x
image
fisunia krutunadze
რა ვერ აქვს "მწყობრში" "ოსკარის" პრემიას და რატომ არის მხოლოდ ჰონორარის მომატების შანსი გარანტია, მაგრამ არა მაყურებელთა მხრიდან სიმპატიის გარანტი
ოსკარის რიგით 94-ე დაჯილდოება 27 მარტს გაიმართა. „საუკეთესო ფილმის“ ტიტულისთვის 10 ფილმმა იბრძოლა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ოსკარი კვლავ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ ჯილდოდ კინოს სამყაროში, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი პრეტენზია ჩნდება მასზე და კლებულობს მაყურებელთა რაოდენობაც.


ჩვენ Bright Side-ში გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ რატომ აჩენს ოსკარის დაჯილდოება კითხვებს როგორც პროფესიონალ კრიტიკოსებს, ასევე მაყურებელთა დიდ რაოდენობაში ბოლო პერიოდში. დასასრულს თქვენ ნახავთ ბონუსს, რომელიც მოგვითხრობს ცერემონიის ახალ წესებზე, რომელიც დაინერგება 2025 წლიდან.
***

image

ფაქტია, ჟიურის წევრები არიან კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრები კალიფორნიიდან, რომელთა სახელები უცნობია. დღედღობით ხმის მიცემის უფლების მქონე აკადემიკოსთა რაოდენობა 9 ათას კაცს აღემატება, რომელთა მესამედიც სხვადასხვა დროს პრემიაზე იყო წარდგენილი.



ძირითადი ჩივილები, რომლებიც ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად გაისმის, ეხება ჟიურის წევრებს შორის გენდერული, რასობრივი და, ზოგადად, მრავალფეროვნების ნაკლებობას და, უნდა ითქვას, ეს საკმაოდ სამართლიანია. ჯამში, „ოსკარი“ აღმოჩნდა ადამიანთა ვიწრო ჯგუფის საშუალო გემოვნების ასახვის საშუალება, ვინც საკმაოდ დაუდგრომელია თავის შეხედუებებში, სტაბილური სოციალური სტატუსის, სქესის და ასაკის გამო. გარდა ამისა, აკადემიის წევრობა არც ისე ადვილია. შერჩევა ხდება წელიწადში ერთხელ და კანდიდადუტას მხარი უნდა დაუჭიროს 2 აქტიურმა წევრმა. ამასთან თქვენ უნდა იყოთ გამორჩეული მონაწილე თანამედროვე კინოინდუსტრიაში. შედეგად, აკადემიის ატმოსფერო არ არის მყუდრო და " შეკრული", თუმცა გამოირჩევა იმით რომ არის ძალიან დახურული კლუბი. ხმის მიცემის სისტემის გაუმჭვირვალობის გამო, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ აკადემია მუშაობს ექსკლუზიურად „თავისიანებისათვის“, ხოლო გადაწყვეტილებების უკან კი დგას ელიტური, მაგრამ ანონიმური კინოინდუსტრია .


image ფაქტია, რომ ამერიკული გამოცემები ყოველწლიურად აქვეყნებენ მასალებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აკადემიის ზოგიერთ წევრს ოსკარზე ნომინირებული ყველა ფილმი არც კი უნახავს.
***
" ოსკარი" გახდა პროგნოზირებადი
image

ალბათ გსმენიათ გამოთქმა „სატყუარა ოსკარისათვის“. ეს შემთხვევით არ მომხდარა, და უკვე თავისებურ "კლიშე"-დაც კი იქცა.; რომ თითქოს, დროთა განმავლობაში შეიქმნა იდეალური ფორმულა ფილმისთვის, რომელსაც აქვს პრესტიჟული ჯილდოს მიღების ყველა შანსი. გამარჯვებისთვის საჭიროა პათოსი, ისეთი როგორიცაა რაიმე სახის აქტუალური დღის წესრიგი, გულის ამაჩუყებელი ამბავი და ძლიერი სამსახიობო ტრანსფორმაცია.


რა თქმა უნდა, რეჟისორები არ არიან ისეთი ცინიკური ადამიანები, რომ გადაიღონ თავიანთი ფილმები სპეციალურად ოსკარისთვის, მაგრამ მაინც ბევრად უფრო ადვილია პროდიუსერებისგან ფულის მიღება პოტენციურად მომგებიანი ისტორიისთვის. შესანიშნავი მაგალითია Dallas Buyers Club, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს და რომლის გამარჯვებაც აშკარა იყო თრილერის მისი გამოსვლთანავე.


