x
image
ქეთეონე
“დასავლეთი გვაპიდარასტებს”,  “ქართული მიწა არ იყიდება”,  “თურქეთი ოკუპანტია”, “დავით გარეჯი ოპოზიციამ გაყიდა” - ეს რუსული ლოზუნგებია" - თამარ ჩერგოლეიშვილი

image

"რუსეთის ამოცანა დასავლური ლიბერალური დემოკრატიისკონსოლიდაციისთვის ძირის გამოთხრა და საქართველოს რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვებაა", - ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმითვე, რუსული პროპაგანდა სწორედ ამას ემსახურება.


"შარშან ვარლამის მოკავშირეებთან ვიყავი იგივე დისკუსიაში. წელს ვარლამის მემარცხენე მოკავშირეებისთვის გვიწევს იგივეს ახსნა. “დასავლეთი გვაპიდარასტებს”, “ქართული მიწა არ იყიდება”, “თურქეთი ოკუპანტია”, “დავით გარეჯი ოპოზიციამ გაყიდა” - ეს რუსული ლოზუნგებია.


რუსულია არა იმიტომ, რომ ქართველებში ამ ლოზუნგებს საყრდენი არ აქვს! რუსულია სწორედ იმიტომ, ქართველებში საყრდენი აქვს. რუსეთი ყოველთვის რეალურ შიშებს კულტივირებს - როცა სხვა შიშები იყო რეალური, მაშინ სხვა შიშებს კულტივირებდა - “ეკლესიებს ანგრევენ”, “ტრადიციებს გვართმევენ”.



რუსეთის ამოცანა დასავლური ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის ძირის გამოთხრა და საქართველოს რუსეთის გავლენის სივრცეში დატოვებაა. რუსული პროპაგანდა სწორედ ამას ემსახურება. ბუნებრივია, ენერგეტიკაც, პროპაგანდასთან ერთად, ჰიბრიდული ომის ერთერთი კომპონენტია. რასაც მე ვწერ, ეს საშუალოდ განათლებული ადამიანისთვის არის იმდენად ნათელი და ცნობილი, წერა არც უნდა მჭირდებოდეს.


მაგრამ, როგორც მოგეხსენებათ: “სიმართლეს ჯერ დასცინიან. შემდეგ სასტიკ წინააღმდეგობას უწევენ. ხოლო შემდეგ, იღებენ, როგორც თავისთავად ცხადს”.


ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება: ან პროტესტის ლიდერები ისარგებლებენ მედიის ყურადღებით და ზემოხსენებულ ლოზუნგებთან დაკავშირებით კითხვებს ძალიან მკაფიო პასუხებს გასცემენ. ან არ გასცემენ და შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ."- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

0
114
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0