საქართველო არჩევნები საქართველოში-რას წერს BBC ჩვენზე 2012, 21 სექტემბერი, 16:07 ძალზე საინტერესო სტატიას გადავაწყდი BBC-ის ინტერნეტ გამოცემაში, ავტორი ვინმე დემიენ მაკტინესია, ვფიქრობ, ბევრ საყურადღებო ფაქტებს აღმოაჩენს მკითხველი ამ სტატიაში.საუბარია ორ ძირითად მოწინააღმდეგე ძალაზე "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება." წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ნაწყვეტს სტატიიდან-"საქართველოს მთავრობამ დაიქირავა 3 ამერიკული ლობისტური კომპანია, რომლებმაც უნდა შექმნან უზრუნველყოფილი ქვეყნის იმიჯი, საქართველოს მთავრობის კაბინეტს ეს 1.83 მილიონი დოლარი უჯდება წელიწადში."....."ოპოზიციის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კომპანია, ბოლო მონაცემებით თვეში 1 მილიონი დოლარი უჯდება, კონსულტანტები და 18 ლობისტური ფირმები აყვანილი ჰყავთ ევროპიდან და ამერიკიდან."...."ეს სიტყვების ომი მოწინააღმდეგეებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ იმ ქვეყანაში, სადაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია."....."მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ცდილობს, რომ საქართველო წარმოუდგინოს დასავლეთს როგორც მებრძოლი ქვეყანა, რომელსაც სურს განთავისუფლდეს საბჭოთა წარსულიდან და შევიდეს ნატოში;ის ეწინაარმდეგება რუსეთს, რომლის აგრესიის მსხვერპლი გახდა 2008 წელს, ასეთი წარმოდგენები გათვლილია იმაზე, რომ ევროპელმა და ამერიკელმა კანონმდებლებმა ადვილად მიიღონ და მართონ სააკაშვილი"...."ევროპელი პოლიტიკოსები ივანიშვილის მხარეზე გადავიდნენ, ამასწინდელ ევროპარლამენტის დებატებში, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციის დაშინება ხდება ხელისუფლების მხრიდან...." 507 4-ს მოსწონს
|