x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"არავინ ამართლებს ძალადობას, არავინ არის ამ საშინელი საქციელის მომხრე" - პეტრე კოლხი
image

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) უკრაინაში სასულიერო პირის მიმართ მომხდარი ინციდენტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, სადაც მამაოს ბრილიანტოს მწვანე შეასხეს სახეზე და წერს, რომ ასეთი საქციელი არაქრისტიანულია.


"არავინ ამართლებს ძალადობას, არავინ არის ამ საშინელი საქციელის მომხრე… არ არის ეს ფოტო და ქმედება მოსაწონი… ჩვენ ყველა ვგმობთ რუსეთისგან უკრაინელების წამების ფაქტს და ჩვენც იგივე ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ რუსეთს…


მაშინ არც ჩვენ ვიქნებით უკეთესი ქრისტიანები!… გავიგე, რომ მძიმე მოსასმენია, როცა რუსეთს ვიღაც წმინდას და მართლმადიდებელს უწოდებს, მაგრამ ასე მოქცევა მაინც არ არის ქრისტიანული… ძველი აღთქმის მიდგომაა, “კბილი კბილისა წილ, თვალი თვალისა წილ”… ახალ აღთქმაში კი ქრისტემ გვასწავლა “მიუტევე, რამეთუ მოგეტევოს”…



დიახ, ჩვენ არ მოგვწონს რუსეთის აგრესიული რელიგია და მათი ქრისტიანული მიდგომები, მაგრამ ჩვენ უარესად არ უნდა მოვიქცეთ… ბოროტებას მხოლოდ სიკეთით, რწმენით, ლოცვით და უფალზე მინდობით მოვერევით!.."


ქალაქ სტარი ლვოვსკში აქტივისტებმა მოსკოვის საპატრიარქოს ლუბიანსკის სასულიერო პირს ბრილიანტის მწვანე შეასხეს.

image
0
98
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0