კინო სახელგანთქმული ადამიანების 10 საიდუმლო ხრიკი, რომელთა წყალობით ისინი ''ზეციურებს'' ჰგვანან 2022, 18 მაისი, 23:50 ცნობილ ადამიანებს განკარგულებაში აქვთ უახლესი კოსმეტიკური პროცედურებისა და უახლესი წამლების მთელი არსენალი. მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ მიმართონ უბრალო თავის მოვლის საშუალებებს, როგორიცაა ვაშლის ძმარი ან მოცვის წვენი. პროგრესი ხომ პროგრესია, თუმცა არავის გააუუქმებია ''ბებიის რეცეპტები''. ![]() *** დღესდღეობით წარბის სტილის ათობით პროდუქტია. მაგრამ ბიონსემ და მისმა მაკიაჟის სტილისტმა, სერ ჯონსმა, არა ტრივიალური და ძალიან ეფექტური გზა მოძებნეს იმისთვის რომ დაუმორჩილებელ თმებს გაუმკლავებდნენ. ისინი იყენებენ უბრალო წებო - ფანქარს, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ საოფისე მაღაზიაში. ვარსკვლავური სტილისტის თქმით, წებო არა მხოლოდ შესანიშნავად უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას, არამედ არ კეტავს ფორებს და ასევე ადვილად ჩამოიბანება. ![]() *** მარია კერის, როგორც ნამდვილ ქალბატონს, აქვს ლაიფ ჰაკები ყველა შემთხვევისთვის. ზოგიერთი მათგანი ძალიან ბიუჯეტურია. მაგალითად, მბზინავი ტუჩსაცხის წასმამადე მომღერალი მას რამდენიმე წვეთ პიტნის ზეთს უმატებს, რომელიც სისხლის ნაკადის სტიმულირებით, ვიზუალურად ზრდის ტუჩების მოცულობას. ![]() *** თმაში ჩაზრდილი ხნა პრობლემატურია, რომელსაც ბევრი გოგონა აწყდება, და მათ შორის ''ვარსკვლავებიც''. მიუხედავად იმისა, რომ საღებავების მოსაშორებელი საშუალებების ფართო არჩევანია ხელმისაწვდომი, სიენა მილერის თქმით, მათგან ყველაზე ეფექტური ჩვეულებრივი კეტჩუპია. წარუმატებელი შეღებვის შედეგებისგან თავის დასაღწევად, წელიწადნახევრის განმავლობაში მსახიობი თმაზე ყოველ ღამე ტომატის სოუსს ისვამდა და შედეგმა არ დააყოვნა. ![]() *** ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მომხიბვლელი კამერონ დიასს მრავალი წელი სერიოზული ბრძოლა აქვს აკნესთან. ამ ხნის განმავლობაში მსახიობმა ისწავლა გარკვეული ხრიკების გამოყენება. მაგალითად, როგორც კი ვარსკვლავის კანზე კიდევ ერთი აკნე გამოჩნდება, ის ისმევს სამკურნალო მალამოს და თვალის წვეთებს პრობლემურ ზონაში. ეს კომბინაცია მყისიერად ხსნის სიწითლეს და შეშუპებას. ![]() *** სანდრა ბალოკი 57 წლის ასაკში უბრალოდ უნაკლოდ გამოიყურება. თურმე ამაში მას დუნდულოების კრემი ეხმარება. მართალია, ვარსკვლავმა მისთვის ძალიან უჩვეულო გამოყენება აღმოაჩინა. ნაოჭებთან საბრძოლველად მსახიობი პროდუქტს ქუთუთოებზე ისმევს. სანდრას თქმით, ეს მისი სილამაზის მთავარი საიდუმლოა. ![]() *** ნიკოლ კიდმანი სილამაზის ხალხური რეცეპტების მოყვარულია. ერთხელ მან გააზიარა საიდუმლო წამალი, რომელიც დაეხმარა მას თმაზე მდიდარი წითელი ელფერის შენარჩუნებაში. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოცვის წვენი, რომლითაც მსახიობი თმას იბანს. ![]() *** სუკი უოტერჰაუსის მდიდრული თმის საიდუმლო ძალიან მარტივია. მოდელი იფიცებს კოკა-კოლას სიყვარულს და აღიარებს, რომ თმას ოდნავ აფუებს, რისი მიღწევაც სხვა საშუალებებით რთულია. ![]() *** სინდი კროუფორდის კანი ფაქტიურად ანათებს შიგნიდან. მსგავსი ეფექტის მიღწევაში მას რძისა და მინერალური წყლისგან დამზადებული ნიღაბი ეხმარება. მოდელმა ეს რეცეპტი თავად კლეოპატრასგან ისესხა. ლეგენდის თანახმად, რძე დედოფლის ერთ-ერთი საყვარელი სილამაზის პროდუქტი იყო. ![]() *** Suicide Squad-ის ვარსკვლავს აქვს უამრავი უჩვეულო სილამაზის ჰაკი თავის არსენალში. ერთ-ერთი მათგანია ტუჩების დატენიანება მეძუძური დედების კრემით. მარგომ ხუმრობით აღიარა, რომ ის არის შეთქმულების თეორიის მომხრე, რომლის მიხედვითაც ტუჩის ბალზამი შეიცავს ინგრედიენტებს, რომლებიც რეალურად აშრობენ კანს. მაგრამ სააფთიაქო კრემები, გოგონას თქმით, პირიქით, შესანიშნავად აკეთებენ დატენიანებას. ![]() *** სკარლეტ იოჰანსონი ასევე არ მალავს სიყვარულს ორგანული კანის მოვლის მიმართ. მათ შორისაა ვაშლის ძმარი, რომელიც, მსახიობის თქმით, კარგად უმკლავდება გამონაყარს. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის მხოლოდ მისით სახე გაიწმინდოთ ყოველ საღამოს ძილის წინ. 230 შეფასება არ არის
|