საქართველო "პარლამენტში მოხვედრისათვის ნამდვილად ვეხმარებოდი......" - ვისზე საუბრობს ხათუნა ხოფერია 2022, 25 მაისი, 12:17 საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია "რესპუბლიკური" პარტიის ყოფილი წევრის, ანალიტიკოსის, დავით ზურაბიშვილის ფეისბუქსტატუსს პირად გვერდზე აზიარებს და მას საპასუხო პოსტითვე ეხმაურება:"ეს დათო ზურაბიშვილის პოსტია, რომელიც ერეკლე მეფეზე დაწერილ ჩემ პოსტს მიუძღვნა.ეს კი, ჩემი პასუხია, რომელიც კომენტარებში მივუწერე.Хатуна Хоперияდათო, გამარჯობა! დიდი ხანია არ შეგხმიანებივარ. ახლა ჩამიგდეს ეს პოსტი და გადავწყვიტე გიპასუხო.ეს მე დავწერე! ამ დილით. რა არ მოგეწონა? კელი დეგნანას რომ შევეხე? თუ დაკვეთა რომ მიიღო ბერძენიშვბილმა? ...და რამდენი ადამიანია საჭირო მოწმედ იმისა, რომ როდესაც დეგნანი ერეკლე მეფეს, როგორც რუსეთთან გაერთიანების ფუძემდებელს შეეხო, ბერძენიშვილმა ჰკითხა- თქვენ იცით ერეკლე მეფის შესახებო?... ეგ მოწმეები სულ თქვენები არიან, სულ თქვენები.ახლა, რაც შეეხება ჩემი მხრიდან ოცნების დაკვეთის შესრულებას... მე პოსტებს არავინ მიკვეთავს! სხვათაშორის, არც იმ პოსტებს, რომელსაც ოცნების სამარცხვინო გადაწყვეტილებებს ვუძღვნი.აი, რაც შეეხება არჩევნებში დახმარებას და გარკვეული ურეიტინგო კანდიდატის პარლამენტში მოხვედრისათვის საჭირო სამუშაოებს, 2018 წლამდე, ნამდვილად ვეხმარებოდი... თუმცა, ეგ შენც კარგად იცი... ღმერთმა შეგარგოს!...P.S.რაც შეეხება ინფუზორიების აღზევებას...შენგან განსხვავებით, მე ერთი დღეც არ ვყოფილვარ ამ ხელისუფლების სამსახურში"- წერს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში.165 შეფასება არ არის |