x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
47 წლის ცოლის მკვლელს მესამედ უთხრეს უარი შეწყალებაზე
image

მკვლელს, რომელმაც ცოლი მოკლა, დაანაწევრა და სხეულის ნაწილები სხვადასხვა ადგილას გადაყარა 24 წლის წინ, მესამედ უთხრეს უარი ვადამდელი პირობით გათავისუფლებაზე.


47 წლის მიტჩელ კუის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც მან დაახრჩო 21 წლის ლინსი კუი 1998 წელს და შემდეგ მიმოფანტა მისი სხეულის ნაწილები მთელ საუთპორტში, მერსისაიდი. იგი დააპატიმრეს 2001 წლის იანვარში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, სასჯელის მინიმუმ 17 წლის მოხდის შემდეგ პირობით გათავისუფლებაზე განცხადების შეტანის უფლებით.

image


მაგრამ პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ კიდევ ერთხელ უარყო მისი ციხიდან გათავისუფლება იმის გამო, რომ კუი იყო "აგრესიული სხვების მიმართ" და " ნარკოტიკებში ჩართულობით"გამოირჩეოდა.


სანამ მისი მეუღლის გაუჩინარებას იძიებდნენ, კუი კატეგორიულად უარყოფდა ცოლის გაუჩინარებაში რაიმე მონაწილეობას.


მკვლელმა ჯერ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ლინსი დაკარგული იყო და რომ იგი დაუკავშირდა კიდეც მას და მის ორ შვილს. მისთვის 2000 წლამდე მეუღლის მკვლელობაზე ბრალი არ წაუყენებიათ.


კუის ძმა, ელიოტი დაეხმარა ლინსის სხეულის ნაწილების დამალვაში ზღვისპირა ქალაქში, რის გამოც მოგვიანებით მიესაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა. მისი დანაწევრებული ტანი იპოვეს დალუქულ შავ ნაგვის ტომარაში სოუტპორტის ბაზრობის მახლობლად, ხოლო მსხვერპლის ხელები და ფეხები, ასევე კონტეინერებში გახვეული, იპოვნეს ბუჩქებში, რკინიგზის ხაზის მახლობლად, ნახევარ მილის მანძილზე.სტემფორდ როუდში, ნირკდეილში, სადაც ცხოვრობდა წყვილი.

image

პირობით ვადამდე გათავისუფლების მოსმენის შემდეგ გადაწყვეტილების შეჯამების დროს ნათქვამი იყო რომ, "ანგარიშებში მოცემულია საჩივრებზე დაფუძნებულ ინციდენტების შესახებ, " მიუხედავად, იმისა, რომ ზოგიერთ სფეროში პატიმარს გაუმჯობესება ეტყობოდა, წერს Liverpool Echo.

image

0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0