x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134534
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
უდეი ჰუსეინი: "ადამიანი", რომლის სისატიკე ჰიტლერსაც კი გააოცებდა


image
1988 წელს უდეი გახდა დიდი დიპლომატიური სკანდალის წამქეზებელი. ოფიციალური მიღების დროს, რომელსაც, კერძოდ, ეგვიპტის პრეზიდენტის სიუზან მუბარაქის მეუღლე ესწრებოდა, მან სადამის ერთ-ერთი თანაშემწე ცემით მოკლა. უდეიმ თანაშემწე მამის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში დაადანაშაულა, სხვა ვერსიით, ეს გამოწვეული იყო მამის ურთიერთობით Iraqi Airways-ის დირექტორის მეუღლესთან, რის გამოც ჰუსეინის უფროსმა ვაჟმა გადაწყვიტა დედისთვის შური ეძია. მძიმე თავიანი ხელჯოხით უდეიმ საჯაროდ სცემა პრეზიდენტის მსახური, რომელიც პასუხისმგებელი იყო საკვების მომარაგებაზე და ასევე ლამაზ ქალებს არჩევდა დიქტატორისთვის. სწორედ ამ მსახურმა გააცნო სამირ შაჰბანდარი ჰუსეინს და გახდა შუამავალი საყვარლებს შორის.

სადამ ჰუსეინმა პირადად გამოიძია საქმე, რომელშიც იგივე ქალბატონი შაჰბანდარი იყო ჩართული. საჯარო მკვლელობის შემდეგ, უდეის დედა შეესწრო უსიამოვნო ჩხუბს მამასა და უფროს ვაჟს შორის - განრისხებულმა სადამმა უდეი ციხეში ჩასვა, აპირებდა მის გასამართლებასა და სიკვდილით დასჯას მკვლელობის ბრალდებით. მან დაურეკა იორდანიის მეფე ჰუსეინს და სთხოვა დახმარებოდა ნათესავების შერიგებაში. მეფე მაშინვე გაფრინდა ბაღდადში, სადაც მოახერხა კონფლიქტის მოგვარება, მეფემ დაარწმუნა სადამ ჰუსეინი, რომ სამართლიანობის აღსადგენად დაესაჯა ვაჟი, მაგრამ არ მოეკლა იგი.

ასე რომ, უდეი ჟენევაში მოხვდა, სადაც თაღლითობითა და გამოძალვით იყო დაკავებული, სანამ შვეიცარიის ხელისუფლებამ მას ქვეყნის დატოვება არ მოსთხოვა. ამავდროულად, ოჯახური ურთიერთობები მსახურის მკვლელობის შემდეგ თანდათან გაუნჯობესდა (1990 წლის გაზაფხულზე უდეის უფლება მიეცა დაბრუნებულიყო ბაღდადში და დაეკავებინა თავისი ყოფილი თანამდებობები).

ქალები

სადამის უფროსი ვაჟი ცნობილი იყო ქალებისადმი დიდი "სიყვარულით". ახალგაზრდა ერაყელ გოგონებს იტაცებდნენ ქუჩებიდან და მიჰყავდათ უდეის სახლებში, სადაც მათ აუპატიურებდნენ. უდეი ცხენის ნალის გამოოყენებით U -ს ნიშანს ადებდა ქალებს, რომლებიც მის საწოლში ხვდებოდნენ. ეს მისი სახელის პირველი ასოა. თუ რომელიმე მათგანი მის გემოვნებას არ აკმაყოფილებდა, საუკეთესო შემთხვევაში აძევებდნენ. დიქტატორის ვაჟისთვის წინააღმდეგობის გაწევას სისხლიანი შედეგი მოჰქონდა.

ერთ დღეს უდეიმ უთხრა ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმართან, ერაყის არმიის კაპიტანთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რომ მისი ქმარი არაფერს წარმოადგენს და საკუთარი თავი შესთავაზა, მაგრამ ქალმა უარი უთხრა. მაშინ უდეიმ თავის ხალხს გოგონას წაყვანა უბრძანა, მაგრამ ქმარმა სცადა ცოლი დეცვა, რისთვისაც რამდენიმე დარტყმა მიიღო და ის დააპატიმრეს. ცოლი გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს, ქმარს კი სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ვითომ „სადმის ღალატისთვის“. კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა მეჯლისზე, სადაც უდეიმ ერთ-ერთ ოფიცერს სთხოვა, რომ მის ცლთან ცეკვის ნება მიეცა. მაგრამ ოფიცერმა უარი განუცხადა, უდეიმ კი ის ცემით სიკვდილამდე მიიყვანა. 1998 წელს უდეიმ გააუპატიურა ერაყის ერთ-ერთი პროვინციის ყოფილი გუბერნატორის 14 წლის ქალიშვილი, გაუბედურებულმა მამამ თავად "პრეზიდენტს" მიმართა და საპასუხოდ მიიღო ბრძანება, რომ ხმა არ ამოეღო ამ ინციდენტის შესხებ.

