სხვა "გავიგოთ, რა საწამლავს ასხამენ ღამღამობით ბოლო-ბოლო!" - რა ვიდეოს ავრცელებს ხატია სიჭინავა? 2022, 23 მაისი, 21:42
"გავრცელდა ვიდეო, სადაც ღამე უცნობი ადამიანები მთლიანი ეკიპირებით, ისე რომ წერტილიც არ უჩანთ არსად, წამლავენ საბავშვო მოედინება და სკვერებს! მოქალაქის კითხვაზე რას აკეთებენ შუაღამისას, პასუხობენ, რომ პესტიციდებს წამლავენ!!!
სკამებს და ირგვლივ ყველა საგანს ასევე თურმე პესტიციდებზე წამლავენ!!! თუ ვინმემ სადმე მსგავსი ფაქტი შეამჩნიეთ, აუცილებლად მოხსენით სახიდან ნიღაბი და გვაჩვენეთ ვინ არიან, რომ ჩვენც გავიგოთ რა საწამლავს ასხამენ ღამღამობით ბოლობოლო!!!"-წერს სოციალურ ქსელში ხატია სიჭინავა და ვიდეოს აზიარებს, რომელსაც მიწერილი აქვს "სავარაუდოდ მაიმუნის ყვავილის ხელოვნურად გავრცელება თბილისში" თბილისის მერია დედაქალაქის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს და აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც თბილისის სკვერებში ხე-მცენარეების შეწამვლის პროცესია ასახული. აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოების ნაწილის ინტერესი გამოიწვია - იწვევს თუ არა შეწამვლის პროცესი ტერიტორიის დაბინძურებას. გაცნობებთ, რომ მცენარეების შეწამვლა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომელიც ბოლო წლებია დედაქალაქში რეგულარულად ხორციელდება. ეს ხე-მცენარეებსა თუ ბუჩქოვან მცენარეებს სხვადასხვა მავნებლებისგან და დაავადებებისგან იცავს. წამლობის მეთოდიკა და შესაბამისი ნივთიერებები კვალიფიციური სპეციალისტების რეკომენდაციით შეირჩევა. ყველა პრეპარატი აპრობირებულია საერთაშორისო დონეზე, ასევე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოში რეგისტრირებული პესტიციდების ნუსხაშია წარმოდგენილი. წამლობა ხორციელდება ღამის საათებში, როდესაც გამწვანებული ზონები დამსვენებლებისგან დაცლილია. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოების წარმოების დროს იყენებენ სპეციალურ აღჭურვილობას, რადგან მათ ყოველდღიურად უშუალო შეხება აქვთ პრეპარატებთან, როგორც შეწამვლის დროს, ასევე გაზავებამდე, როდესაც ისინი მაღალი კონცენტრაციისაა. „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ თბილისის მცენარეული საფარის წამლობა, გარდა ზამთრის სეზონისა, მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს. აქამდე არ დაფიქსირებულა ადამიანისა თუ ცხოველის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების არცერთი შემთხვევა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წამლობის პროცესის შეფერხება ან შეწყვეტა გამოიწვევს შეუქცევად პროცესებსა და თბილისის მცენარეული საფარის დიდი ნაწილის განადგურებას”, - აღნიშნულია ინფორმაციაში. **************************************************** პესტიციდები - ქიმიური ან ბიოლოგიური საშუალებებია, რომლებიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, ასევე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის. მოსავლის აღების წინ მცენარეთა ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები), მცენარეთა ფოთლების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, ნიადაგის, მცენარეთა და ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული სხვა პროდუქტების გაუსნებოვნებისათვის. აგროქიმიკატი - სასუქები, ქიმიური მელიორანტები, აგრომადნეულები, საკვები დანამატები, რომლებიც გათვალისწინებულია ნიადაგების გასანოყიერებლად და მცენარეთა კვებისათვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო. აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის შემოტანა, რეალიზაცია, წარმოება, გამოყენება და მიმოქცევა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. 512 4-ს მოსწონს
|