x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"უგემოვნოები და ვულგარულები" - გლუკოზას და ბუზოვას შიშველი კაბები განსჯის საგანი გახდა (ფოტო)
image

ჩაცმული „შიშველი ქალი" ხშირად საერთოდ არ გამოიყურება სექსუალურად.


მომღერალ ნატალია იონოვას, პოპ-სამყაროსთვის ცნობილი როგორც "გლუკოზას", როგორც ჩანს სხვა გამოსავალი აღარ აქვს, რომ როგორმე ყოფილი პოპულარობა შესანარჩუნოს და ფსონს სექსუალურ ეპატაჟზე დებს.


ასე მაგალითად, მუსიკალურ ფესტივალზე "Жара" ნატალია სრულიად გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა, რომელიც სხეულის ინტიმურ ნაწილებს არც უფარავდა. პრინტის სახით ტანსაცმელზე ცეცხლის ალები იყო დატანილი, რაც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მომღერალს გრილზე წვავენო.


image

ასეთი თამამი ჩაცმულობით, იონოვამ აჯობა ოლგა ბუზოვასაც კი, რომელმაც ასევე გადაწყვიტა ამ ღონისძიებაზე შიშველი გამოცხადებულიყო.


წითელ ხალიჩაზე თითქმის შიშველი გლუკოზის დანახვის შემდეგ მომხმარებლები დაბნეულები დარჩნენ და დაასკვნეს, რომ ჯობდა ფესტივალზე სრულიად შიშველი მოსულიყო, ვიდრე ასე ნახევრად შიშველი.


იონოვას იმიჯს "ვულგარული" და "იაფფასიანი" უწოდეს, თან დასძინეს, რომ გლუკოზას კაბა სულაც არ გამოიყურება სექსუალურად.


დაჯილოდებაზე მოსულმა მომღერალმა ოლგა ბუზოვამაც გამოიჩინა თავი საკუთარი სიშიშვლით.


მან შეარჩია შავი ქვედაბოლო და გამჭვირვალე ზედა. საერთოდ ეს კაბა გათვალისწინებულია როგორც შიდა სამოსის დამატება მეორე ფენის სახით. თუმცა, ბუზოვამ გადაწყვიტა ყველაფერი ისე დაეტოვებინა, როგორც არის, მკერდი კი გულის ფორმის შავი სტიკერებით დაიფარა.

image

მომღერლის გულშემატკივრებმა არ დააფასეს მისი თამამი იმიჯი, უწოდეს მას ვულგარული და უსაყვედურეს კიდევას ბუზოვას უგემოვნობის გამო.


კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი ავადმყოფობის და რეაბილიტაციის შემდეგ Жара Music Awards 2022-ზე გამოცხადდა მომღერალი МакSим-ი რომელმაც საბოლოოდ გაიუმჯობესა ჯანმრთელობა. ჰიტის "Знаешь ли ты" შემსრულებელმა უკვე გამოუშვა დუეტები იგორ გრიდთან და დიმა ბილანთან ერთად, თუმცა მის ძველ სიმღერებზე. მალე მისი ახალი სიმღერაც გამოვა. მარინა მაქსიმოვა ასევე ემზადება თავისი სოლო ალბომისთვის.


image


0
523
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0