ყველაზე სკანდალური შემთხვევა მოხდა ბაღდადში იტალიელ მოდელ ბარბარა დი პალმასთან 2002 წლის აპრილში. იგი ერაყში მიიწვიეს კულტურულ ღონისძიებაზე - მოდის ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ სადამ ჰუსეინის შვილმა დაიწყო მისი და მისი შეყვარებულის შევიწროვება და მათთან სექსუალური კავშირის დამყარების სურვილი გამოთქვა. მოდელის თარჯიმანი ჰუსეინის შვილის გარემოცვამ დააშინა და ათმევინა, რომ თუ მის ნებას არ დაემორჩილებოდნენ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ.

პრეზიდენტის უფროს შვილს, მიუხედავად იმისა, რომ დაუსჯელი რჩებოდა, დროდადრო მამა მაინც სჯიდა.დიქტატორმა ერთხელ მისი გაროზგვა ბრძანა. პრეზიდენტის შვილს ასეთი მკაცრი სასჯელი დაეკისრა „უცხოელი ქალებისადმი უხამსი შეთავაზებების გამო. საგულისხმოა, რომ დარტყმები ფეხებზე მიაყენეს უდეის, რომელიც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ეტლით მოძრაობდა (ამის გამო, დიპლომატებმა ერაყის პრეზიდენტის შვილს ერთმანეთში "კოჭლი" უწოდეს. სადამი გაბრაზდა, როდესაც უდეიმ, ბაღდადის საუკეთესო სასტუმროს აუზში ბანაობის შემდეგ, დანიის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მეუღლე მიიწვია ღამის გასათევად.

სადამ ჰუსეინის ვაჟი ასევე ცნობილია იმით, რომ ის ტანკით მიდოდა თავის მრავალრიცხოვან საყვარლებთან. ბაღდადის ყველა სასტუმროდან იყვანდა უდეის ხალხი გოგონებს მისთვის მათ შორის ხშირად იყვნენ ესტრადის ვარსკვლავები. ერთი საყურადღებო დეტალი: უდეის ყველა "ახლო მეგობარი" ქალი (ტურისტებიც და პოპ-ვარსკვლავებიც) უცვლელად იღებდნენ მისგან საჩუქრად მდიდრული ვერცხლის სამაჯურებს.

ერაყში პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის დროს უდეი სხვაგვარად იქცეოდა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ამ კამპანიას. დამოუკიდებელი წყაროების ინფორმაციით, დაახლოებით 2000 წლიდან ერაყში „ზნეობრივი დაცემის წინააღმდეგ ბრძოლის“ დროშის ქვეშ, მათ დაიწყეს პროსტიტუციაში ბრალდებული ქალებისთვის თავების მოკვეთა. უდეი ჰუსეინის ბრძანებით, რეჟიმის ერთგულ მილიციას დაევალა დაეჭირათ ისინი, ვისაც მეძავებად ჩათვლიდნენ და სასამართლოსა და გამოძიების გარეშე მოეკლათ. თვითმხილველების თქმით, დაღუპულთა შორის ორსული ქალებიც იყვნენ.

ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ბაღდადში აღმოაჩინეს ქალთა საიდუმლო ციხე, რომელიც ერაყის ყოფილი პრეზიდენტის უფროს ვაჟს ეკუთვნოდა. იქ დაპატიმრებული იყვნენ გოგონები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ უდეის. ციხიდან 11 ქალი პატიმარი გამოიყვანეს - ოთხი შიმშილისა და წყურვილის გამო პატიმრობაში გარდაიცვალა.

