ტექნოლოგიური სიახლეები "ჩვენზე თვალთვალი სურთ" - ყაზახეთში მასობრივად ანადგურებენ საზღვარგარეთის პასპორტებს(ვიდეო) 2022, 24 მაისი, 14:07 ![]() "ჩვენ გვითვალთვალებენ!" – უცებ დაასკვნეს "ზეამოაზროვნეებმა" და საბუთი დახიეს. მათი პანიკა სხვებსაც გადაეცა და წავიდა დომინოს პრინციპი. ყაზახეთში მასობრივი ისტერია დაიწყო უცხოური პასპორტებზე. ხალხმა დოკუმენტის უკანა ყდის დაშლა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პასპორტში მეხსიერების ბარათი(ჩიპი) იყო ჩადგმული, რათა მისი მფლობელს საზღვარგარეთ თვალყური ადევნონ. ![]() ელექტრონულ ციფრულ მეხსიერების ბარათი მოიცავს მფლობელის გვარს, სახელს, მამის სახელს, დაბადების თარიღს, წელს და ადგილს, ინდივიდუალურ საინდიფიკაციო ნომერს, ფოტოს და ელექტრონული ციფრული ხელმოწერას, იგივე ინფორმაციას, რომელიც წარსულში .ციფრული ეპოქის დადგომამდე იყო. უბრალოდ ეს ვარიანტი მნიშვნელოვნად ამარტივებს პირის იდენტიფიკაციას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პროცედურას. თუ ვინმე ჰგონია, რომ პასპორტებთან დაკავშირებული ისტერია დასრულდა, მწარედ სცდება - უცხოური პასპორტების დაგლეჯვის "ჩელენჯმა"მოლდოვაშიც მიაღწია. საინტერესოა, დსთ-ს სხვა რომელი ქვეყნების ტვინგაყინული მაცხოვრებლები შეუერთდებიან ამ სიგიჟეს? ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოშიც 2011/2012 წლებში ბიომეტორიულ პასპორტებზე ID ბარათებზე მსგავსი ისტერიკა იყო ატეხილი, ეკლესიის აზრით ეს იყო "აპოკალიფსური ანტიქრისტეს ბეჭედი", რომლის მიზანია ადამიანზე "ტოტალური კონტროლი"აი მაშინდელი ტიპიური პოსტი: "ხალხო, ახლა კურიერზე გავიდა, რომ საქართველოს უმზადებენ ჩიპიან, ბიომეტრიულ პასპორტებს! ხალხო თვალი გაახილეთ ეს ზუსტად ის არის რასაც ამდენი ხანი წინასწარმეტყველებდნენ! მსოფლიო ბატონობა იწყება! ახლოს არის მეორედ მოსვლა! ჩვენს ნიშანდადებას ცდილობენ და ჩიპები ამიტომ შემოაქვთ! ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიასო!უარი თქვით ამ პასპორტის მიღებაზე!ღმერთს ებარებოდეთ" 393 2-ს მოსწონს
|