x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
აი, როგორია ქალის იდეალური სხეული (+13)
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.



image



ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური კრიტერიუმიც კი, რაც ყველა მამაკაცს მოეწონება ქალში. ყველას საკუთარი გემოვნება და პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ერთადერთი, რაც მათ გემოვნებაში უცვლელი რჩება, ქალი უნდა იყოს მოვლილი.



მამაკაცების გაგებით, ქალის სილამაზე არის სხვადასხვაგვარი, ზოგ შემთხვევაში - კომპლექსური იმიჯი. მათი უმეტესობა გარკვეულ კრიტერიუმებს ანიჭებს უპირატესობას, გარკვეული არაესთეტიკური ნიშნები ქალის გარეგნობაში კი აძლევთ მათ საშუალებას, განიხილონ, როგორც უარყოფითი მხარეები.





მისი გადაღების ობიექტები, ყოველთვის ქალები იყვნენ: "როდესაც ვიღებ ქალს, მინდა, რომ მან იცოდეს, რომ ის ყველაზე ლამაზი არსებაა დედამიწაზე"- ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი ჟან ფრანსუა ჟონვილი (Jean-François Jonvelle), რომელიც 1943 წელს საფრანგეთში, კავაიონში დაიბადა. 20 წლის ასაკში, ის უკვე ცნობილი მხატვრის და ოსტატის რიჩარდ ავედონის ასისტენტი იყო, რის შემდეგაც უკვე დამოუკიდებელ ფოტოგრაფად დაიწყო მუშაობა.



1998 წელს გამოვიდა მისი ალბომი სახელწოდებით "აივნები" და ალბომი ფაქტობრივად დეკოლტეს ენციკლოპედიად იქცა. თავად მხატვარი კი საკუთარ თავს უწოდებდა "სენტიმენტალურ სექსუალურ მანიაკს", რადგან მისი ძირითადი ობიექტი ქალი და მისი სხეული იყო. მას შეეძლო ქალში დაენახა ის სილამაზე, რომელსაც სხვა ვერავინ ხედავდა.



მუშაობის დროს ფრანსუა იყენებდა SLR კამერას, რადგან დიდი დიაფრაგმა საშუალებას იძლეოდა ბუნებრივი შუქი დაეფიქსირებინა. ასევე, არ იყენებდა ე, წ "სპიშკას" (განათებას) და შტატივს, მხოლოდ წამზომს 1/15 წამამდე.



ჟან ფრანსუა ჟონვილი 58 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც სიმსივნე დაუდგინდა, 15 დღეში გარდაიცვალა.




გთავაზობთ ჟან-ფრანსუა ჟონვილის შავ-თეთრ პორტრეტებსა და ნიუ ფოტოებს, ანუ ფოტომასალას, რომელიც სავსეა ქალის სექსუალურობით, სილამაზითა და ეროტიზმის ატმოსფეროთი.




აი როგორია ქალის იდეალური სხეული



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



0
516
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
516
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0