ფსიქოლოგია "როგორ აკადრა ამ ბო**აო, კარგი ქალი რომ ყოფილიყო, მშობლები კი არ გამოაგდებდნენ სახლიდანო"-მაია ცირამუა 2022, 24 მაისი, 15:46
„როგორ აკადრა ეს ამ ბოზმაო. სხვის ნაბუშარს აზრდევინებდა და ციხეში როგორ ჩაასმევინაო; ციხიდან გამოსულს რაღას ერჩოდა, რატომ შეჰკივლა შიშით მის დანახვაზე და ბავშვიც დაზაფრა, გამზრდელი მამა როგორ შეაძულაო; კარგი ქალი რომ ყოფილიყო, მშობლები კი არ გამოაგდებდნენ სახლიდანო; წესიერ ქალს ქმარი როგორ სცემდაო, ალბათ თავის კაი-ქალობას არ იშლიდაო, ეტყობა ჭკუიდან გადაიყვანა ეს უენო კაციო; ღირსი იყო და მოკლაო.... ღირსი იყო და მოკლაო.... ღირსი იყო და მოკლაო.... რას აღარ ლაპარაკობდნენ ქალაქში. სინამდვილეში ხალხი ხოცავს ამ ქალებს. ქმარი კი დაქირავებული მკვლელიაო – ფიქრობდა ლორა. p.s. ეს, არცერთ კონკრეტულ, ფემიციდის მსხვერპლ ქალზე არ დამიწერია. უბრალოდ, ასე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი“, - წერს ცირამუა. მაია ცირამუამ დაიწუნა განათლების სამინისტროს ინიციატივა, პირველ კლასელებში სავალდებულო ჭადრაკის სწავლის შესახებ. თუ რატომ, მან სოციალურ ქსელში განმარტა: "ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება - ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა - მთლად საოცრებაა ! კარგია მუსიკალურ საკრავებთან შეხებაც. რაც უფრო მეტი რამე “გამოსდის ხელიდან”, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას - პროცესზე ორიენტირებას … ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ - ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ." 393 3-ს მოსწონს
|