თავად უდეი ცხოვრობდა ბაღდადში პრეზიდენტის სასახლეში და იქვე იყო სხვა სახლი მისი ჰარამხანისთვის. ამერიკელმა ჯარისკაცებმა ამ სახლებში იპოვეს ინტერნეტიდან გადმოწერილი პორნოგრაფიული ფოტოები, ასვე ყველა კედელზე ჩამოკიდებული იყო შიშველი ქალების ნახატები. მათ შორის იყო პრეზიდენტის ქალიშვილების, ჯენასა და ბარბარა ბუშის ფოტოებიც კი, რომლებიც სპორტდარბაზშია გადაღებული. შავ წიგნში ასობით ქალის სახელია. ასევე იყო სკოლის მოსწავლეების ფოტოები. ამავდროულად, ჯარისკაცებმა სასახლეში შეფუთვაში იპოვეს კუბური სიგარები მისი სახელით, დიდი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი, მოოქროვილი ავტომატი კალაშნიკოვი, ექვსი ჩემოდანი ჰეროინით 625 ათასი ფუნტი (დაახლოებით მილიონი დოლარი). ძვირადღირებული საათები და სხვა ქალების ფოტოები სპორტდარბაზებიდან.

სადიზმი

ვარაუდობენ, რომ უდეიმ მოკლა თავისი დამნაშავე მცველები მამის თვალწინ. გარდა ამისა, მის ანგარიშზე მეუღლის მკვლელობაა (სამიდან ერთ-ერთი). 1984 წელს უდეი ჰუსეინი დაინიშნა ერაყის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ, ასევე ერაყის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელად, სადაც მას საშინელი რეპუტაცია ჰქონდა. თითოეულ ერაყელ სპორტსმენს, რომელიც საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა 228 დოლარის ოდენობით მგზავრობის დაფინანსების მიღების უფლება ჰქონდა. აქედან, უდეიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა სპორტის ფედერაციას და ერაყის ოლიმპიურ კომიტეტს, თავისთვის 128 დოლარი აიღო. ოლიმპიური კომიტეტის ბიუჯეტის 85% თავის ჯიბეში ჩაიდო.

უდეიმ ოლიმპიური კომიტეტის შენობა სპორტსმენების საწამებლად გამოიყენა. დასავლეთში გაქცეულმა ერაყელმა სპორტსმენებმა უთხრეს უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ როდესაც გუნდი დამარცხდა, უდეიმ ფეხბურთელები ხელკეტებით აცემინა, ხიდებიდან გადაყარა და აიძულა გავარვარებულ ასფალტზე ეცოცათ. როგორც კი ერაყის ნაკრებმა წარუმატებელი მატჩი ჩაატარა, რამდენიმედღიანი წამების თავიდან აცილება შეუძლებელი გახდა. მატჩის დროს უდეიმ ჩანაწერები გააკეთა, სადაც დეტალურად წერდა, თუ რა სახის წამებას უნდა დაექვემდებაროს თითოეული მოთამაშე. მატჩის ბოლოს, "დამნაშავეები" (ხშირად ეს იყო მთელი გუნდი) იგზავნებოდა ოლიმპიური კომიტეტის შენობის სარდაფში, სადაც მათ წამების გრძელი დღეები ელოდათ. შეგროვებული ჩვენებების მიხედვით, ბაღდადის დაცემამდე ერაყში წამებით მოკლეს 50-ზე მეტი სპორტსმენი და თითქმის ყველა სიკვდილში მონაწილეობდა ერაყის პრეზიდენტის ვაჟი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გამოძიებამ მაშინ არ დაადასტურა ამ ბრალდებების ნამდვილობა, თუმცა, როდესაც სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაეცა, ამერიკელმა ჯარისკაცებმა იპოვეს სპორტსმენების წამების მრავალი იარაღი, მათ შორის შუა საუკუნეების, ასევე სპეციალური ციხეები დამნაშავე სპორტსმენებისთვის.

