციაში ალბათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ნაკრები წმინდა გიორგია, რომელიც შუბით (ბურთით) კლავს ბოროტ მტერს (მოწინააღმდეგე გუნდს). ამ მაისურმორგებული ფეხბურთელი, სულაც რომ არ იყოს ნავარჯიშები, მოწინააღმდეგეს მაინც სძლევს. ცხვრებს რომ კლავდნენ ეკლესიაში თამაშის წინ, ეს დრო გვახსოვს. მაშინ არ ისმინა ღმერთმა მათი ლოცვა. იქნებ ახლა წმინდა გიორგის მაისურმა უშველოს. ისე, ამ ლოგოთი რომ ვერ მოიგებ თამაშს, ან ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი, ანაც სულაც გაბრაზებული შეიძლება იყოს ამ მკრეხელობით. შტატიანი მღვდელიც რომ აიყვანოს ფეხბურთის ფედერაციამ, არ იქნება ურიგო. ყოველწლიურად ათეულ მილიონობით ლარი ერიცხებათ ბიუჯეტიდან და ერთი მღვდლის შენახვა რა გახდა. ექსტრასენსები, ასტროლოგები და ჯადოს ოსტატები არ გაგვაგონოთ. ესენი ნაცადნი გვყვანან უკვე. ჰო, სტადიონის წინ, ისევე როგორც პარლამენტთან, ჯვრის დამონტაჟება არ დაავიწყდეთ. საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ მოახლოებულ თამაშებში ლოგოთი თუ ლოგოს გარეშე. ატრიბუტიკაში ისინი არ ერევიან. ეს საფეხბურთო ჩინოვნიკების საქმეა." შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასტუმრო 'შერატონში' ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი ბრენდის პრეზენტაცია გამართა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა-ახალი ლოგო და ახალი ფორმა შეიქმნა.
225 3-ს მოსწონს |
ძნელია არ დაეთანხმო გოცირიძეს,აქ მართალია კაცი და რა გინდა რო ჰქნა?! საქართველოში ცხოვრობს სხვადასხვა რელიგიური მრწამსის ადამიანი,რომლებიც საქართველოს მოქალაქენი არიან და მათაც აქვთ უფლება ითამაშონ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. რელიგიური სიმბოლიკის გამოსახვა ნაკრების მაისურზე არის ცუდი გადაწყვეტილება და ხელს უშლის სეკულარიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. რწმენა ადამიანის პირადი გამოხატულება არის და ამაში ხელს არავინ უშლიდეს. როცა წმინდა გიორგის აქცევ საფეხბურთო სიმბოლოდ ეს ხელს შეუშლის სხვა მრწამსის ადამიანებს დამკვიდრდნენ ნაკრებში. ხშირად გინახავთ ალბათ,რომ ფეხბურთელი ლოგოს ხელს ურტყავს ან კოცნის,როგორ წარმოგიდგენიათ მუსლიმმა ქართველმა წმინდა გიორგის სიმბოლიკას აკოცოს?