x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალმა საცვლები გაფინა გასაშრობად, დილით კი მეზობელმა ...
შარლოტა ვილკინსონი მეუღლესთან, ვაჟიშვილთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, პატარა სოფელში, სახელად სტოკანტაიგედი. ოჯახი საკუთარ კერძო სახლში ცხოვრობს ბედნიერად. სახლის უკან მათ ხეხილიანი ბაღი, ქვიშისა და სათამაშო მოედანი აქვთ, სადაც თავისუფალ დროს ისვენებენ. შარლოტა საკუთარ ეზოს ასევე სარეცხის გასაფენად იყენებს. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ დიასახლისი საცვლებსაც გარე პერიმეტრზე, მზეზე, ღია ცის ქვეშ აშრობს.



image



ერთ დღეს, ჩვევისამებრ, შარლოტამ მოამთავრა საოჯახო საქმები, დარეცხა სარეცხი, მათ შორის საცვლები და ეზოში გაფინა. მეორე დილას კი სარეცხის თოკზე საცვლები აღარ დახვდა. წარმოუდგენლად მიიჩნია, რომ ვინმეს შეეძლო მათ ეზოში შეპარვა და მისი საცვლების მოპარვა, რომლებიც თოკზე შრებოდა. გაურკვეველი სურათის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეზოს შესასვლელ კართან მის "გაფიჩხულ" საცვლებთან ერთად დაკეცილი ფურცელი ეგდო. შარლოტამ აიღო ფურცელი, გაშალა და წაიკითხა შემდეგი ჩანაწერი: „აბსოლუტურად მიუღებელია თქვენი საცვლების სხვებისთვის დემონსტრირება. თქვენი ბაღი არის დაწყებითი სკოლის გვერდით და ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი წევრი უბრალოდ არ ითხოვს, არამედ დაჟინებით მოითხოვს, რომ შეწყვიტოთ ამის კეთება. მადლობა გაგებისთვის".


image



სამწუხაროდ, წერილი ხელმოწერილი არ იყო, ამიტომ შარლოტამ ვერ გაარკვია, თუ რომელი მეზობელი იყო ამ ამბით უკმაყოფილო. შარლოტას ქალიშვილმა კრისტინამ ეს ამბავი უშედეგოდ არ დატოვა, საცვლებს ფოტო გადაუღო და მეზობლის წერილთან ერთად საკუთარი პოსტი შემდეგი ტექსტით დაურთო - "გასაოცარია, თუ როგორი თვალთმაქცია ვიღაც, რომელიც ჩემს სოფელში ჩემს მეზობლად ცხოვრობს. ის, ვინც დედაჩემს დღეს დილას ეს წერილი დაუტოვა, ჩამოხსნა მისი საცვლები და ძირს დაყარა. აქამდე არ მეგონა თუ საკუთარი სახლის, ასევე საკუთარ უკანა ეზოში სარეცხის გაფენა აკრძალული გვქონდა".



image
image


ბევრმა ადამიანმა, ვინც კრისტინას პოსტი ნახა, შარლოტას ოჯახს მხარი დაუჭირა და იქვე რჩევაც მისცა, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტი და გამჭვირვალე საცვლებიც გამოეფინა, რათა შური ეძია უტიფარ მეზობელზე. აბსურდულია ფაქტი, რომ ვიღაც მხოლოდ იმისთვის შეიჭრა სხვის ეზოში უკანონოდ და ჩამოხსნა შარლოტას საცვალი, რათა მისთვის ჭკუა ესწავლებინა. ხალხმაც აბსურდულად მიიჩნია ფაქტი.






3
299
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
299
  
2022, 1 ივნისი, 23:30
ეს თავისთავად, კერძო საკუთრება კერძო საკუთრებაა.
მე ქალაქის ცენტრში ზომების მიხედვით გამოფენილ საცვლებზე ვწერდი, იქაც მშვენივრად შეიძლებოდა მათი გაშრობა ოღონდ ღამით.
თანამედროვე სარეცხი მანქანა უკვე იძლევა იმის საშუალებას პრაქტიკულად გამშრალი თეთღეული გამოიტანო, მაგრამ აქ მეორე საკითხიცაა-ყველას არ აქვს იმისი საშუალება მაღალი ხარისხის სარეცხი ან საშრობი იყიდოს.
როცა ერთის ხარჯზე მეორის უფლება ირღვევა-ცუდია და გეთანხმები.
2022, 1 ივნისი, 23:11
სამწუხაროდ, სარეცხის სახლში გაშრობას ძალიან ცუდი შედეგი მოსდევს. მემგონი ყველა ჩვენგანი იყენებს საცვალს და ვფიქრობ, არც მისი გარეთ გაშრობა არაა წარმოუდგენელი და კოსმიური. მთავარი ადამიანობა აქ ესთეტიკას რომ ტავი დავანებოთ. კონკრეტულ სტატიაში კი ოჯახი თავისი სახლის უკანა ეზოში ფენდა და სანამ ვიღაცის უფლება ვიღაცის ამბიციის გამო ირღვევა, მანამ არასდროს არაფერი ეშველება სამყაროს.
2022, 20 მაისი, 14:37
მერიის გვერდით ტოტალიზატორი იყო, სახურავი მერიის შენობას და საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებდა, მუდამ საცვლები იყო გაფენილი სანამ მერიის სამსახურიდან არ გააფრთხილეს.
გააშრე შე კარგო ადამიანო შენს ოთახში ან აბაზანაში ან საშრობზე, ალამი ხომ არაა საქვეყნოდ გამოფინო? :(
0 1 3