როგორც ყოველდღიური გაზეთის და ახალგაზრდული სატელევიზიო არხის მფლობელი, ასევე ერაყის ჟურნალისტთა კავშირის ხელმძღვანელი, ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას. ამან მას ერაყის მედიაზე დომინირებს საშუალება მისცა. მისი ყოფილი თანაშემწეები რადიოსა და ტელევიზიაში ამბობდნენ, რომ ის ხშირად ურტყამდა მათ ფეხებს რკინის წნელებს მცირე შეცდომის გამო - ბეჭდვითი შეცდომის ან სამსახურში დაგვიანების გამო. ყოფილმა თანამოაზრეებმა თქვეს თუ როგორ ბრძანა უდეიმ ორი სტუდენტის ლომებისთვის მიგდება. მათი თქმით, თავად უდეი იშვიათად უყურებდა სიკვდილით დასჯის სცენებს, მაგრამ ყოველ ჯერზე თავის ოპერატორს აგზავნიდა მათ გადასაღებად. მისი ბრძანებით სიკვდილით დასჯილთა ნეშტი ოჯახებს ეგზავნებოდა. უფრო მეტიც, თავები და სხეულის სხვა ნაწილები ტომრებით მიქონდათ ოჯახის წევრებთან.

კოალიციური ძალების მიერ ბაღდადის აღების შემდეგ, ჟურნალისტები ეწვივნენ "ერაყელი პრინცის" ერთ-ერთ სახლს, სადაც საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს. მათ შორის აღმოჩნდა გიგანტური გადამამუშავებელი მანქნის ინსტრუქცია. მას ჩვეულებრივ იყენებენ ცხოველების ნეშტების გადამუშავებისთვის, თუმცა, ABC-ის ცნობით, უდეი და მისი ძმა იყენებდნენ მას ცოცხალი ადამიანების "დასაფქვავად“.

უდეი ჰუსეინის მკვლელობის მდელობები

1996 წლის 12 დეკემბერს უდეზე განხორციელდა თავდასხმა. ჭორების თანახმად, ეს უდეის მიერ გაუპატიურებული გოგონების ნათესავების მიერ იყო ორგანიზებული. კამპუსის ირგვლივ სეირნობისას დაუდგენელმა თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს უდეის წითელ პორშეს. 8 ტყვია ტანისა და ფეხის მარცხენა მხარეს მოხვდა. ხერხემლის ერთ-ერთმა ჭრილობამ ქვედა კიდურების დამბლა გამოიწვია, რის შედეგადაც ის პარალიზებული იყო. შემდგომში, რამდენიმე ოპერაციის შემდეგ, მან მხოლოდ ხელჯოხით შეძლო სიარული. მკვლელობის მცდელობამ და ავადმყოფობამ საბოლოოდ დაასამარა უდეის შანსები გამხდარიყო მამის მემკვიდრე. სადამ ჰუსეინის უშალო ფავორიტი გახდა მისი უმცროსი ვაჟი - კუსეი.

დაღუპვა

ომის დაწყებამდე, 18 მარტს, ჯორჯ ბუშმა სადამ ჰუსეინს ულტიმატუმი წაუყენა, მოსთხოვა გადამდგარიყო და შვილებთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა. ამის საპასუხოდ, უდეიმ ტელევიზიით განაცხადა, რომ სინამდვილეში წინადადება სულ სხვაგვარად უნდა ჟღერდეს: რომ პრეზიდენტი ბუში უნდა "გადადგეს". ერაყის პრეზიდენტის შვილმა ამერიკის პრეზიდენტის ფიგურას „არასტაბილური“ უწოდა და თეთრი სახლის დატოვება ურჩია. "წინააღმდეგ შემთხვევაში ერაყში ამერიკელ ჯარებს ყველაზე სისხლიანი ბრძოლის გამართვა მოუწევთ" - აცხადებდა ის. უდეი ჰუსეინმა გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ ერაყზე თავდასხმა გააფართოვებს ომის სფეროს, რომელსაც ზოგიერთი ისლამური ქვეყანა აწარმოებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ. უდეის თქმით, "ვინც მათ თავს დაესხმება, ატირდება და მისი ცრემლები არასოდეს დასრულდება... ის დაკარგავს რწმენას, რომ უსაფრთხო ადგილი არსებობს მისთვის."

მეორე დღეს არაბულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადამ ჰუსეინმა დააპატიმრა თავისი უფროსი შვილი და დაცვის ქვეშ გაგზავნა "თათრის" საპრეზიდენტო კომპლექსში. დაკავების მიზეზი გახდა უდეი ჰუსეინის ფარული მცდელობა იორდანიელებთან მოლაპარაკებისა ამანში გაქცევის თაობაზე. 31 მარტს, ომის დაწყებიდან პირველად, მსოფლიომ იხილა სამხედრო სარდლობის სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სადამ ჰუსეინი - მას ესწრებოდნენ უდეი და მისი უმცროსი ძმა კუსეი. ერთი კვირის შემდეგ, 6 აპრილს, ერაყის ტელევიზიამ ბოლოჯერ გაუშვა უდეის ვიდეო ჩანაწერი პირდაპირ ეთერში. სადამის რეჟიმის დამხობის შემდეგ უდეი მამასთან, ძმასთან და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად ერაყში გაუჩინარდა. მასზე, ისვერე როგორც ხსვა მრავალზე დაიწყო ნადირობა.