და ეს, რა თქმა უნდა, სულაც არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულები არ არიან ნიჭიერები ან არ იმსახურებენ ჯილდოს, უბრალოდ ზოგჯერ შედეგები საკმაოდ პროგნოზირებადია და ეს ართმევს ცერემონიას ინტრიგას.
***

მართლა ნიჭიერი მსახიობები წლობით ვერ ღებულობენ "ოსკარი"-ის პრემიას
image

პირდაპირ ვთვათ: ჰოლივუდის თითქმის ყველა ვარსკვლავი ოცნებობს ნანატრი ჯილდოს მოგებაზე. ამავდროულად, არიან განსაკუთრებით „იღბლიანი“ მსახიობები, რომლებიც ყოველწლიურად ნომინირებულნი არიან ოსკარზე, მაგრამ საბოლოოდ "ო სკარი"-ს სასურველ ქანდაკებას იღებს ვიღაც სხვა.

სიტუაცია რომელიც უკავშირდება ლეონარდო დიკაპრიოს, და იგი 22 წლის განმავლობაში ჯილდოს გარეშე დარჩა, რაღაც მომენტში ზოგადად მემად იქცა. მსახიობის უკან ათობით ძლიერი ნამუშევარი იდგა და მისმა ზოგიერთმა კოლეგამ კი ოსკარი მოიპოვა, ეკრანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩენის შეედეგად.


ასევე, "ოსკარი"-ს ნომინაციის გარეშე ჯერ კიდევ ისეთი ბრწყინვალე პროფესიონალები, როგორებიცაა: ემი ადამსი, ედვარდ ნორტონი, უილ სმიტი, მონიკა ბელუჩი, ტომ კრუზი, გლენ კლოუზი (რომელიც, სხვათა შორის, ჯილდოზე 8-ჯერ იყო ნომინირებული), ჯონი დეპი.
imageრატომ არის ასეთი უცნაური სიტუაცია, გაუგებარია. დიახ, ზოგიერთი მსახიობი გახდა ერთი იმიჯის "მსხვერპლი", ვიღაც უბრალოდ უარს ამბობს "ჯილდოზე მუშაობაზე", ანუ შესაბამის ღონისძიებებზე დასწრებაზე; ვიღაცას უბრალოდ სისტემატურად არ უმართლებს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ეს უსამართლობა, რა თქმა უნდა, გულგრილს ვერ ტოვებს გულშემატკივრებს.
***
პრეტენდენტებს შორის ძალიან ბევრი გამსვლელი ფილმია
image

2000-იანი წლების ბოლოდან, კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი“ 5 ნომინირებული ფილმის ნაცვლად, დაახლოებით 8-10 ფილმი იყო სახელდებოდა. ამასთან, არც ისე ადვილია წელიწადში ოსკარის ღირსი 10 მართლაც მაღალი ხარისხის ფილმის გადაღება. რა თქმა უნდა, ნომინანტებს შორის ჯერ კიდევ არის ნამდვილი შედევრები, მაგრამ ზოგადად არის განცდა, რომ "გამსვლელი" ფილმების პროცენტი საკმაოდ მაღალია. დიდი ეჭვებია, რომ მასობრივი აუდიტორია ხელმეორედ დაუბრუნდება და ნახავს იმ ფილმებს, რომლებიც გასულ წლებში გამარჯვებულები გახდნენ. დიახ, "მომთაბარეთა ქვეყანა", "წყლის ფორმა" და "პარაზიტი" მაღალი ხარისხის ფილმებია, მაგრამ მაინც ვერ მოიგეს მილიონების გული, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ფილმებზე: "ტიტანიკი", "ფორესტ გამპი". "და "Beauty by -American".


უფრო მეტიც, უახლესი მონაცემებით, მაყურებელმა დღეს ოსკარზე ნომინირებული ფილმების ნახევარიც კი არ იცის, თუმცა ბევრი ფილმის ნახვა შესაძლებელი იყო კინოთეატრის სალაროებში ან სტრიმინგ პლატფორმებზე.


