ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. თუმცა, ჰოლივუდის მსახიობები პროცესის მთავარი ვარსკვლავები აღარ არიან. შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე დეპის ადვოკატმა კამილა ვასკესმა - მას ქსელში ენერგიულად განიხილავენ და ბევრი მომხმარებელი დარწმუნებულიც კია, რომ მას და დეპს რომანი აქვთ. დასკვნა კი იქიდან გამოიტანეს, რომ კამერის წინ ისინი თავისუფლად, მეგობრულად ურთიერთობენ და ფიზიკურ კონტაქტსაც არ გაურბიან. ვიდეოებიც კი გამოჩნდა, სადაც ისინი გახარებულები ერთმანეთს ეხვევიან.
თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია და როგორც ინსაიდერმა განუცხადა გამოცემა ET-ს, ეს ჭორებიუსაფუძვლოა და 100%-ით არ შეესაბამება რეალობას.
ერთ-ერთმა რეპორტიორმა ვასკესს პირდაპირი კითხვაც დაუსვა, თუმცა მან მხოლოდ გაიღიმა და კომენტარი არ გააკეთა.
ვასკესი, კალიფორნიის საადვოკატო ფირმის Brown Rudnick-ის თანამშრომელი, ყურადღების ცენტრში მოექცა ორშაბათს, როდესაც მან დაიწყო ემბერ ჰერდის ჯვარედინი დაკითხვა. რის შემდეგაც, სხვა საკითხებთან ერთად, გაირკვა, რომ ჰერდმა ჯონი დეპისგან განქორწინების შემდეგ მიღებული 7 მილიონი დოლარი, როგორც პირობა დადო, ქველმოქმედებისთვის არ გადაუცემია. თუმცა მანამდე ყველგან ირწმუნებოდა, რომ თანხა სრულიად გადაეცა სხვადასხვა ფონდებს.