2003 წლის 22 ივლისს ცნობილი გახდა მათი ადგილსამყოფელი შეიხ ნავაფ ზეიდანის სასახლეში, მოსულში. ქურთმა მამხილებელმა, რომელმაც მათი მდებარეობა გათქვა, 30 მილიონი დოლარი მიიღო. განგაშის დროს, Task Force 20, საიდუმლო სამხედრო ნაწილი გადაისროლეს ქალაქში, ამ ნაწილში შედიან: CIA-ს ოფიცრები, სპეცრაზმის ჯარისკაცები - დელტას ქვედანაყოფი და საზღვაო ძალები. სპეცოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ შეერთებული შტატების 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის მედესანტეები.

ვილაში მიმალულებმა მათ სასტიკი წინააღმდეგომა გაუწიეს. თუ ვიმსჯელებთ იმ კადრებით, რომლის გადაღებაც ტელეკომპანია Al-Arabiya-მ მოახერხა, ვილაში დამალულები თავდაცვისთვის საერთოდ არ ემზადებოდნენ: მაგიდაზე შოკოლადები იყო მიმოფანტული, მცველებს კი ჩუსტები ეცვათ.

ოპერაცია ექვს საათს გაგრძელდა. თავად თავდასხმა დაიწყო დანებების შეთავაზებით, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. როდესაც სპეცრაზმი სახლს მიუახლოვდა, მათ ყუმბარები დაუშინეს და ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური შაშხნებიდან. დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი - სამი კიბეზე და ერთი სახლის წინ. ამერიკელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. . გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი კვლავ ცდილობდნენ შენობაში შესვლას, მაგრამ ვლავ ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ და უკან დაიხვა მოუხდათ. ამის შემდეგ ამერიკელმა ჯარისკაცებმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები დაუშინეს სასახლეს. ამ დაბომბვის შედეგად დაიღუპა უდეი, მისი ძმა კუსეი და მათი მცველი. ამერიკელებმა უდეისა და კუსეის ცხედრები ვერტმფრენებში აიტანეს და მოსულიდან ბაღდადის აეროპორტში წაიღეს. უდეი, კერძოდ, მკვლელობის მცდელობის შედეგად დარჩენილი ნაწიბურით ამოიცნეს.

იმის შიშით, რომ სადამს ვაჟების სამარხი შესაძლოა მომლოცველების ცენტრად და წინააღმდეგობის სიმბოლოდ ქცეულიყო, ამერიკის ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევდა მიცვალებულთა ცხედრებს ნათესავებს. მხოლოდ ორი კვირის შემდეგ, ყველა ტრადიციის საწინააღმდეგოდ, ნეშტის ნარჩენები დამარხეს (ქალაქ ტიკრიტიდთან, სადამ ჰუსეინის დაბადების ადგილი). ყველა საფლავი ერაყის ეროვნული დროშით იყო დაფარული. დაკრძალვის წინა დღეს აშშ-ს ხელისუფლებამ ბრძანა, რომ დაკრძალვას 150 ადამიანზე მეტი არ უნდა დასწრებოდა.

6
413
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
413
  
2022, 25 მაისი, 11:18
აი ამათ ებრძოდნენ ამერიკელები ერაყში.
2022, 25 მაისი, 9:56
შოკირებული ვარ
2022, 24 მაისი, 17:55
თაისებური ქარიზმა აქვთ და ესაა მიზეზი.
2022, 24 მაისი, 17:45
საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ ასეთ ადამიანებს ეძლევათ ძალაუფლება... ვერ გამიგია რატომ ხდება ასე.
2022, 24 მაისი, 17:43
ფსიქიურად არამდგრადი ტიპი იყო, აქედან გამომდინარეობდა მისი სადისტური მიდრეკილებები.
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის.
0 1 6