კონფლიქტები საუკეთესო ციმბირელი სნაიპერი სერგეი ცარკოვი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურა 2022, 18 მაისი, 18:39 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ერთ-ერთი საუკეთესო ციმბირელი სნაიპერი, სნაიპერთა ასეულის მეთაური სერგეი ცარკოვი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიიდან. ეს ბიჭი მიდიოდა წარმატებისკენ. პირველი მსროლელთა ოცეულის სნაიპერთა ასეულის მეთაური, 1983 წელს დაბადებული უმცროსი სერჟანტი სერგეი ცარკოვი წარმოშობით ბორზიდან, მოკლეს უკრაინაში, იტყობინება რეგიონის სამხედრო კომისარიატი, 17 მაისის მონაცემები. დიდი ხნის განმავლობაში ისინი არ ადასტურებდნენ მის სიკვდილს. სერგეი იგორევიჩ ცარკოვი მსახურობდა სნაიპერების მსროლელთა როტაში. ის იყო ბრიგადის საუკეთესო სნაიპერი. როგორც ჩანს არც ისე კარგი თავის საქმეში. მას ყველა დიდ პატივს სცემდა, პროფესიონალი იყო, ავტორიტეტით სარგებლობდა ახლა კი უბრალო ლეშად იქცა. "ვერავინ დაიჯერებდა, რომ მას ეს შეიძლებოდა მოსვლოდა" განაცხადეს სამხედრო აღრიცხვაში. ნეტავ რას ელოდნენ? სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ 2016 წლიდან სერგეი ცარკოვი არის საერთაშორისო არმიის თამაშების რეგულარული მონაწილე და გამარჯვებული კონკურსში Sniper Frontier. "კიდევ ერთი მკვლელი წავიდა იქ, სადაც მისი ადგილია. ასეთი ბედი ელის ყოველ მათგანს." განაცხადეს უკრაინელებმა. 1000 5-ს მოსწონს |
მამაჩემს ერთი გრივნა არ აუღია ომის დაწყების დღიდან, კონტრაქტნიკებს აძლევენ ხელფასს.
2 თვე იბრძოლა და როგორც იბრძოლებდა მსოფლიო რეკორდსმენი სნაიპერი ნათელია. :)
სათანადო ეკიპირებას არ გვაძლევდნენო, სნაიპერი მოქმედებაში თავისუფალი უნდა იყოს. ეს კი ამბობს, ხან აქეთ მიშვებდნენ, ხან იქით და უბრალოდ გავბრაზდი და წამოვედიო. რუსებმა კი იძახეს მოვკალითო, მაგრამ 7 მაისს გამოვიდა კანადის ცენტრალური არხით.
ისე ველიზე არ მსმენია არაფერი და ისიც ხომ არ გაისტუმრეს საიქიოს?
გიმრავლოს ასეთი საინფორმაციო სტატიები მეგობარო.