ყოველწლიური დაჯილდოებისადმი საზოგადოების ინტერესის უფრო გასააქტიურებლად, წელს მაყურებლის მიერ ონლაინ ხმის მიცემის სახით სიახლე დაინერგა. კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ ის Twitter-თან ერთად გამოუშვა, რათა ინტერნეტის მომხმარებლებს შეძლებოდათ აერჩიათ, რომელია მათი აზრით საუკეთესო ფილმი ამ წელს.
და მივიღთ ასეეთი შედეგი, ფავორიტი იყო ფილმები, რომლებიც საერთოდ არ იყო მონიშნული აკადემიკოსების მიერ: მიუზიკლი კონკია, ფილმები The Great, Zack Snyder's Justice League და Spider-Man: No Way Home.

***


"ოსკარმა" შეწყვიტა ძლიერი შოუ ეფექტის ტარების "ფუნქცია" და გადაიქცა ერთგვარად გაჭიანურებულ "შოუდ".
image

სამწუხაროდ, ყოველწლიურად ცერემონიის აუდიტორია მცირდება. გასულ წელს მაყურებელი ყველა დროის ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა, 10 მილიონზე ნაკლები მაყურებელი ჰყავდა გადაცემას. რატომ მოხდა ეს? ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა თანამედროვე აუდიტორიის მოლოდინები ვერ გაამართლეს. ადრე, ცერემონია იყო გრანდიოზული შოუ ნათელი ნომრებით, მახვილგონივრული ხუმრობებით გაჯერებული და დასამახსოვრებელი წამყვანებით. ბოლო წლებში ის გადაიქცა "სათავისო მოვლენად", - რომელსაც ახასიათბს უფრო მეტად გრძელი გამოსვლები, მუსიკალური ნომრების და წამყვანების ნაკლებობა.


გარდა ამისა, ცერემონიას საკმაოდ სამართლიანად ადანაშაულებენ ეგრეთ წოდებული "ჰოლივუდის ბუშტი"-ს იმიჯის გაღვივებაში. იგი უკვე აღარ არის იმდენად კინოს ზეიმი, როგორც გლამურული და მიუწვდომელი სეკულარული "რაუნდი". დღევანდელ რეალობაში ისეთი შეგრძნებაა, რომ ჰოლივუდმა აუდიტორია ზედმეტად "შეჭამა" თავისი მიუწვდომლობის კულტით და "ვარსკვლავური ციების" მითი აღარ შეესატყვისება დღევანდელი დღის წესრიგს.
***


ბონუსი: 2025 წლიდან ნომინანტ ფილმებს მკაცრი კრიტერიუმების დაცვა მოუწევთ.
image

ცოტა ხნის გამოცხადდა ახალი სტანდარტები, რომლებიც უნდა დაიცვან ფილმების რეჟისორებმა, რომლებიც აცხადებენ პრეტენზიას „საუკეთესო ფილმის“ ტიტულის მოსაპოვებლად.


ახალი წესების მიხედვით, 2025 წლიდან ერთ-ერთი ასეთი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ესაა რომ : მთავარ როლში ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს რასობრივი ან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი; მსახიობების მინიმუმ 30% უნდა იყოს ქალი ან უმცირესობა; ფილმის მთავარი თემა ამ ჯგუფების პრობლემებს უნდა დაეთმოს. ასევე, ახლა აკადემიის წევრები ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ დასრულებულ ფილმს, არამედ მთელ წარმოების პროცესს. მან ასევე უნდა პატივი სცეს მრავალფეროვნების პრინციპს.


ერთის მხრივ, ეს არის გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით, რადგან ეს სიახლეები ბევრ ნიჭიერ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას დაამტკიცონ საკუთარი თავი. მეორე მხრივ, მკაცრი წესების არსებობა ყოველთვის არ ახდენს დადებით გავლენას შემოქმედებით პროცესზე. ბოლოს და ბოლოს, არც ისე ადვილია შედევრების შექმნა, როცა არის ვინმე, ვინც კარნახობს რა, ვინ და როგორ გადაიღოს.


თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ "ოსკარი"-ს ცერემონიასთან დაკავშირებით?წლევანდელი ნომინანტებიდან ვის გამოარჩევდით ან ვის უჭრით მხარს?





0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0