მე- XIX საუკუნის ბოლოს ყველა ქალბატონი როდი იყო დაკავებული ფანჯარასთან ჯდომით და ქარგვით. ზოგი ეწინააღმდეგებოდა წესებს და აკეთებდა იმას, რაც თავად მოსწონდა. მაგალითად, ალპინიზმით იყო გატაცებული.

მაგრამ გასაოცარია, რომ იქაც კი, მთის რთულ პირობებში, გრძელი კაბები ემოსათ. ისე, როგორც ლუსი უორკერს (Lucy Worker), ის იყო პირველი ქალი, რომელმაც მატერჰორნის მწვერვალი დაიპყრო.

ან მარგარეტ ჯექსონის მსგავსად ის იყო პირველი ქალი, რომელმაც სცადა ასვლა იუნგფრაუზე (ბერნესის ალპები).

ხდებოდა ისეც, რომ კაბა სიცოცხლეს უნარჩუნებდა ადამიანს. . არქეოლოგი გერტრუდა ბელი წერდა, რომ როდესაც ქარიშხლის დროს მთის ფერდობზე გაიჭედა, ქარისგან ნაჭრის საშუალებით დაიცვა თავი და ცეცხლის დანთება შეძლო.

ცნობილმა მკვლევარმა მერი კინგსლიმ შეძლო გადარჩენა მჭიდრო ქვედაკაბის წყალობით, როდესაც აფრიკაში ცხოველებისთვის განკუთვნილ მახეში გაება.

მაგრამ დროთა განმავლობაში, ვიქტორიანული ეპოქის ქალბატონებმა გააცნობიერეს, რომ ლაშქრობები და კაბა შეუთავსებელია ერთმანეთთან.
ირლანდიელი ბარონეტის, ელიზაბეტ ჰოკინს-უაიტშედის ქალიშვილი, სკანდალებისთვის თავის ასარიდებლად, ლაშქრობებს კაბაში გამოწყობილი იწყებდა, მაგრამ როგორც კი დაშორდებოდა ბანაკს გარკვეული მანძილით, შარვალს იცვამდა.